ლეგალიზაციის დღეები, პრეზიდენტის კანდიდატების მოლოდინი, კრიმინალი, უსაფრთხოება და ამერიკულ-ირანული ანონსები

      მეორე დღესვე დაბოლილ ქვეყანას ვინც ელოდა, არ გაამართლა, მაგრამ დღეს იმაზეც ხუმრობდნენ, ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც შეშლიათ ქართული ჯორჯიის წარმატება და 150 კაცი დაუკავებიათო. მაგრამ ეგ იქით იყოს - დღეს მოითხოვეს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებსაც უნდა მივხედოთო. ამას გარდა ისევ ინტრიგას ინარჩნებს მარგველაშვილი და ოცნების კანდიდატი. სხვა მხრივ მხოლოდ კრიმინალი მუშაობს - დაკავება, ძარცვა, ძალადობა, სმიტების საქმე, ხორავას საქმე და კომისია და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ივლისი, 2018 /

      მარიხუანას ლეგალიზაცია - აკაკი ზოიძე - მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, ასევე აიკრძალოს საჯარო სამსახურში და იმ პროფესიებში, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით ნულ გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს. ეკა ბესელია - მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს. აკაკი ზოიძე - სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება, რომ მარიხუანა ნარკოტიკია. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარიხუანას მოხმარების საკითხზე - საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია - ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. დიმიტრი ხუნდაძე - იმედი მქონდა, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის თითქმის 4 მილიონ ადამიანს.

      ნანატრი თარიღი და მეხუთე პრეზიდენტის მოლოდინი - ლევან გოგიჩაიშვილი - მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს და არჩევნების თარიღს არ ნიშნავს. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს. ეკა ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა. მანანა ნაჭყებია - ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დასაჯა და დაანახა, რომ არც ერთი არ არის ღირსი კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. გია გაჩეჩილაძე - სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს - არც შევადარებ. თამარ ჩუგოშვილი - „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. დავით უსუფაშვილი - გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული გრძელვადიანი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობით.

      ბევრი მკვლელი - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ბრალს ისევ არ აღიარებს და ორი პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს. სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია. სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ბრალდების მხარემ ძირითადი მასალა, რაზედაც ბრალდება არის აგებული, არ მოგვცა.

      უსაფრთხო მგზავრობისთვის - თემაზე: „საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები“ დისკუსია გაიმართება.

      ტაქსაობა თბილისში - 1-ელი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია იწყება.

      ანტიქართულობა გრძელდება - ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან კონტაქტები დაამყაროს. ანატოლი ბიბილოვი - ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა. რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილი - ის, რომ ასადის რეჟიმის მხრიდან მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარება“, არ არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღიარების რისკები გაზრდილია. ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ საკორინთლოდან ერთი პირი გაიტაცეს.

      პოლონური დაფინანსებები - პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდმა საქართველოში, შესაძლოა, პროექტი „ქალაქის ახალი სიცოცხლე“ დააფინანსოს.

      ახალგაზრდების მკვლელობის საქმე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების გამოკითხვა მიმდინარეობს. სერგი კაპანაძე - შსს-ს და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით. ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ მიღებული ინფორმაცია, გავაანალიზოთ და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები. ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს. ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. ადვოკატი - კომისიის წევრების მხრიდან ბევრი შეკითხვა იყო იმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორავას ქუჩაზე ჩხუბში მონაწილეობდნენ. ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. სერგი კაპანაძე - კომისიის საბოლოო დასკვნა შეეხება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სავარაუდო დარღვევებსაც. მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია, რომ კონკრეტულ პირზე გაცემულიყო მისი ბრალდების საკითხის შესახებ რეკომენდაცია, იყო ნაჩქარევი.

      წიგნიერი ახალქალაი - პროექტ #წიგნიერის ფარგლებში ახალქალაქის ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა.

      გერმანიიდან საქართველომდე - საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი შედგება. სოფიო ქაცარავა - ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

      მეჩეთის ცხარე ამბავი - ბათუმის მერის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი საინიციატივო ჯგუფთან კოორდინაციას მოითხოვს.

      ბიტკოინების შემოწმება - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა

საზღვარგარეთულები:

      ამერიკულ-ირანული საპრეზიდენტო შეხვედრა - დონალდ ტრამპი მზად არის ჰასან რუჰანის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს. ირანის შს მინისტრი - აშშ ნდობას არ იმსახურებს.

      ბენ ჰოჯესი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და შავი ზღვის აუზისთვის დიდი ყურადღების მიქცევის ფონზე, ხალხმა გააცნობიერა, რომ რუსეთის ჯარი ისევ საქართველოშია.

      მუქარის მიუღებლობა - თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო - აშშ-ს მხრიდან მუქარა მიუღებელია.

      უცეესკო გამარჯვება?! - ზიმბაბვეს პრეზიდენტობის კანდიდატი ნელსონ ჩამისა ამტკიცებს, რომ გუშინ გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.

      შეხვედრების უშედეგობა?! - The Washington Post - აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო რაკეტების შექმნის სამუშაოები განაახლა.

      მედიის განაჩენი ტრამპისგან - დონალდ ტრამპის პროგნოზით, „ფეიქ მედია“ შვიდ წელიწადში აღარ იარსებებს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 261

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

Giorgi: აგვისტო 1, 2018||10:55pm

აკაკი ზოიძე არის პარლამენტარი, ქართული ოცნების მაჟორიტარი.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Arc Raiders: Frozen Trail Loadouts, via U4gm

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 11:16am 0 კომენტარი

ARC Raiders turns every trip beyond the walls into a careful balance between curiosity and survival. The…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters