დმანისის არეულობა ისეთი მასშტაბური იყო, რომ მეორე დღეც მას მიეძღვნა - დღეს მოვლენების „ექსპერტული“ და დილეტანტური შეფასებები ისმოდა. ასევე, მელიას უკრაინული ვიზიტი იყო განხილვის თემა, საარჩევნო რეფორმა და მერის მომავალი არჩევნები, თვითმართველობა ადარდებს ყველას - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3899 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 685 ტესტი ჩატარდა. 30 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 240 ფაქტი გამოავლინა. პაატა იმნაძე - ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო უახლოეს ხანში დაიწყებს მოლაპარაკებას „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ინტერესი მზარდია ტურიზმის სექტორიდან, უკვე დარეგისტრირებულია 3000-მდე ადამიანი წინასწარ და გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, რომ ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში. დონაციის პროგრამების ნაწილში ევროკავშირისა თუ აშშ-ის მხრიდან, საქართველოს კარგი შანსი აქვს, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხერხდეს. ამ კვირაში ვაქცინებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვისთვის საქართველო მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებას დაასრულებს. ვფიქრობთ, ივლისის თვიდან ვაქცინების რაოდენობა იქნება იმდენად დიდი, რომ ჩვენ შევძლოთ ფართო მოცვა. ჩვენი მიზანია ზაფხულამდე მივიდეთ შემთხვევების მინიმალური რაოდენობით, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და გამოვიყენოთ ტურისტული სეზონი. ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. განათლების სამინისტრო „ბოლო ზართან“, ბანკეტებსა და ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს - „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
გამოძიება პარლამენტში - ალუდა ღუდუშაური - ოპოზიცია არის კუთხეში მიმწყვდეული და აღარ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას. იაგო ხვიჩია - საგამოძიებო კომისიას შინაარსი არც მაშინ გააჩნდა, როცა ის შექმნეს - ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა. ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისია ფარსია და იქ შესვლა იქნება ფარსის ლეგიტიმაცია - დარჩნენ თავის თავთან მარტო და იძიონ თავიანთი დანაშაული. გიორგი ვაშაძე - იმ ომში, იმ ბრძოლაში ვერ შევალ, რომელშიც პროცედურულად შეიძლება წავაგო - ოპოზიციამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. გაყალბების მექანიზმები სრულიად აღმოიფხვრება - ვერც ერთი მხარე არჩევნების გაყალბებას და შედეგების თავის თავზე მორგებას ვერ შეძლებს. ზურაბ ჯაფარიძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის არ მჯერა, მითუმეტეს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კომისიის. ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისია არის არჩევნების შედეგების გადამოწმების ბერკეტი და ოპოზიცია რომ ამ ბერკეტს თავს არიდებს, ნიშნავს, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომელიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლის.
დმანისის პრობლემატიკა - გიგა ბოკერია - გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა? ხალხი ერთმანეთს ჯოხებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი კი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა - უმძიმესი სურათია. დავით სერგეენკო - დაძაბულობა, რაც დმანისში იყო, სწრაფად განვითარდა - ამის წინასწარ განჭვრეტა, შეუძლებელი იყო, ამდენად, სამართალდამცავების დადანაშაულება, ზედმეტია. იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი - ეს სრულიად სხვა პრობლემაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით. ლაშა ტუღუში - რა დავინახეთ? - ერთ ბოთლი ლუდის გამო მთელი ქალაქი დადგა ყირაზე - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. ანა ნაცვლიშვილი - მიდგომა, რომ პრობლემა შეწყდა და ფიზიკური დაპირისპირება აღარ არის, არ ნიშნავს არც იმას, რომ სახელმწიფომ აღარ უნდა იმუშაოს, რათა დაძაბული ვითარება აღარ გვქონდეს არც დმანისში და არც სხვაგან. მუსლიმთა სამმართველოს შეიხი - დმანისის მოვლენები 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ და უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში. ირაკლი კობახიძე - დმანისში სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო და ამის შედეგები ყველამ იხილა. არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, რომ დმანისში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო - ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ დაძაბულობა იქნება. გიგი წერეთელის განცხადებით, კარგია, რომ დმანისში სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ მომხდარმა ფაქტმა, პირველ რიგში, ხელისუფლებას „გაკვეთილი უნდა ასწავლოს“. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფომ დმანისის მოვლენებისას კონფლიქტის მიზეზი უფრო სიღრმეებში უნდა ეძებოს, ვიდრე ე.წ. ნისიაა. ტარიელ ნაკაიძე დმანისზე - თუ ხელისუფლება მიდგომას არ ჩამოაყალიბებს ისე, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემების პრევენცია მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ახლა პრობლემა კი არ მოგვარდა, უბრალოდ შეიფუთა და რაღაც დროს სხვაგან იფეთქებს.
სააკაშვილის საბჭო და ოპოზიციის ამბები - ალუდა ღუდუშაური - საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა თუ საზოგადოება, რომ მასთან მიდიან დირექტივების მისაღებად - თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი. ვახტანგ შაქარიშვილი - მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად. ნიკა მელია სააკაშვილთან შეხვედრაზე - ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ - მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც. ნიკა მელია სააკაშვილზე - ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც პირიქითაა. გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილს გუშინაც ვუთხარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში.
ამჟამინდელი მერი და მომავალი სამერო - კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა. დავით სერგეენკო - მერობის კანდიდატზე კონსულტაციები გრძელდება, კახა კალაძეზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, რაც შეეხება უალტერნატივობას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. კახა კალაძე - ყველა სახლი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარეობს, იქნება გალამაზებული. ირაკლი ხმალაძე - ძველი გენგეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 4 მლნ კვადრატული მეტრით მეტ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი. თბილისის მერიამ 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩაანაცვლა. არჩილ თალაკვაძე - თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად. ირაკლი კობახიძე - კვლევა ჩავატარეთ, კახი კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგით
კანონის ცვლილებები - საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება. არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მომზადდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის დოკუმენტშია ჩაწერილი. ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში პროტესტის ნიშნად პირი კიდევ ორმა ადამიანმა ამოიკერა.
გერმანიაში დასაქმების პროგრამით ჩასული ქართველები ამბობენ, რომ შეუსაბამო პირობები დახვდათ.
ყადაღა რუსთავს - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 183 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 364 ადამიანი გარდაიცვალა.
მედია - ისრაელმა ჩამოაგდო დრონი, რომელიც მის საზღვარს იორდანიიდან უახლოვდებოდა. მუჰამედ ჯავად ზარიფი - აშშ ისრაელს კიდევ 735 მილიონი დოლარის ზუსტ რაკეტებს აძლევს, რომ უფრო მეტი სიზუსტით მეტი ბავშვი მოკლას. მედია - ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ისრაელში ორი უცხოელი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებები აუცილებელია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია