მარიხუანა ლეგალიზებულია, ტაქსები ლიცენზირებული, გამოძიება ბოლო შტრიხებისკენ მიდის, მანქანები გამოუსადეგარი და სტატისტიკა საინტერესო

      საინფორმაციო სიახლეები დღის ბოლოს ისევ დაბრუნდა. ვერ ვიტყვი რომ დიდებული ახალი ამბავით ვიწყებთ ახალ სეზონს, მაგრამ რაც არის ეგ არის - მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. რაც შეეხება ზაფხულის მთავარო პროლემას სიცხეს - ამინდის პროგნოზმა თბილისისთვის პირველივე დღეს არ გამართლდა - 30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქამდე, დღევანდელმა სიცხემ, კინაღამ მგზავრებიც შეიწირა, რადგან ვაკეში ავტობუსის მძღოლმა სიცხისგან გონება დაკარგა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2018 /

      მოწიეთ, ოღონდ არ ატაროთ - საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გააუქმა. ზურაბ ჯაფარიძე - საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. 2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1282) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მოხმარებისათვის. მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანას მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით.

      საპატრიარქო მედიის საქმიანობაზედ - “როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს „ტვ პირველის“ ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ „რუსთავი 2“-მა სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა „განავითარა“ და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა. ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა. ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც. ხოლო თუკი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი.

      ხორავას მკვლელობის საგამოძიებო კომისიის მუშაობა - მიმდინარე კვირას საგამოძიებო კომისია მსჯავრდებულებს, შს და იუსტიციის მინისტრებს და ყოფილ მთავარ პროკურორს გამოკითხავს. დღს მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა პროცესზე გამომძიებლები იკითხებოდნენ. პროკურორი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე - ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დევნა, თუ იქნება შესაბამისი საფუძველი. მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის ადვოკატი - მოწმეებს არანაირი ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ სასამართლოსთვის.

      არჩევნების გვერდითი მხარეები - „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნება“- ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია. შსს-მ ადიგენში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

      მანქანები საქართველოში - ჩვენს ქვეყანაში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარს 20 წელზე ზემოთ ავტომობილები შეადგენენ. თამარ ხულორდავა - ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან 1300-მდე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ტრანსპორტი აბსოლუტურად უვარგისად იქნა მიჩნეული.

      თბილისის ბიზნეს ცენტრები საერთაშორისო სტანდარტებით პირველად კლასიფიცირდა.

      ორშაბათ დაიწყო გასული დღის, კვირის ზეიმებით - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო. ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული პირველი ქართველი ვარ. გურამ თუშიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგეს.

      კონკურსის აუცილებლობა - დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. დიმიტრი გვრიტიშვილი - საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ არ არის იმდენად მაღალი, რომ სპეციფიური ღონისძიებების განხორციელება საჭირო აღარ იყოს. ნაზი ჯანეზაშვილი - პრობლემა გახლავთ ის, რომ დროულად არ ცხადდება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები და დროულად არ ხდება შტატების შევსება.

      სტატისტიკა - წასვლა მოუბრუნებლად - თამარ ხულორდავა - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს დაახლოებით 255 500 მოქალაქემ ისარგებლა, საზღვრიდან გამობრუნებულთა რაოდენობა კი 1.5%-მდეა. ივნისში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. მზის სატანჯველი - ზაფხულში მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 ადამიანს დასჭირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 4 941 ნებართვაა გაცემული. ეკა ლალიაშვილი - თბილისში, 6 თვის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 46 ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი დაშავდა.

      ტაქსის ყოლას ნებართვა დასჭირდება და რეგულაციები დადგინდება - ეკა ლალიაშვილი - ტაქსის ფერის მოთხოვნა შეიძლება გადავდოთ, მთავარია, უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. კომპანია „ინტერტრანსის“ დირექტორმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მძღოლებს, მგზავრთა გადაყვანისას მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

      ფინანსთა სამინისტროს ნიუსები - შემოიტანეთ ტყე დღგ-ს გარეშე - საგადასახადო კოდექსში ცვლილებებით, იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმება იგეგმება. ფინანსთა სამინისტრო ივნისში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებით ხსნის.

      იმრავლეთ ნებართვებით - ვახტანგ ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ცხოველთა გამრავლება დაექვემდებაროს შესაბამის ნებართვებსა და ლიცენზიებს.

      ქალი პრეზიდენტი და სხვა კანდიდატების დღე - ეკა ბესელია - მომწონს იდეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი და იყოს ქალი. გრიგოლ ვაშაძე - ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავს, ყველა უბედურება მათი გაკეთებულია - პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს ავიწყდება ეს დანაშაულებები. ირმა ნადირაშვილი - სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე უპასუხისმგებლო ადამიანი აღმოჩნდა. თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნას აჭიანურებს იმიტომ, რომ თავისი საპრეზიდენტო დღეები ბოლომდე ამოწუროს.

      სურვილი სინოსი წინაშე წარდგენისა - მიხეილ რამიშვილი - თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საშუალებას მისცემენ, მას აქვს სურვილი წმინდა სინოდის წინაშე წარსდგეს.

      უნამუსობა გრძელდება - კრემლის პრესსამსახური - პუტინმა და ბიბილოვმა სატელეფონო საუბრისას რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპის მუქარა - დონალდ ტრამპი აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერებით დაიმუქრა

      აღმოსავლეთი დასავლეთიდან - სირიის საკითხზე თურქეთის,საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით სამიტი გაიმართება.

      მეგობრის დაკარგვა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-მა, შესაძლოა, თურქეთის სახით გულწრფელი მეგობარი დაკარგოს.

      უკრაინაზე თავმოხვეულობა - სერგეი ლავროვი - მიუღებელია, როდესაც უკრაინას თავზე ახვევენ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 144

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

POE1 Trade Site Guide 2026 – How to Buy Items Fast

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:09pm 0 კომენტარი

When it comes to trading in Path of Exile 1, knowing how to efficiently acquire the right poe 1 orbs can save you a lot of time and frustration. These orbs are essential for crafting, upgrading, and enhancing items, and mastering their trade is a…

გაგრძელება

EZNPC Diablo 4 Fresh Meat Event Where to Farm Best Loot

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:06pm 0 კომენტარი

With Diablo 4's current event running on a clock, there's really no room to drift if you want the best rewards before April 14. A lot of players are still wandering between activities and hoping the Fresh Meat piles up on its own. It won't. If…

გაგრძელება

EZNPC What Fallout 76 Infestations Mean for Endgame

გამოაქვეყნა QuantumGlow1_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 12:03pm 0 კომენტარი

After a weekend on the Fallout 76 PTS, I can honestly say the map feels alive again, and not in the old predictable way. The new Infestations system changes the mood of Appalachia the second you walk into one of these zones. There's no giant…

გაგრძელება

MMOexp:EA FC 26 New Skill Moves:A to Mastery

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2026.
საათი: 11:17am 0 კომენტარი

FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters