უკრაინა და უკრაინა. ესაა ერთადერთი მნიშველოვანი საკითხი რომელიც დღეს ქართულ მედიაში ისმოდა. ცხადია, საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. სხვა ამბები იყო ჩანაწერილი პოლიციელის შესაძლო ძალადობის შესახებ, მიშას საქმე, კოვიდი და ინსეპქტორის სამსახური. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0763 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7947 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი. პრემიერი - კოვიდ 19-ის შემთხვევების მზარდი დინამიკა არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე, ზეწოლა ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა - მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. სერგო ჩიხლაძე - კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. პრემიერმა იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, თურქეთიდან რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები.

      მიშას საქმე - სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. ბექა ბასილაია - დღეს გამოკვლეულ მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება - ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. პროკურორი - უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, რადგან პასუხი არ აქვს მძიმე ბრალდებებზე - პროცესებს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

      „ქართლი“ - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები დევნილები ბინებით დაკმაყოფილდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი - სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს ორი ალტერნატივა აქვთ - ან თავად აირჩიონ ბინა და სახელმწიფო შეისყიდის ან მშენებლობას წლის ბოლომდე დაელოდონ, იქამდე კი ქირით უზრუნველვყოფთ. ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას მართავდნენ. დავით სერგეენკო - 2012 წელს განსახლებისთვის 28 მილიონი იყო, 2019-2020 წელს - 320 მილიონი, ეს ციფრები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რათა დევნილებს მხარში ამოუდგეს.

      „საქსტატი“ - 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა.

      მხარდაჭერა უკრაინა - სალომე სამადაშვილი - გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნა მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ქვეყანას. როცა ჩვენ გავხდით რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, კარგად მახსოვს ჩვენი უკრაინელი მეგობრების თანადგომა და მახსოვს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ხატია დეკანოიძე - აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ. თეონა აქუბარდია - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ერთობლივად შევძლოთ როგორც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ინიცირება, ასევე მისი მიღება - ვითხოვთ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში. ირაკლი ზარქუა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე - როცა იქნება, შეიკრიბება პარლამენტი და მიიღებს - ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ სახელმწიფო ინტერესები, გვახსოვს მხდალი მთავარსარდალი, რომელიც გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა. კახა კალაძე - უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი მხარდაჭერა - საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ. დავით სერგეენკო - უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები - რაც შეეხება რეზოლუციას, რომლის წარმოდგენასაც ოპოზიცია აპირებს, ჯერ უნდა ვნახოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ. ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციას და მმართველ ძალას გვაქვს მზაობა, შევჯერდეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე - ნიკოლოზ სამხარაძისგან ველოდებით შემოთავაზებას, როდის დავიწყოთ კონსულტაცია. ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დავდგეთ ახლა, უკრაინელებისთვის ძალიან ცუდ სიტუაციაში. ხათუნა სამნიძე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და მხარდაჭერისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თინა ბოკუჩავა - ინიციატივა, რომელიც უკრაინის ელჩთან შეხვედრისას გავაჟღერეთ იყო პრემიერის ვიზიტი უკრაინაში, რომელიც ვფიქრობთ, დაადასტურებდა უმაღლეს დონეზე საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი. საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს. მამუკა ხაზარაძე უკრაინის საკითხზე - საქართველოს სირაქლემას პოზიცია უკავია და დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი ღირსების განცდა. შალვა პაპუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში - დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. გიორგი ვაშაძე - სირაქლემას პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, დიდი საფრთხის მომტანია საქართველოსთვის - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ „ქართული ოცნება“ გამოვაფხიზლოთ. ნიკოლოზ სამხარაძე - იქნება უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტიც და მხარდამჭერი რეზოლუციაც - ყველა სავარაუდო სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ცალკე აღებული საქართველო რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

      სპეც სამსახური - პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების უფროსების თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ლონდა თოლორაიასაც შეეძლება. მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს გლდანის ციხეში განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ასევე, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო.

      ქუჩის კადრები და გამოძიება პოლიციელზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს. ხატია დეკანოიძე - ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე.

      კულტურის ამბები - კულტურის მინისტრს ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად წარედგინა, ერთის კანდიდატურა განსახილველად სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ერთ თეატრში კი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ლაშა ბაქრაძე - კულტურის სამინისტროს უნდა უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებზე.

      ინფლუენსერების ძალა - მარიამ ქვრივიშვილი - აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების სტუმრობა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჰანს კლუგე - ევროპის რეგიონი პანდემიის ერთგვარი ფინალური ფაზისკენ მიდის. სომხეთში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რუსეთში კორონავირუსის 65 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 655 პაციენტი გარდაიცვალა.

      ომის ზღვარზე - აშშ-მა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს. უკრაინის საგარეო უწყება ამერიკელი დიპლომატების ოჯახების გაყვანაზე - ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია. BBC - გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო. ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. ნატო-ს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს გზავნიან. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, ნატო-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების განთავსებით. მათი ყოფნა ცხადყოფს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, მთელ ალიანსზე თავდასხმად ჩაითვლება. დიმიტრი პესკოვი - ნატოს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ. ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ბორის ჯონსონი - უკრაინაში შეჭრა იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი - რუსეთმა შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი მიიღოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters