ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 2192. გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი. საქართველოში ამ ეტაპზე 1 610 309 აცრაა ჩატარებული, 1 დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 32.7%, სრულად ვაქცინირებული კი 23.6% საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე აუცილებელია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვა გაგრძელდეს. ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას. ამირან გამყრელიძე - ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა. საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბერში იქნება. უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის აცრის მაჩვენებელი, სტუდენტების აცრის მაჩვენებელზე მეტია. ნუ დავმშვიდდებით, რომ უკვე მოვერიეთ კოვიდს, ჯერ შორს არის სიტუაციის საბოლოო სტაბილიზაცია. სწავლის კლასებში აღდგენის ერთ-ერთი კრიტერიუმი, დადებითობის მაჩვენებელი, თბილისში 5-6%-ის ფარგლებშია, აჭარასა და კიდევ ორ რეგიონში - 4%. სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი. ივანე ჩხაიძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება, კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეამციროს. წელს სახელმწიფო 200 000 დოზა გრიპის ვაქცინას შემოიტანს.

      ამბები ფარულ ჩანაწერებზე - სალომე სამადაშვილი - უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში სარჩელით შესვლის საკითხი. სახალხო დამცველის მოადგილე - კანონი ქმნის შესაძლებლობას, რომ უკანონო მიყურადება მარტივად განხორციელდეს - პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს საკანონმდებლო სფერო შექმნა. ბადრი ჯაფარიძე - კანონმდებლობაში ხარვეზი დატოვებულია, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ და ამ სისტემის ნაწილია სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - ყველა ვარიანტში, ეს სისტემის ჩადენილია. შალვა პაპუაშვილი - ეს არის ჩვეულებრივი ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და გამოაქვეყნოს. ალეკო ელისაშვილი - ეს სტრუქტურა, დავარქმევთ მას სოდ-ს, კუდ-ს თუ სუს-ს, შინაარს არასდროს იცვლის და საბჭოურ ზნეს არ ღალატობს. ანა ბიბილაშვილი - ქალაქის მმართველობა ეროვნულ სიწმინდეებს არ იცავს, „ქართული ოცნება“ გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს. ირაკლი კობახიძე - თუ ავთენტურია, უნდა დაინტერესდეს გამოძიება, იკვეთება კანონდარღვევა. ფორმულა ფაილებიდან - ლევან ვასაძემ მხატვარს, შოთა გლურჯიძეს დაავალა, დახატოს ზღაპარ კომბლეს პერსონაჟები ანიმაციისთვის, სადაც "ლგბტ ფერებში მყოფ მგელს კომბლებით სცემენ ადამიანები". ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ის, რაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხდება, "არაადამიანურობის ფსკერის დაპყრობაა". საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.

      #არჩევნები2021 - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე გამოვლენილია 13 დარღვევა, აქედან 7 უკავშირდება „ოცნების“ საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას, 2 სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს, ერთი - მუქარას. იაგო ხვიჩია - "ოცნება" სპეციფიური პარტიაა, შეიძლება ერთადაც გასინჯეს კოკაინი და ერთმანეთს აძახებენ - არ მგონია გახარია "კოკაინშიკი" იყოს. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე - ასეთი რიტორიკა საჯარო პოლიტიკაში მიუღებელია. გურამ მაჭარაშვილი - გახარია "კოკაიშნიკი" ახლა გახდა, მანამდე იყო თუ ახლა აპირებს, ეს მისი პირადი საქმეა, ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, ნარკოტესტის ჩაბარება რატომ დააგვიანა. ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება გიორგი გახარიას "კოკაინშიკობაზე" დეზინფორმაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნიმუშია. რომან გოცირიძე - გახარია „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა, ანალიზი ჩაიტარა - როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს. გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ვიღაცამ დაამთავრა საუბარი, მე ახლა დავიწყე, ვაგრძელებ - საინტერესო სიახლეები იქნება, კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის, დაელოდეთ. ირაკლი ქადაგიშვილი - თმის ღერის ტესტი არის სხვა რამ და უფრო ღრმა კვლევა სხვა რამ. ალეკო ელისაშვილი - კობახიძისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, შეურაცხმყოფელია. გიორგი ნონიაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “იმედს”, გაუშვან ჩვენი (ევროპული საქართველოს) პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება

      მელია კვლავ წავა - რომან გოცირიძე - კომიკურ ვითარებაში იმყოფებიან, გინესის რეკორდში მოხვდება პარლამენტი, რომელმაც წელიწადნახევარში 3-ჯერ გააგდო დეპუტატი ნიკა მელია. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს. სალომე სამადაშვილი - რადგან ნიკა მელიამ საკუთარი სურვილით მიმართა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ლევან ბეჟაშვილი - პარლამენტს მოვუწოდებთ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაჩქარება არ მოხდეს. ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილი იყო - წერილობით მხოლოდ ნიკა მელიას განცხადებაა შემოტანილი და რეგლამენტით გაწერილი ვადა დაცულია.

      ქარდავას ექსტრადირება - მეგის ქარდავას ექსტრადიცია საქართველოშია განხორციელდა. თეონა აქუბარდია - მეგის ქარდავას ექსტრადირება და ამით სამართლიანობის აღდგენის მტკიცება იმ პირობებში, როცა 9 წელია „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, სასაცილოა. მეგის ქარდავა რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეგის ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა - მეგის ქარდავამ მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა ექსტრადიცია, თუმცა საქართველოს პროკურატურის დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინამ არ გაიზიარა მისი არგუმენტები. ვანო მაჭავარიანი - ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით, უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა. გიგი უგულავა - ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე. პრემიერი - მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს ყველა ინფორმაცია, რომელიც გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო.

      ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის და 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელი „ლაზიერის გამბიტს“ ეხება.

      ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

      ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობის მიერ IT ინდუსტრიისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საქართველოში საერთაშორისო კომპანია Making Science-ი შემოვიდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 19 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 791 ადამიანი.

      სომხეთმა აზერბაიჯანს, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 155

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters