ვინ იფიქრებდა, რომ 13 ივნისის გათენება იქნებოდა სასიხარულო, მაგრამ ფაქტია - დილის პირველი ნიუსი - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!
დღეს 13 ივნისია. ორი წლის წინ თბილისში ამ საღამოს წყალდიდობა დაიწყო. 13 ივნისის გარშემო ინტერნეტ ნიუსები: თბილისის მერია - 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღდგენითი სამუშაოები 40 მლნ ლარზე მეტი დაჯდა. ზაზა ფაჩულია - ვამაყობ, რომ ქართველი ვარ - ეს გამარჯვება, ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. გიორგი მარგველაშვილი - 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა და რა იყო იქ არ გაინტერესებთ? - „სპეციალისტების მიერ მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა. ანგარიში შემდგომი რეაგირებისათვის და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამის უწყებებს წარედგინა“. გიორგი მღებრიშვილი - საქართველოს ჰყავს თავისი გმირები, მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა. მიხეილ ჯანელიძე - 13 ივნისის ტრაგედია არის დიდი ტკივილი და ამავდროულად, ერის კონსოლიდაციის ნათელი გამოვლინება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა 13 ივნისს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. დავით ნარმანია - ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად მივიღეთ. თბილისის საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შს მინისტრის მოადგილემ დაღუპული მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. კახა კალაძე - ეს იყო საოცარი ერთობის, სამოქალაქო შეგნების, ადამიანობის დემონსტრირება. გიორგი კვირიკაშვილი - 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გუშინ ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში - დღეს NBA-ს ჩემპიონი - არის სიხარულის მიზეზები - ირაკლი კობახიძე - ზაზა ფაჩულიას გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოეული გულშემატკივრის გამარჯვებაა. საქართველოში აშშ-ს საელჩო გულშემატკივრებს ზაზა ფაჩულიას წარმატებას ულოცავს. ზაზა ფაჩულია - მსოფლიო ჩემპიონობა სასწაული შეგრძნებაა - ეს დასაწყისი იყო, კიდევ ბევრი ჩემპიონი გვეყოლება.
კიდევ ერთი სპორტული სიხარული - საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა. გიორგი კვირიკაშვილმა 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა.
ერის ლიბერალიზაციის ამბებიც ერთად მოვქციოთ: გიგა ბუკია - ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა და მეტი ლიბერალიზაცია მისაღები არ არის. ამავე თემაზეა აშკარად - პარლამენტი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე იმსჯელებს. მარიამ ჯაში - გუნდში დღემდე რჩება განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ შემოდგომაზე ჩვენ გვექნება დაბალანსებული, ცივილური ნარკოპოლიტიკა.
დაბინძურებული თბილისის შველის პოლიტიკიდან - თბილისის საკრებულოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ამას გარდა, თბილისის მირიისა და საკრებულოს ამბებიც აქვე იყოს, მაგალითად ის, რომ ტრმვაი ჯერ აყარეს, ახლა აკეთებენ - თბილისის მერიას დედაქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენის პროექტი მზად აქვს, სამუშაოები მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს.
მიხეილ ჯანელიძემ დღეს იმდენ რამეზე გააკეთა კომენტარი, რომ ერთი აბზაცი დავუთმეთ - მიხეილ ჯანელიძე - იოსებ ოსორაულთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის. მიხეილ ჯანელიძე - ავღანეთში ქართული კონტინგენტის შემცირება არ იგეგმება. მიხეილ ჯანელიძე - სირიიდან ლტოლვილების მიღებაზე საქართველოს არანაირი ვალდებულება არ აქვს. მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა გაიზარდოს წნეხი რუსეთისადმი და მათი აგრესიისადმი. მიხეილ ჯანელიძე თინა ბოკუჩავას - ეტყობა რაც პოლიტიკური საქმიანობა დაიწყეთ, ინფორმაციას ან სწორად არ ეცნობით, ან დეზინფორმაციას ავრცელებთ. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, სამართლიანი იყო ის შეშფოთება და გამოხმაურება, რაც ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა. მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსების შესახებ კონტრაქტზე მუშაობას რუსეთი ივნისში დაასრულებს.
მიწების გასხვისებას დავუბრუნდეთ - პროექტი, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმი ცხადდება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქართული ოცნების" მიდგომა გააიაფებს მიწას და ამ გაიფებულ მიწას ხელში ჩაიგდებენ ივანიშვილი, ფარცხალაძეები, კალაძეები. ფადი ასლი - უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვის შემოღებას თავისი ფასი აქვს, მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მოხარულნი არიან თუ არა ეს ფასი გადაიხადონ.
რუსეთი და ევროკავშირი ანდა რუსეთი და დანარჩენი სამყარო უფრო მოუხდება ამ აბზაცს წინსართად - ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. გათავისუფლებისა რა გითხრათ, მაგრამ მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯოზეფ დანფორდი - რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ასევე ექსტრემიზმი აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
ჩვენ და მსოფლიო ჩვენზე შეყვარებული - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანი - მადლენ ოლბრაიტი - საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო. დანიაც გვაღიარებს - დანიამ საქართველო და უკრაინა სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნებად დაასახელა. მარტო დანია და ამერიკა კი არა - თამარ ხულორდავა - ლიტვა საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და მასთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ.
დეველოპერული კომპანია ცენტრ პოინტი და მისი სასამართლო ამბები ერთ აბზაცში: გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების საბოლოო პირობები შესთავაზა. „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მომღერალი დავით გომართელი დაიკითხა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მუხთარლის საქმის ევროპარლამენტში განხილვა მიუთითებს, რომ ეს არ არის თემა, რომელიც დღეს და ხვალ ჩაივლის და გაქრება. დავით მათიკაშვილი - აფგან მუხთარლის გატაცებასთან საქართველოს სამართალდამცავი სისტემის კავშირს გამოვრიცხავ. მიხეილ ჯანელიძე - აფგან მუხთარლის საკითხი არის მწვავე საკითხი და შეშფოთების საგანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აფგან მუხთარლის ოჯახმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ამჯერად სასამართლოს მიმართა. ადვოკატი - აფგან მუხთარლის საქმეზე დაკითხულია 200 მოწმე, ოღონდ საგანგაშოა ის, რომ ამ მოწმეებიდან არავის არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლი თბილისში დააკავეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
რა პატიოსანი ქვეყანაა გადასახადების კუთხით - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 5-11 ივნისს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 820 ფაქტი გამოვლინდა.
ბირჟა მაფია გაუშვეს, ახლა პოლიციელებს მიადგნენ, აბა ვიღაც ხომ უნდა დაიჭირონ? - პროკურატურამ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დაკითხა. დავით სერგეენკო ”ბირჟა მაფიის” წევრებზე - მე არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“.
ნაციონალები შეჯერდნენ - „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ნიკა მელია იქნება.
სტატისტიკის რუბრიკიდან - საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3945 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.
დაზარალებულების აქცია - ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს. იყო მეორე აქციაც დღესვე - მთავარ პროკურატურასთან საფინანსო კომპანია ”საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ.
ეკოლოგიურად სუფთად! - ელექტროძრავზე მომუშავე მოტოციკლების, კვადროციკლების და მოპედების იმპორტზე დღგ უქმდება.
მცხეთას გუბერნატორი აღარ ჰყავს - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა. გოჩა ზეიკიძე არ ადასტურებს, რომ გუბერნატორის თანამდებობის დატოვება დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება.
ქართული ღვინის კომპანია გიუაანი ერთი წლის განმავლობაში 24 ჯილდოს მფლობელი გახდა.
საზღვარგარეთულები:
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ყატარის საკითხს განიხილავენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყატარს თურქეთთან ერთად ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში.
პირველ არხზე გადაცემების დახურვა გრძელდება - წითელი ზონა და სალომე ასათიანის ინტერVIEW საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა. და კიდევ ერთი ამბავი მასმედიის ცხოვრებიდან - მაესტრო იმედის შენობაში გადავიდა, ტელეკომპანიას ახალი ლოგო აქვს.
მადრიდის პროკურატურამ კრიშტიანუ რონალდოს გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა.
ერაყში დევნილების ბანაკში 800 ადამიანი საკვებით მოიწამლა, გარდაცვლილია ერთი ბავშვი
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია