მომდევნოს კახური აღიარება და ამჟამინდელის სიძის დაკავება, შემოწირული ფული და მათეთრებელი ბანკები

      დღევანდელი ახალი ამბები, ისევე როგორც ალბათ მომდევნო კვირისაც, გაჯერებული იყო მომავალი პრეზიდენტის თემით, ინაუგურაციით და სხვა დანარჩენით. მეორე ძირითადი ამბავიც საპრეზიდენტო სფეროდან იყო, ოღონდ, ამჟამინდელი პრეზიდენტის სიძეს და მის დაკავებას ეხებოდა. დღეს ნიკა რურუაც დაასაფლავეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 დეკემბერი, 2018 /

      ინაუგურაციის ინტერესები - ნიკა ჩიტაძე - შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ინტერესი იყოს, რომ ინაუგურაცია მეფის სასახლეში ჩატარდეს, რადგან სხვა შენობაში ჩატარება არ ეკადრება. ბასა ფოცხიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას დღეს ვიწყებთ. სალომე ზურაბიშვილი - არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობდნენ. სალომე ზურაბიშვილი - ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი - თუკი პრეზიდენტად მაღიარებს, გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოვიწვევ. კარლ ჰარცელი - სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა მესიჯი ეროვნული შერიგების შესახებ, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. სალომე ზურაბიშვილი - როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენისგან. ბასა ფოცხიშვილი - ინაუგურაცია ელეგანტური, დეკორაცია კი გარემოსთან ორგანული იქნება - ჩვენს კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივი სისადავე. ალეკო ელისაშვილი - თელავს მაინც გავუთქვათ სახელი, სალომე ზურაბიშვილისგან სხვა ხეირი არ გვექნება.

      დაკავებული სიძე - პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. მინდია გოგოჭურის დაკავებაზე ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლები გარკვეულ დეტალებს ყვებიან. შსს მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გოგოჭური და კიდევ ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც აღნიშნულმა პირებმა პოლიციის გამოჩენისას ბინიდან გადაყარეს. ამაშუკელის ქუჩის მცხოვრები პრეზიდენტის სიძის დაკავებაზე - ღამით ხმაური და ყვირილი იყო, თუმცა სროლის ხმა არ ყოფილა. ბინის მეპატრონე - მინდია გოგოჭურის და კიდევ ერთი პირის დასაკავებლად სპეცრაზმი შემოვარდა, ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ. ადვოკატის ინფორმაციით, მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის.

      აფხაზური გამოსვლები - აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირებას განახორციელებს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას „მორიგ პროვოკაციას“ უწოდებს.

      რურუას დაკრძალვა - მეუფე შიო - ნიკა რურუა სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ნიკა რურუას ოჯახისადმი მისამძიმრებით დაიწყო. თენგიზ ფხალაძე - ნიკა რურუა ყოველთვის შემართებისა და პრინციპულობის მაგალითი იყო. ლაშა ჟვანია - ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია. საქართველოს პრეზიდენტი ნიკა რურუას დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

      საარჩევნო ფული - საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, 3 038 654 ლარის ფულადი შემოსავალი მიიღო, ხოლო ამავე პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 131 989 ლარი აქვს მიღებული. ზურაბიშვილმა აღნიშნულ პერიოდში, ფულადი შეწირულობის სახით, ჯამში 2 938 654 ლარი მიიღო, აქედან, ფიზიკური პირებისგან 2 168 654 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 770 000 ლარი. გარდა ამისა, ზურაბიშვილს არაფულადი სახით მიღებული აქვს 406 069 ლარის შეწირულობა. აქედან, იურიდიული პირებისგან 334 236 ლარი, ხოლო ფიზიკური პირებისგან 71 833 ლარი.

      მისვლა დაბარებულზე - ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მაშინ მივა, როცა დაგვიბარებენ.

      დატვირთული აეროპორტი - 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23% -ით გაიზარდა.

      უკრაინელების დაკავება - ნათია მეზვრიშვილი დაკავებულ უკრაინელებზე - გარკვეული ეჭვები გამოძიებას შესაძლო კავშირებზე გააჩნია, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ, რომ უფრო ნათელი სურათი შევქმნათ.

      ჰაბი პარლამენტში - ნათია მეზვრიშვილი - ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბის შექმნით, ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. თამარ ჩუგოშვილი - ახალი რეგლამენტით ძალიან ბევრი სიახლე შემოდის, ჩვენი მოლოდინია, რომ პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდება.

      ბორდერიზაცია როგორც დარღვევა - ლევან იზორია - რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა.

      დაწყევლილი მოსამართლე - სასულიერო პირმა „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმის მოსამართლე დაწყევლა.

      შავების გათეთრება - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერს. დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება. აქედან 150 ათასამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად ჩამოიწერება.

საზღვარგარეთულები:

      ფასების შენარჩუნება - საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

      წიგნებში დასაწერი პრეზიდენტი - ჯორჯ ბუში უმცროსი - მამა, ძალიან დაგვაკლდები, შენი სული ჩვენთან დარჩება - ისტორიის წიგნებში დაიწერება, რომ ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი იყო.

      ცვლილება დაპატიმრებით - უკრაინის საზღვაო ძალების სარდალი მზად არის, დაკავებული მეზღვაურების ნაცვლად, რუსეთში, ციხეში ჩაჯდეს.

      უფასო ტრანპორტი - ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება.

      უსაფრთხო ჟურნალისტიკა - რუსეთი ოფიციალურ პარიზს მოუწოდებს, საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 192

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: დეკემბერი 8, 2018||10:42pm

მათ ბრაუზერს მთავარი მისია ჰქონდა - გადმოგვეწერა Chrome ბრაუზერი )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

VitalRIZE: Male Enhancement Formula

გამოაქვეყნა Charline Kellway_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2025.
საათი: 1:15am 0 კომენტარი

VitalRize works by targeting several aspects of male health. The body goes through many changes as men get older, and these changes can affect energy levels, endurance, and overall vitality. VitalRize is designed to help men counteract these changes by boosting certain processes in the body. One of the primary ways it works is by increasing blood flow. Blood flow is essential for good88888.org delivering oxygen and nutrients to different…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters