საპატრიარქოს გადაწყვეტილებები, კონსტიტუციის კომისარი, ჟურნალისტი და რუსეთი

      ძლიერმა სიცხემ ნაყოფი გამოიღო და უკვე აქტიურად განიხილება საკურორტო მოგზაურობები. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზას ინტერნეტ სივრცეში გაუვრცელეს ნიუსი - ბათუმამდე მგზავრობა 60 ლარი გახდებაო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /28 ივნისი, 2017/

      დღის სხვა ამბებს რაც შეეხება, ტრადიციისამებრ დავიწყოთ ვრცელი ბლოკებით და ყველაზე ვრცელი თემა ისევ საპატრიარქოდან არის. გუშინ ცნობილი გახდა რომ მამა გიორგი მამალაძეს შეუჩერეს სამღვდლო ხარისხი. დღეს ლაზეთის ეპარქიის განცხადება გავრცელდა - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია - ეპისკოპოსმა იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია თვითნებურად დაადო. განცხადების თანახმად, ეპარქიის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან შეთანხმებული იყო და მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე და ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თორნიკე მამალაძე - პასუხი უნდა აგოს, როგორც მეუფე იაკობმა, ისე მიქაელ ბოტკოველმა, რადგან არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მიხეილ რამიშვილი - როგორც ჩანს, საპატრიარქოში მართლა არის ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც საეკლესიო სამართლის დარღვევით ახორციელებს ყველა მოქმედებას. ადვოკატი - მამა გიორგი მიუთითებს საეკლესიო სამართლის მუხლებზე, რომლებიც საკუთარი ქმედებით მეუფე იაკობმა დაარღვია. ადვოკატი - სასულიერო პირებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ბევრ ისეთ საკითხზე, რომელზეც საპატრიარქოს მხრიდან ინტერესი უნდა მომდინარეობდეს. პროკურორი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხვალინდელ პროცესზე შესაძლოა შორენა თეთრუაშვილი დაიკითხოს. დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს. მოწმემ დაისვენა და გამობრუნდა უკან - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საქართველოში დაბრუნდა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ჩვენების მისაცემადაც უკვე მზად არის. უკვე საღამო ხანს, საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებებს აკეთებდა - საქართველოს საპატრიარქო - საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა. გთავაზობთ საპატრიარქოს სრულ განცხადებას, რომელით მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა:

საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.

ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყევტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

შევთხოვთ ღმერთს, მოგვანიჭოს მშვიდობა.

      მერობისთვის ბრძოლისწინა და ბრძოლაგამართული განცხადებები - ნიკა მელია - თითოეული ჩვენგანის ვალია, რაც შეიძლება მეტი თბილისელი გამოვიყვანოთ არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში კრიმინალური კლანის წარმომადგენელს გამარჯვება არ უწერია. ”დემოკრატიული მოძრაობა” - თბილისის მერობის კანდიდატად ორი კანდიდატურა განიხილება.

      ვენეციის კომისია ხომ ნამდვილ კომისარად იქცა - ანა დოლიძე - ჯანი ბუკიკიოსთან ყურადღება გამახვილდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანი ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ობიექტურ სურათს მივაწვდით. თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიასთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთ ღამეში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები. არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ორი სიმართლე არ არსებობს. იანოშ ჰერმანი - ევროკავშირი განაგრძობს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე დაკვირვებას. გიორგი ახვლედიანი - ვენეციის კომისიას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უტიფრად მოატყუეს. აკაკი ზოიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები ღირსეულად გაუძლებს ათწლეულებისა და თაობების გამოცდას. ზურაბ ტყემალაძე - ვერ ვიზიარებ პოზიციას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთპარტიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. მარიამ ჯაში - დღემდე ქვეყანას სამართლებრივად ასეთი გამართული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია არ ჰქონია. ჯანი ბუკიკიო - პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ. მამუკა მდინარაძე - იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. ანა დოლიძე - ვენეციის კომისიამ თავის შუალედურ დასკვნაშიც არაერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა ეყრდნობოდეს კონსენსუსს, საერთო-საზოგადოებრივ შეთანხმებას. გედევან ფოფხაძე - ვენეციის კომისია არავის უდგენს, როგორი საარჩევნო და პოლიტიკური სისტემა უნდა გვქონდეს. ჯანი ბუკიკიო - ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია. 

      მესამე ვრცელი თემა, ისევ მუხთარლია - სერგი კაპანაძე - პარლამენტი აფგან მუხთარლის გამოძიების პროცესში უნდა ჩაერთოს, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნიათ. სოფო კილაძე აფგან მუხთარლის საქმეზე - დაზარალებულის ინტერესი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არც სახელმწიფო ურთიერთობები უნდა შეილახოს. გრიგოლ ლილუაშვილი - არ გამოვრიცხავ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე. უჩა ნანუაშვილი - აშშ-ში ყველა შეხვედრაზე, ყველა ოთახში, ყველა დერეფანში აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. არჩილ თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე - გამოძიებამ გააკეთა განცხადება, რომ საზოგადოებას გააცნობს შუალედურ შედეგებს, ამიტომ ჩვენ ველოდებით მას. მამუკა მდინარაძე - მე მივემხრობოდი იმას, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. გოგა ხაინდრავა - მუხთარლი არავის აინტერესებს, გააქტიურებული ფიგურაა ქალბატონი ლეილა, რომელიც უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში.

      ეს რუსეთი ხომ ვერ მოვიშორეთ თუ როგორ ამბობენ ხოლმე? - რომან გოცირიძე „როსნეფტის“ საკითხზე - უკვე მერამდენედ ვხედავთ რუსეთის მხრიდან საქართველოს აბუჩად აგდების ფაქტს. „ევროპულმა საქართველომ“ უმრავლესობას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით რეზოლუციების მიღების წინადადებით მიმართა.

      გამოჩნდა მერიის ამბებით ცნობილი სევდია უგრეხელიძე - ანტიდემოკრატიული ცვლილებებით ხელისუფლება მუნიციპალიტეტებზე კონტროლის გაიოლებას ცდილობს.

      ქვეყანა იცლება, გაედინება - თამარ ხულორდავა - ევროკავშირის მიმართულებით ნაკადი ორნახევარზე მეტჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან სასიხარულოა.

      ელიავას გვართმევენ ან გვიკეთებენ ხალხო - გიორგი ალიბეგაშვილი - ”ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განვითარების პროექტი არსებობს.

      გავგრილდებით მგზავრებიც - „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს.

      სახალხო დამცველის ბლოკი სულ უფრო ხშირად ხვდება ქველინიუსში - სახალხო დამცველი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

      დაწყნარდება ქვეყანა, დამშვიდდება, მიჩუმათდება, მიყუჩდება, რადგან პარლამენტმა ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა. 

      ჩვენს დიდ მოკავშირესთან ახლობლობის გარდა დანაშაულიც გვაკავშირებს - აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს.

      სავალალო ნიუსი - „ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია.

      ქვეყნის სიხარული, ისევ სპორტი თუ აღმოჩნდება ხოლმე და ამ სპორტშიც, ცხადია ფეხბურთი არა - ჭიდაობა - ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

      და სპორტის ნაირსახეობათა შორის - სექტემბერში საქართველოს და იტალიის პარლამენტების გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელა ვერ წყანრდება - ვენესუელას უზენაესი სასამართლოს შენობაზე ვერტმფრენიდან შეტევა მიიტანეს. ვენესუელას კომუნიკაციების მინისტრი - ვერტმფრენი, რომელმაც შსს-სა და უზენაესი სასამართლოს შენობებზე თავდასხმა განახორციელა, პოლიციელმა მოიპარა.

      სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დონბასის ტერიტორიაზე და ყირიმში გამგზავრებისგან.

      ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის სამართალდამცავებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

      ეგვიპტის საგარეო უწყება - გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა დააფიქსიროს დოკუმენტებში ყატარის ქმედებები, რომელიც ლიბიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს უჭერს მხარს.

      ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

      რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში "უპასუხისმგებლო ქმედებებისგან" თავი შეიკავოს.

      ლონდონის პოლიციის განცხადებით, „გრენფელ თაუერში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ იქნება ცნობილი. 

      ერაყის საჰაერო ძალებმა ქალაქ მოსულის დასავლეთით „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები გაანადგურეს.

      გერმანიის ბუნდესტაგი - აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში რეფორმების გატარების კუთხით საქართველო გამორჩეული ლიდერია

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 193

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters