ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა კონსტიტუციის ბედს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ივნისი, 2020

      ნინოობა - სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ნინოობის დღესასწაული ფოკიდან მიულოცა. პატრიარქი - დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება. მეუფე იაკობი - როცა ვერ ხვდებიან და ღმერთს მიატოვებენ, მადლის გარეშე რჩებიან საწყლად - ცოტა ხანი გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ და გააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ. არქიმანდრიტი ათენოგენე პეტრეს გავლენაშია, მეუფე გრიგოლი სჯულის კანონით აბსოლუტურად სწორი იყო. სინოდის წინა სხდომაზე რომ შევდიოდით, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო და სამართლიანად მივიღე, რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდით, ხომ ხედავთ მას რა დაემართა.

      კორონავირუსიის ახალი უბნები - ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები დაემატა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახის სამ წევს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსად წასულა ეს კოვიდი, ამიტომ, რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ჩვენს თავს და ოჯახებს მოვუფრთხილდეთ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი - დღეიდან “ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების საჭიროება არ არის, ამიტომ ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით. გიორგი გახარია - ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური გამოწვევაა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს. მერწმუნეთ, საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი და შეძლო კრიზისთან ადაპტაცია. ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც გვქონდა, არ გამართლდა - ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ ნორმებს. ამირან გამყრელიძე - 723 დადასტურებული შემთხვევის დროს, ქვეყანაში 0-დან 19-წლამდე ასაკის 104 პაციენტი ფიქსირდებოდა. დღევანდელი მონაცემებით, „საბურთალოს კლასტერში“ კოვიდ 19-ით 23 ადამიანია ინფიცირებული და 103 კონტაქტია გამოვლენილი. 69 წლის ვარ, ეს უკვე განვლილი გზაა, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი დამთავრებულია - ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან. მარტო იმის შიში, რომ ვიღაც მოვა და დამაჯარიმებს, არა, ბატონო! - ყველაზე მეტი არის დამოკიდებული სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობაზე. დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა - ახლა მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. სეროპრევალენტური კვლევები განსაზღრული გვაქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებსა და მარშრუტებზე, შემოდგომაზე კი კვლევას ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, მთლიანად ამ სოფელში 75 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - გავისეირნე რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, შეიმუშაონ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.

      ბავშვთა დღე - რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ცხელი ხაზი - 111, დღეიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. გიორგი გახარია - ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. ნათია მეზვრიშვილი - ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შშმ ბავშვებზე სათანადო ზრუნვა, განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ის თემებია, რომლებიც არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან.

      კონსტიტუცია რურუას მხრებზე - სოფო კილაძე - ოპოზიცია ხავსს ებღაუჭება, როდესაც ამბობს, რომ გიორგი რურუა ე.წ. პოლიტიკური პატიმარია და ამიტომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა და გიორგი რურუა არ გათავისუფლდა. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, 4 ივნისს, 22:30 საათზე გაიმართება. დიმიტრი ცქიტიშვილი - რამდენიმე კოლეგას გვაქვს საერთო პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ. მარიამ ჯაშის განცხადებით, "დამოუკიდებელი დეპუტატები" მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საკონტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, მიიღონ მაქსიმალური მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებსა და პლენარული სხდომის ფორმატში. დავით ჭიჭინაძე - რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია, ხალხისთვის მნიშვნელოვანი ან საინტერესო იყოს. გიგა ბოკერია - თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.

      არჩევნები 2020 - ნინო ბურჯანაძე - ბუნებრივია, მაჟორიტარებზე ყველა ოლქში შეთანხმება ვერ მოხდება - არის ოლქები, სადაც შეიძლება რამდენიმე პარტიის ინტერესი ისე დაემთხვეს ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყოს შეთანხმება.

      ტყის კოდექსი - გერმანიის ელჩი - „ტყის კოდექსის“ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს. ჩეხეთის ელჩი - მინდა მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება. ვინსენტ რეი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვაში გაკეთებული მრავალი საინტერესო აქცენტი სრულ თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან. იაპონიის ელჩი - თანამედროვე რეალობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია.

      ქვეყნის შრომა-სიცოცხლის დაბრუნება - სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა განაახლა. საქართველოში ამ დროისთვის 45 სანოტარო ბიურო ფუნქციონირებს. დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. დავით ჭიჭინაძე - თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო კორონას პარალელურად - ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ. სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 9 492-მდე გაიზარდა. რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 9035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 162 ადამიანი. კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი - ბოდიშს ვიხდი, რომ არ დავიცავი კარანტინის წესები - ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი. გერმანიაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კიევის დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა.

      ირანის მეორე ტალღა - ირანის ჯანდაცვის მინისტრი - ირანს შესაძლოა, კორონავირუსის მეორე, უფრო ძლიერი ტალღა დაემუქროს.

      ჩინეთი - რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს.

      თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა.

      მკვლელობა რასიზმის მოტივით?! - ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში მასშტაბური აქციებით გააპროტესტეს. ჯორჯ ფლოიდის ძმა ძალადობას გმობს და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. აიოვას შტატში პოლიციასთან შეტაკებების დროს ორი პირი დაიღუპა,დაშავებულია პოლიციელიც. დონალდ ტრამპი გუბერნატორებს - მოგიწევთ უპირატესობა მოიპოვოთ, თუ არადა იდიოტების ჯგუფს დაემსგავსებით.

      დიმიტრი პესკოვი - ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ აშშ-ის შიდა საქმეებში და არც ახლა ვაპირებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 95

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters