გამოიარებსო ამბობდნენ და აი ისიც, უქმეებზე მზიანი და თბილი დღეები გველოდება საქართველოში. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრისკენ, რომელსაც უკრაინის „ბედი უნდა გადაეწყვიტა“ და მის კვალზე აღმოსავლეთის ნატოს გზა და კიდევ უფრო დაკვალვებით, საქართველოს მომავალიც. შეხვედრა ისე მორჩა, შედეგი კვლავ ბუნდოვანია და საუბარი კი ეპისტოლარული ჟანრში გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა აქციები იმართება, აქტუალურია დამნაშავე პრეზიდენი და გაფიცული სოცები. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0794 ლარია.
#კოვიდსაქართველო - ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის რეკორდული - 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აფხაზეთში 140 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1419 შემთხვევაა დადასტურებული. რეანიმატოლოგი ტატა შენგელაია - ერთ კვირაში დელტა შტამს ომიკრონი მთლიანად ჩაანაცვლებს. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.9% „ბუსტერ“ დოზით აცრილია 123 087 ადამიანი. „გორმედის“ კლინიკური დირექტორი - შიდა ქართლში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, საწოლფონდი გადავსებული არ არის.
ფარმაცია - ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
#მიშანიუსი - უკრაინის სახალხო დამცველი - მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივიდნენ. ლიზა იასკო - უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის გათავისუფლებას, გეგმა ეს არის - დაშვება, რომ მას ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად გაანადგურებენ, არაფრით შეიძლება. ნიკა გვარამია - ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსიტიციის სამინისტრომ გადასცა სახელმწიფო ინსპექტორს, ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ეს უწყვეტი კადრები. კიევში მყოფი თამარ კორძაია - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა მიმართულებით მსჯელობენ და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოსაყვანად მზად არიან, ნებისმიერი ვერსია განიხილონ. მიხეილ სააკაშვილი - რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი - რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. ადვოკატი - კადრებში ისმის პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილის კომენტარი, რომელიც ააშკარავებს იმას, რომ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში შურისძიების მოტივით გადაიყვანეს. ნიკა გვარამია - რაც ჩვენ ვნახეთ, გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმეა - ჩანს კადრებიდან, რომ სააკაშვილი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი - შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა. ადვოკატი - ვიდეოჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრების მიერ ე.წ. ორგანიზებული დახვედრა, ისმის ხმა - „ძმებო, მოვიდა“ თუ „ძმებო დავიწყოთ“.
გაფიცვები სოც. აგენტებში - სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტი - გაფიცვა გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრა გამართა. სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების იურისტი აცხადებს, რომ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა არის გარკვეული შემოთავაზებები.
საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა.
კიდევ ერთი მსჯავრმოხდილი - ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა. სომხეთში კორონავირუსის 628 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ეპიცენტრი - რუსეთი-უკრაინა და დანარჩენი სამყარო მათ გარშემო - რუსეთი იანვარ-თებერვალში მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს გამართავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვედრას უზრუნველყოფს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს - კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. აშშ-ში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრისა და მის მიმართ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს. ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე - მე არ ველოდები რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას. სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს - არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს ამ შეხვედრისგან, ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე. ენტონი ბლინკენი ლავროვს - ეს შეხვედრა ჩვენი მცდელობის ნაწილია, განვმუხტოთ სიტუაცია და აღვკვეთოთ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის კრიტიკული მომენტი. თქვენ მართალი ხართ: ჩვენ არ ველოდებით, ჩვენი განსხვავებების დღეს მოგვარებას, მაგრამ იმედი მაქვს და ველოდები რომ შევამოწმებთ, რჩება თუ არა დიპლომატიის, დიალოგის კარი ღია და ჩვენ ერთგული ვართ ამ გზით სვლის მიმართ, განსხვავებების მშვიდობიანად გადაჭრის მიმართ. შეხვედრა დასრულდა. ენტონი ბლინკენი - შევთანხმდით, რომ რუსეთს შემდეგ კვირას ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ. ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს. რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და საერთაშორისო დაგმობამდე. სერგეი ლავროვი - ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ პოზიცია ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების აუცილებლობაზე - ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მთელი პრობლემის უკრაინის საკითხამდე დაყვანა არ უნდა მოხდეს. რუსეთის საგარეო უწყება - ერთგული ვრჩებით არსებული უთანხმოების დაძლევის, თუმცა, ეს ორმხრივი უნდა იყოს - იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია