დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე ჰქონდა.მოვლენის მასშტაბურობიდან გამომდინარე, თვის ბოლომდე კიდევ დავტოვებთ კოვიდ სტატისტიკას „ჰედლაინში“ - საქართველოში: 723 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 495, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 259 858, გამოჯანმრთელებული - 2 124 990, გარდაცვლილი - 337 087, სამკურნალო - 2 864 798.
კორონას მომავალი - მოხსნილი და დარჩენილი შეზღუდვები და ტრადიციული რეკომენდაციები - მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში თეთრიწყაროდან კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი შემოვიდა, საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა. მარინა ეზუგბაია - ამ ეტაზე მძიმე პნევმონიით 2 პაციენტი გვყავს, კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კი კეთილსაიმედოა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ზრდაა ჩვენს მეზობელ ოთხ ქვეყანაში, ეს არის ძალიან საყურადღებო. ბოლო 10 დღის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლად ინფიცირებულთა რაოდენობას. ლევან რატიანი - ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება. ეკატერინე ტიკარაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენაზე ვმუშაობთ. მაღაზიების წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგშია მაღაზიები, რომლებსაც ქუჩიდან აქვთ შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი ხშირად იცვლის მგზავრს და ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ შეზღუდვა. ამირან გამყრელიძე - დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება - ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს. ამირან გამყრელიძე - ბოლნისის სოფლებში ეპიდაფეთქება მოხდა იმიტომ, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება, სხვაგანაც განმეორდეს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 48 290 PCR კვლევაა ჩატარებული, ამ დროისთვის ცხელ წერტილად კი რჩება მუშევანი და გეტა. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც ქვეყანამ მიიღო, იყო მობილობის შემცირების გამო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მობილობის ყველაზე დიდი საშუალება. ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას სავარაუდოდ, დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომ ბოლო 72 საათში კოვიდ 19-ზე გამოკვლეული არიან. პაატა იმნაძე - ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები - ამისთვის განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო. მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. საქართველოს შედარება არც შვედეთან, არც იტალიასთან და ესპანეთთან არ შეიძლება, რადგან ცხოვრების სტილი სხვაა - იქ მოქალაქეების 50% ცალკე ცხოვრობს. ხვალიდან, ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება. 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ აღარ იმოქმედებს.
ემიგრანტების დაბრუნება - დავით ზალკალიანი - სამშობლოში დაბრუნდა 12 477 მოქალაქე, ეს რაოდენობა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს სპეცრეისით რომიდან საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. დავით ზალკალიანი - თუ ჯანმო მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნიდანაც იქნება მზაობა, სადაც კოვიდ19-ით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეები არიან დაკრძალულნი, ჩვენ მათ გადმოვასვენებთ.
ნიკოლოზობის წირვა სიონში - პატრიარქი - როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს - ამ რთულ დროს, ვთხოვ წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.
მთის ხალხის დახმარება - ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მაღალმთაში მცხოვრები დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს.
ტყეების მესაკუთრე ეკლესია - გია ვოლსკი - ეკლესიისთვის არავის შეუმჩნევია, რომ მიწები ან ტყეები გასანადგურებლად და გასავერანებლად გადაეცეს, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში. მეუფე ნიკოლოზი - თუ ტყე გადაეცემა ეკლესიას, იგი შენარჩუნდება და ტყეში შესვლას არავინ არავის აუკრძალავს. პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. თინა ბოკუჩავა საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - კონკრეტული კითხვები რჩება, ხომ არ მოხდა ამ კანონპროექტის წინასაარჩევნო მოცემულობებიდან გამომდინარე მიღება. გია ვოლსკი - ეკლესიის მიერ გაჩანაგებული არც ტყე და არც მიწა არ გვინახავს- ტყის კოდექსის კრიტიკის აზრი მხოლოდ ერთია - ეკლესიაზე, სახელმწიფოს ერთ-ერთ ისტორიულ ბურჯზე შეტევა. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად შესაძლებელი ხდება, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცეს. უმცირესობა უმრავლესობის ქონებას ვერ დაიცავს - ტყის კოდექსის შეფასებები. თამთა მიქელაძე ტყის კოდექსზე - სახელმწიფო მხოლოდ დომინანტურ ეკლესიას გამოარჩევს. კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.
15 ივლისამდე შემზღუდავი კანონი - ირაკლი აბესაძის განცხადებით, შეზღუდვების კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რადგან მთავრობას „ადამიანების უფლებების ტოტალურად შეზღუდვის“ უფლებას ანიჭებს. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის განხილვაში. მანიპულაცია, თითქოს ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა უპასუხისმგებლოა. მამუკა მდინარაძე - ამ ბრძოლასაც წარმატებით გავართმევთ თავს და დღეს მივიღებთ კანონს, რომელიც საშუალებას მოგვცემს მინიმალური შეზღუდვები დავტოვოთ. გია ვოლსკი - ოპოზიციას ეჭვები ჰქონდა, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება ხალხს, განსაკუთრებით მათ მომხრეებს, სახლებში გამოკეტავდა. მამუკა მდინარაძე შემზღუდავი ღონისძიებების თარიღზე - ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს. კახა კოჟორიძე - უმრავლესობა 15 ივლისამდე ითხოვს კონსტიტუციის დარღვევის უფლებამოსილებას, კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს არც 1 თვით და არც 1 ერთი დღით, წერტილი! შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს რედაქტირებული სახით წარედგინა, სადაც ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი. თამარ ჩუგოშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ცვლილებების მიუხედავად, მის მხარდაჭერას არ ვაპირებ - პასუხი არავის გაუცია, კონკრეტულად რა ზომების გასატარებლად სჭირდებათ. თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ, რომ ადამიანებისთვის ფუნდამენტალური უფლებების შეზღუდვა 15 ივლისამდე მისაღები იყოს? დიმიტრი ხუნდაძე - ექიმები არ ვეთანხმებით კანონპროექტში კონკრეტული ვადის ჩაწერას, ეს ვადა ვერ განსაზღვრავს პანდემიის დასრულებას, თუმცა მაინც ჩაიწერება, რადგან პირობა პირობაა. გიგი წერეთელი - ამ ტიპით და ამგვარად შეზღუდვების კანონის მიღებას, სწორად არ ვთვლით. დიმიტრი ხუნდაძე - ოპონენტებმა, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთო - საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამდროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება. სერგო ჩიხლაძე - ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებების საფარქვეშ ხდება. რომან გოცირიძის განმარტებით, გუშინდელი კენჭისყრის დროს შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს „წინააღმდეგ“ მისცა ხმა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო „მომხრე“ დაფიქსირდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრეზიდენტს მიმართავს, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მას ვეტო დაადოს. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი, რომლის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. ანრი ოხანაშვილი - 15 ივლისამდე ვერ მივცემთ მოქალაქეებს ისეთი თავშეყრის გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები. საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა. ხელისუფლება მოქალაქეებს გადააგილებას, ეკონომიკურ საქმიანობასა და შეკრების თავისუფლებას მაინც შეუზღუდავს.
კიდევ ერთი გზა მინისტრობიდან ელჩობამდე - ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში ელჩად ინიშნება.
აქტიური პრემიერის მრავალმხრივი კომენტარები - გიორგი გახარია - გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რასაც ხელისუფლება და მთლიანად გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს. ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, გარკვეული შეზღუდვები შეინარჩუნოს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის. საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი - ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად. მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. აბსოლუტურად მართლები ვართ და ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში. გიორგი გახარია ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს - მინდა გთხოვოთ, მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი - მათ უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში და რა იყო წარმატების მიზეზი. ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, ის ნაწილი, სადაც ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე ქუჩიდან შესასვლელები არის, შეიძლება ნელ-ნელა აღვადგინოთ.
რას ამბობს ოპოზიცია? - გიორგი ვაშაძე - გახარია ტელევიზიაში პრანჭვით არის დაკავებული, სოფლის მოსახლეობას 3-4-ჯერ მეტი დანახარჯის გაწევა უწევს მინდობილობის მიღებაზე და დიზელზე 16-თეთრიან ფასდაკლებაზე. რომან გოცირიძე უმრავლესობას - ვერაფერში გენდობით, რადგან მატყუარობა თქვენი საფირმო ნიშანია.
მეკობრეობა ნიგერიაში - ნიგერიაში მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი თავისუფალია და მალე სამშობლოში დაბრუნდებიან.
ამერიკელი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში - ადამ კინზინგერი - არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო - შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, ის სრულად შესრულდეს. მთავრობამ მითხრა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ.
ანაკლიიაზე პასუხები - ნათია თურნავა - თუ რამე დეტალი აინტერესებს ვინმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ დამატებითი დეტალები მივაწოდოთ ანაკლიის პორტის პროექტზე. ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, ალბათ, იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა. გრიგოლ გეგელია - მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების“ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე. ფორმულა - ივანიშვილი მორიგ ავანტიურაზე მიდის - ოპოზიცია მთავრობას ანაკლიის პორტის აშენებისკენ მოუწოდებს.
ბოლო დარღვევები - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს. 18 მილიონის აბსურდული ჯარიმა 1 თვეში - ოპოზიცია მოსახლეობისთვის გამოწერილ ჯარიმებს აფასებს.
საზღვარგარეთულები:
#PostCovid19: ბულგარეთი ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებისთვის საზღვრებს ხსნის. სომხეთში კორონავირუსის 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი.
ისრაელთან ჭიდილი - ირანის უზენასი ლიდერი - ისრაელი განადგურდება
რუსეთი „ღია ცის ხელშეკრულების“ დატოვებას არ აპირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია