ლეტე - დავიწყებას, არგოს უმოქმედობას ნიშნავს.
არის შემთხვევები, როცა ადამიანები "გარდაცვლილან", მაგრამ მათი ბიოლოგიური მექანიზმი განაგრძობდა მუშაობას ძალიან ნელი ტემპით, ისე შეუმჩნევლად, რომ ამ ადამიანს გრდაცვლილისგან ვერ განარჩევდნენ. წარსულ დროში ხშირად დაუკრძალავთ ასეთი გარდაცვლილები და რაღაც შემთხვევის გამოისობით როცა ამოუთხრიათ, უნახავთ მათი გადაბრუნებული ან გვერდნაცვალი გვამები. სავარაუდოდ, მათ გამოიღვიძეს ლეტარგიული ძილისგან და შიშისა თუ ჟანგბადის უკმარისობის გამო დაიღუპნენ. არის მოსაზრება, რომ ნიკოლაი გოგოლსაც იგივე შეემთხვა, როცა გადასვენების მიზნით ამოთხრილი მისი გვამი გადაბრუნებულ მდგომარეობაში ნახეს...
ლეტარგია წმინდა წერილში
სხვადასხვაგვარია ძილი და სხვადასხვა კონოტაცია აქვს მას წმინდა წერილში. ასევე სხვა თემაა სიზმარი, რომელიც ხშირად თან ახლავს ძილს თუ ძილის მსგავს ეკ-სტასურ მდგომარეობას, როცა ადამიანის ცნობიერება შეცვლილ მდგომარეობაშია. აქ მე მახსენდება ადამის ძილი, ნოეს ძილი, იაკობის ძილი და მისი სიზმარი, მისი ძის იოსების სიზმრები, საინტერესოა მაცხორის სიტყვები - დაიძინაო ლაზარემ... (თქვენც მიაწერეთ კომენტარებში, რაც გაგახსენდებათ).
აქვე ამონარიდი ქებათა-ქებიდან:
"2. მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა.
3. გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4. ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.
5. ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.
6. გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა." (ქებათა-ქება სოლომონისა, თავი მეხუთე)
მოყვანილი ტექსტის შედარება ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებთან:
"წუთისოფლის ტვირთმა ისე დამამძიმა, რომ მოვდუნდი და რული მომეკიდა ისეთი საამო, როგორც ხშირად გვემართება ჩაძინებისას. ჩემი ფიქრები ისევ შენს გარშემო ტრიალებენ და ეს ფიქრები ჰგვავნან იმ უმწეო მცდელობას, რომლითაც საწოლიდან ადგომას ვლამობთ, მაგრამ ღრმა ძილით შეპყრობილნი ისევ ცნობიერების უფსკრულში ვყინთავთ. თუმცა შენ არაერთხელ დამიმტკიცე, რომ შენი ყოველი სიტყვა, რასაც მეუბნებოდი ჭეშმარიტია, და ჩემთვისაც სარწმუნოა ეს ჭეშმარიტება, მაინც ვერ შევძელი შენთვის სათანადო პასუხი მომეცა, მხოლოდ სუსტი და მძინარე ხმით შეგეხმიანე: ახლავე.. ცოტა ხანში.. გთხოვ ცოტაც კიდევ.. მაგრამ "ახლავე" ვერ ვაქციე ჩემი მტკიცე ნებისა და გადაწყვეტილების შედეგად, ხოლო "გთხოვ ცოტაც კიდევ" ისევ და ისევ გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე." (Shapers of Christan Orthodoxy, Bradley G. Green, p 254)
P.S ვთარგმნე ეს მონაკვეთი და გვიან გამახსენდა, რომ ნათარგმნი მომეძებნა. ნეტარი ავგუსტინეს "აღსარებანი" წიგნი მე-8, თავი მე-5.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია