მიკითხავს, რატომ არის, რომ თუნდაც მძიმე წარსული ჰქონოდა ადამიანს, მოგონებისას მაინც ნოსტალგია, მონატრება, სევდა ეპარება? ერთი და ყველაზე მარტივი პასუხი ასეთ დროს, რაც თავში მოდის, ესაა - ახალგაზრდობა! დიახ, შესაძლოა მრავალი განსაცდელი, ჭირ-ვარამი გამოევლო კაცს ახალგაზრდობაში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, თუნდაც ახლა მშვიდად და უშფოთველად ცხოვრობდეს, მაინც ის ახალგაზრდობა ურჩევნია, ჭირ-ვარამიანი. ეს ძალიან მარტივია და ძნელიც არ უნდა იყოს ამის გაგება, თუკი ადამიანს შევხედავთ, როგორც სიცოცხლისკენ მიზანსწრაფებულ არსებას.
მაგრამ როცა ახალგაზრდას იგივე განცდები აქვს წარსულთან? ეს ალბათ სიცოცხლის დასრულების შიშზე მეტად, იმ წარსულში განცდილი ბედნიერების მონატრებაა, ან მონატრებაა სიახლის შეცნობის, გაკვირვების, რომელი გაკვირვებითაც სამყაროს შემეცნება იწყება, როგორც დიდი ფილოსოფოსი ამბობდა. არ ვიცი - კარგად არ დავკვირვებივარ საკუთარ გრძნობებს ამ მხრივ. ის კი ვიცი, რომ ნებისმიერ გადაკვეთა წარსულთან, რომელსაც ახალგაზრდული გაკვირვებით ვუყურებდი, ჩემში ნოსტალგიას იწვევს ახლა.
არაერთხელ დავწერე სვეტიცხოვლის იმ წარსულზე, რომელმაც ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და წარუშლელი კვალი დატოვა. წარსულმა, რომელიც არ მეორდება და რომელთან შეხვედრაც, სახეზე იმ გამომეტყველებას მიმაღებინებს ხოლმე, მოხუც ბებია-ბაბუებს რომ აქვთ მტვრისგანშეჭმული ალბომის თვალიერებისას. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ხელში ჩამივარდა ვიდეო.
ვიდეო გადაღებულია 31 აგვისტოს, 2008 წელს. მახსოვს, ომის პერიოდში სვეტიცხოველი მცხეთის თავშესაფრად იქცა, მაშინ როდესაც სამხედრო მანქანები მცხეთის გავლით გორისკენ მიემართებოდნენ, მთელი მცხეთა სვეტიცხოველს შეფარებოდა. თვის ბოლოს, სვეტიცხოვლის საძმოს ერთობლივი წირვა აღევლინა სვეტიცხოველში.
ვიდეოში მამა ანტონი (ფიჩხაია) თავად საუბრობს წირვის იდეასა და მნიშვნელობაზე.
ვიდეო განსაკუთრებულია იმითაც, რომ კადრში ჩანან დეკანოზი არსენი (ბერუაშვილი), რომელიც 40 წლის განავლობაში ერთგულად მსახურებდა სვეტიცხოველში, ძნელბედობის ჟამს მარტომყოფი სვეტიცხოვლის გალავნის ქონგურებიდან ტაძარსაც კი იცავდა თითოოროლა უღმერთო-უგვანი ადამიანისგან. ასევე დეკანოზი ავთანდილი (ბურდული), დიაკონი ილია (კარტოზია). დღეს, ეს მამები ცოცხლები აღარ არიან. ასევე ვიდეოში თვალს მოკრავთ ადამიანებს, რომლებიც ამ 8 წლის განმავლობაში ბერად აღიკვეცნენ, სამღვდლო მადლით შეიმოსნენ და დედა ეკლესიის მწყემსთა შორის ჩაეწერნენ, ადამიანებს რომლებმაც სტიქაროსნობიდან მღვდელ-მონაზვნობამდე გზა განვლეს ან მორჩილებიდან სახლში დაბრუნდნენ, ადამიანები რომლებიც დარჩნენ სვეტიცხოველში და ადამიანები, რომლებიც სვეტიცხოვლიდან შორს არიან. ვიდეოში თუ ერთი არქიმანდრიტი ჩანს ისააკი (ღადუა), ახლა უკვე მის გვერდით მდგომი მამები, მრავალნი არქიმანდრიტის ხარისხში არიან.
ისტორიისთვის რა არის 8 წელი? მაგრამ ერთი ტაძრისთვის, ერთი ამბისთვის 8 წელი თურმე მრავალი ისტორიის დაწყების და დასრულები პერიოდი ყოფილა.
როგორც ვთქვი, ეს ვიდეო განსაკუთრებულია მათთვის, ვისთვისაც მსგავსი მოგონებები ნოსტალგიური, ვისთვისაც ეს კადრები განცდებს, ტკბილ გაკვირვებას უკავშირდება, თორემ სხვა მხრივ ერთ-ერთი რიგითი წირვის კადრებია მრავალათასეულიდან.
სასულიერო პირები ვიდეოდან:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია