კონსპექტი წარმოადგენს ლიტურგიკის საგანში ჩასათვლელ საკითხთა პასუხებს.

საკითხი N4. წირვის დაწყების წინ მღვდელი აღსავლის კარის წინ კითხულობს შემთხვევის ლოცვებს (ანუ მიმთხვევის). საკურთხეველში იმოსება სრული შესამოსლით, მერე იბანს ხელს და სამკვეთლოში აღასრულებს კვეთას (პროსკომედიას).

---------------

საკითხი N5. წმიდა ზიარების საიდულმლოს შესასრულებლად აუცილებელია გაფუებული პური (სეფისკვერი) და წითელი ღვინო. სეფისკვერი უნდა იყოს ორნაწილიანი - ქრისტეს ორბუნებოვნების აღსანიშნავად. თავზეა გამოსახული ჯვარი წარწერით "იესო ქრისტე, ძლევა". კვეთა არის წირვის პირველი ნაწილი. კვეთისთის საჭიროა 5 სეფისკვერი: (5 პურით 5 ათასი კაცის გამოკვება)

1.ტარიგისთის;

2.ღვთისმშობლის

3. წმ. ცხრა დასი;

4. პატრიარქისა და ერისა

5.მიცვალებულთა.

აქ ლოცვის სიტყვები წარმოთქვა ესაია წინასწარმეტყველამა ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე. ტარიგი იმიტომ, რომ ძვ. აღთქმის პასექის მაგივრად თითონ დაიკლა ეს იყო უკანასკნელი სისხლიანი შეწირვა, როგორც ბატკანი თავის პატრონს დამკვლელს არ ეწინააღმდეგება, ასეა იესო ჯვარს ეცვა თავისი ნებით. აქედან იდება პირველი სეფისკვერი ტარიგის, მეორე - ღვთისმშობლის მოსაგონებლად დაიდება ფეშხუმის წმ. პურის მარჯვნივ. მესამე - ცხრა დასის სახელზე:

  1. წმინდანების;
  2. იოანე ნათლისმცემელი;
  3. წინასწარმეტყველნი;
  4. მოციქულნი;
  5. მღვდელმთავარნი;
  6. მოწამენი;
  7. ღირსი მამანი და დედანი;
  8. უვეცხლნი;
  9. ღვთიშობლის მშობელნი და ყოვლნი წმინდანი;

ის მღვდელმთავარი რომლის ლიტურგიას აღესრულება დაიდება ტარიგის მარცხნივ. მეოთხე სეფისკვერი - ცოცხლებისთვის, პატრიარქისთვის, მღვდელმთავრისთვის, მღვდელმსახურთათვის, სამონაზვნო წესისთვის, ტაძრის მსახურებისთვის და მორწმუნე ერისთვის და დაიდება ტარიგის ქვევით. მეხუთე - აღსრულებულთათვის, გარდაცვლილებისათვის.

---------------

საკითხი N6. საღვთო ლიტურგია ანუ ჟამის წირვა ნიშნავს საზოგადო მსახურებას რომლის დროსაც სრულდება წმიდა ზიარების საიდუმლო ანუ ევქარისია (სამადლობელი) მსხვერპლშეწირვა. მთელი მოწრმუნე ერისათვის წირვაზე მოიხვენება იესო ქრისტეს ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე.

---------------

საკითხი N7. ბარძიმი ის ჭურჭელია რომლითაც აზიარა უფალმა მოციქულები. ფეშხუმი - გაშლილი მრგვალი ჭურჭელი რომელის ცას აღნიშნავს. ცხრა დასი არის წმინდანები რომელიც კვეთისას ამოიღება მესამე სეფისკვერიდან.

---------------

საკითხი N8. სამოციქულო და სახარება წაიკითხება წირვის მეორე ნაწილში (ანუ კატაკმეველთა ლიტურგიისას) ქრისტემ განგვინათოს გონება მისი სახარებისა და სიტყვების გასაგებად მისაღებად. ხორციელი ვნებების დასათრგუნვად რათა ამაღლებული ცხოვრება მივიღოთ. ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი და მას ძალუძს ჩვენი განწმენდა.

---------------

საკითხი N10. მცირე შესვლა - ნიშნავს იესოს უდაბნოში ცხოვრებისა და ნათლისღების მერე ხალხისადმი მიქცევის - სახარების ქადაგებაას, მღვდლის გამოსვლა ჩრდილოეთის კაარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს ქრისტეს ქვეყნის ქვეყნიურ მსვლელობას - ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმას და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის მერე სახარება დასვენდება ტრაპეზზე რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის.
დიდი გამოსვლა - გამოსვლა ბარძიმ-ფეშხუმი ნიშნავს მაცხოვრის სვლას გოლგოთისკენ. ამ დროს ლოცვა გვახსენებს მაცხოვრის ლოცვას საშინელი წამების დროსაც ხალხისთვის ცოდვილთა ხსნისთვის... (ოდიკი თეთრი ნაჭერი რომელზეც გამოსახულია უფალი გარდამოხსნილი სრულად, დატანებულია წმ. ნაწილი და ასევე იმ მღვდელმთვარის ხელმოწერა ვინც შეწირა ეს ოდიკი. ოდიკის გარეშე წირვა ყოვლად შეუძლებელია!) სადაც დასვენდება ბარძიმ-ფეშხუმი - დიდი დაფარნა ნიშნავს მაცხოვრის გვამის შესახვეველს, ვარსკვლავი განასახიერებს ლოდს მაცხოვრის საფლავის დასაბეჭდად, კმევა ნელსაცხებლის ცხებას მაცხოვრის გვამისა. ლოცვის განმარტება - ანგელოზთა დასნი შექმნილია უფლის მიერ რომელნიც შექმნა იმანვე განაწესა და მათი მიზანდასახულობა უწყვეტად განადიდონ უფალი. როგორც ანგელოზნი გმსახურებენ ისე ჩვენც გემსახუროთ.

---------------

საკითხი N11. ____ პირველი წმ. შესაწირავის გადატანისას საიდულმოდ ქერუბიმებს ვემსასგავსებით, მათთან ერთად ვგალობთ სამწმინდა გალობას. ვთმობთ ყოველგვარ ამასოფლის საზრუნავს განვიწმინდებით რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა რომელიც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე.

---------------

საკითხი N12. ეს ლოცვა განკუთვნილი მღვდლისთვის - ვერავინ მიეახება მეუფე დიდებისას ხორციელი გულისთქმისა და გემოთა მიერ თანაშეკრული რადგან მისი მსახურება არის დიდი და საშინელი ზეციური ძალთათვის, იმდენად აურაცხელია მისი კაცთმოყვარეობა, რომ თავად განკაცდა უცვალებელად და უქცეველად მღვდელმთავრად გამოჩნდა და მღვდელს მიანიჭა მღვდელმოქმედება, რადგან იგია შემოქმედი ცათა და ქვეყნისა, ქერუბიმებზე მჯდომარე როგორც იხილა ესაიამ, მღვდელი სთხოვს განწმინდოს ყოველი ბოროტი და ცუდი გულისთქმისგან სულიწმინდის მადლით. უნდა გამოაჩინოს სულიწმინდის მადლით ტრაპეზის მღვდელმოქმედად უსისხლო მსხვერპლისა, რადგან მისდამი მიილტვის ქედმოდრეკილი და ევედრება ნუ გარემიიქცევს მისი პირისაგან, ამ ცოდვილი და უღირსი მონისგან შეიწინოს უსისხლო შესაწირი, თვითონ ღმერთია შემწირველი და შასაწი და როგორც ყველა ლოცვა მთავრდება განდიდებით. ეპიკლეზისი - ნიშნავს ძღვენის კურთხევას იგი არის მართალთა ლიტურგიის ნაწილი.

---------------

საკითხი N14. იმ მორწმუნეთა ერთობისთვის რომლებიც ერთად იღებენ ზიარებას ერთნი იყვნენ რადგან ერთი პირით ადიდებენ უფალს, ავედრებს თავსაც და ერთმანეთსაც.
ყოვლადწმინდაა რადგან უაღმატებულია ქერუბიმებზე და სერაფიმებზე, დიდი დედოფალი ეწოდება მას უძველესი დროიდან, მარადის ქალწული შობამდეც და შობის შემდეგაც ყველა წმინდანზე და ზეციურ ძალებზე აღმატებული, ამიტომ ხდება ჯერ მისი მოხსენიება შემდგ სხვა ყველა წმინდანის და მათზე ჩვენი და ერთმანეთის ცხოვრების შევედრება.

---------------

საკითხი N16. აღიარებს მორწმუნე აღმსარებელი ქრისტეს, რომ არის ძე ღვთისა ცხოველისა, რომელიც მოვიდა ცოდვილთა ცხოვრებად (ცხონებად) და მრწმუნე ადასტურებს რომ ესაა ქრისტეს სისხლი და ხორცი და ითხოვს ცოდვათა მიტევებას რომ ამ ზიარებით კი არ დაისაჯოს, არამედ ცოდვათა მოსატევებლად და საცხონებლად ექმნეს. არ ეამბოროს როგორც იუდა რომელმაც გასცა იგი, არამედ როგორც ჯვარცმულმა ავაზაკმა აღიაროს და ითოვოს სასუფეველში მოხსენიება.

p.s. ყოველი საიდუმლო აღესრულებოდა ლიტურგასთან ერთად, დღეს მხოლოდ ორი ქიროტონია და მირონის კურთხევა აღესრულება. ქორწინების საიდუმლო ლიტურგიის გარეშე ლეონ ბრძენმა გამოაცალკევა

ნახვა: 1249

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მასალები, საგამოცდო, სასწავლო

ლაშა: მაისი 20, 2013||1:45am

დიდი, დიდი, დიიიიიიიიდი და უდიდესი მადლობა ცისიას ამ შესანიშნავი კონსპექტისთვის! 

BrOliKa: მაისი 20, 2013||1:10pm

madlooba ciiis :)) :* 

qeti: მაისი 20, 2013||8:53pm

vaa . ra kargia 

ცისია: მაისი 20, 2013||9:25pm

ანაფორა არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს სამადლობელი ლოცვის აღვლენას.

სამი სახის ანაფორის ლოცვა არსებობს:

  1. იოანე ოქროპირი;

  2. ბასილი დიდი;

  3. იაკობ მოციქული;

ასევე არის სხვა, არამართლმადიდებლურიც - სირიული, რომაული, სომხური.

ანაფორის ლოცვა დაწერილია მეოთხე საუკუნეში.

George: მაისი 20, 2013||9:35pm

Like - cisias komentars ! :)))

Goga Patarkatsishvili: მაისი 20, 2013||10:45pm

ძალიან გამოგვადგება.. დიდი მადლობა..

natalia: მაისი 27, 2013||1:11am

მადლობაა :)

zazao: ივნისი 8, 2023||11:58pm
გაიხარეთ, შეგიწირავთ მაღალი ღმერთი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters