სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა - სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. კორონავირუსით ინფიცირების 2176 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. ამირან გამყრელიძე - აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი - ავიცრათ ერთმანეთისთვის და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისთვის. თენგიზ ცერცვაძე - ერთადერთი, რაშიც ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც, პირბადის ტარებასა და ხალხმრავალ შეკრებებზე მკაცრი კონტროლი არ იყო.

      ჩანაწერები - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობდა. ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გამომძიებლებმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, „ტვ პირველში“ დათვალიერების ოქმი შეადგინეს. ვახტანგ ძაბირაძე - ეს ფაილები გიორგი გახარიას დროსაც ხომ არის გაკეთებული და რაში აწყობდა ამის გასაჯაროება, რაიმე პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებდა? არ მგონია. პროკურატურაში მიშა მშვილდაძე და ნიკა გვარამიაც დაიბარეს. ანა ბუჩუკური - ჭორაობა, რაც ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში ჩვენი გუნდის მისამართით ისმის, ისე აღიქმება, თითქოს დავალებას აძლევენ პროკურატურას, საით უნდა წაიყვანონ საქმე. კახა კალაძე - სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ყველა თანამშრომელს. გია ხუხაშვილი - ჩანაწერები იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად ვერ გააკეთებდა და ხელისუფლებას მოუწია თამაშში გახარიას შემოყვანა - გახარიას ამით ვერ აზიანებენ, უფრო თვითდაზიანებას იყენებენ. მაია ბითაძე სუს-ის უფროსის გადადგომის მოთხოვნაზე - გადავარდა ის დრო, როცა ლინჩის წესით ხდებოდა სხვადასხვა ადამიანების გასამართლება, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გიორგი ამილახვარი - პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ ავიღებთ, როცა გამოძიების შედეგები იქნება და თუ რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა დადასტურდება. გახარიამ პოლიტიკური სითამამე თავისთვის შეინახოს - კარგი იქნებოდა, ხელების ბაკუნი და ვითომ სითამამე მაშინ გამოევლინა, როცა მელიას დაპატიმრების საკითხი წყდებოდა. ნიკა ობოლაძე - კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს, როცა ის მმართველი პარტიის გენმდივანი იყო. გიორგი ვაშაძე - ამხელა მასშტაბის მოსმენებს და ჩაწერას ვერავინ განახორციელებს ქვეყანაში, სპეცსამსახურების, სუს-ის გარდა, არანორმალურია ის ვითარება, რაშიც ვართ. იაგო ხვიჩია - დიპლომატების თვალთვალით საერთაშორისო სკანდალში ვართ გახვეული და ამას არავინ უპასუხოდ არ დატოვებს. საია - ვგმობთ პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოვუწოდებთ პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება. გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩების მოსმენით, ქართული სუს-ი ამ სახელმწიფოებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ სუვერენიტეტში იჭრება. საბა ბუაძე - მღვდლებს უსმენენ, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში რომ მოინდომა ივანიშვილმა კომპრომატების შესაგროვებლად ჩაჩხერვა, წარმოიდგინეთ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ელჩებს როგორ უსმენენ. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არასდროს ვყოფილვარ - თეა წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს.

      ოპერატორის ვარდნა - ირაკლი კობახიძე - არავის გადმოუგდია ოპერატორი, თვითონ გადმოვარდა - კადრები გვაქვს თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თავად პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა. ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, კლინიკიდან გაწერეს. გიორგი ვაშაძის შეფასებით, რაც გუშინ „მთავარი არხის“ ოპერატორთან დაკავშირებით მოხდა, თავისუფალ მედიაზე შეტევის გაგრძელებაა.

      #არჩევნები2021 - დავით ჭიჭინაძე - ერთადერთი, რაც ახლა გადაგვარჩენს, პროტესტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ნაცმოძრაობის" ქობულეთის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათი პარტიული სიის პირველი ნომრის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. გიგა ბოკერია - თუ გვინდა, რომ ადამიანებს საკუთარი შრომით ნორმალური ცხოვრების შანსი ჰქონდეთ, პირველ რიგში, ქვეყანა უნდა იდგეს ფეხზე. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ამბროლაურში, მერობის კანდიდატი მაია კაციტაძე და ლენტეხი, ონი, ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. კახა კალაძე - მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ. ანა ბიბილაშვილი - დღეს თბილისში არსებობენ ოჯახები, რომლებსაც10 წელია ელექტროენერგიაზე ხელი არ მიუწვდებათ და მერია მათ დახმარებას არ აპირებს. გიგი უგულავა - ფოთში კარტელებისა და ოლიგარქების ეპოქა არ მთავრდება.

      ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიების შესახებ და არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - „იუნისეფი“ ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს. სომხეთში კორონავირუსის 764 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 19 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 794 ადამიანი. შვედეთში 12-15 წლის ასაკის ბავშვებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 78

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters