მაჩალიკაშვილის საქმე სხვა პროფილიდან, საარჩევნო, სტუდენტური, მედია და თბილისური ამბები

      ვიდრე ფაშიზმზე გამარჯვების მოზეიმე ქვეყნებს შეუერთდებით და 9 მაისს საზეიმოდ ავწევთ ქართულ დროშებს, მანამდე დღის ამბებს თვალი უნდა გადავავლოთ, მაგრამ მთელი დღის მეინსტრიმი მაჩალიკაშვილის ტერორისტობამ დაიკავა. ყველაზე მეტი ამბავი სწორედ მას უკავშირდებოდა. ამას გარდა იყო თბილისური, სტუდენტური, საარჩევნო და მედია ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 მაისი, 2019/

      მაჩალიკაშვილის ტერორიზმი - ირაკლი კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე - შემაშფოთებელია, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ. ირაკლი კობახიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ქისტები არიან ჩვენი ძმები და დები, თუ ტერორიზმი გამოვლინდება, რეაგირება, პირველ რიგში, მათ ექნებათ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ გამწარების დროს ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ. გუშინ გვიან ღამით მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან მივიდა. ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილზე - ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ოთარ კახიძე - რაც არ უნდა გავრცელდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის თაობაზე, ეს არ არის პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერი, სადაც სოსო გოგაშვილის და მისი ოჯახის მიმართ პირდაპირი საფრთხე იკვეთება, შემაშფოთებელია. ელენე ხოშტარია მაჩალიკაშვილის საქმეზე - თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს? მალხაზ მაჩალიკაშვილი - შესაძლოა ასეთი საუბარი მქონოდა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია, როცა სუს-ს მდგომარეობიდან გამოვყავარ. მალხაზ მაჩალიკაშვილი - რომ მცოდნოდა რა საკითხს ეხებოდა, სუს-ში წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ. სოფო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ღმერთმა დაგვიფაროს ის შედეგი დადგეს, რაც ჩანაწერში მოვისმინეთ. სალომე სამადაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე - ჩანაწერების ტირაჟირება, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით, ტერორიზმთან ბრძოლის სამართლებრივი ფორმა არ არის. კახა კალაძე მაჩალიკაშვილზე - დეტალები არ ვიცი, არ ვარ ამ სამსახურის წევრი - რაც შეეხება აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, ჩემი ეჭვი თუ დადასტურება არაფერს უშველის. გიგა ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე - თუ ჩანაწერი ავთენტურია, მძიმე დანაშაულის სერიოზული მტკიცებულებაა და თუ ამას ნაბიჯები არ მოჰყვება, გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავ. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ხელმეორედ დაიბარეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე - თვითონ ჩაბარდება, თუ რამე აქვს - დასაკავებელი არაფერი ჩაუდენია. ქეთევან ციხელაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - ეს არის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის საკითხი, აქ პოლიტიკური შეფასებების ადგილი არ არის. მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ძალას ვნახულობ და ამას ვკლავ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ. სოსო გოგაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია. სოსო გოგაშვილის განცხადებით, მამამისის სასაფლაოს ტერიტორია მალხაზ მაჩალიკაშვილს შესწავლილი ჰქონდა და „თავიდან ბოლომდე იცოდა, სად რა ხდებოდა“. სოსო გოგაშვილი - პროკურატურამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთ არასამთავრობოს და ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილს ამზადებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ. არ გამოვრიცხავ, ზოგიერთებმა მაჩალიკაშვილს რამე დამართონ და ისრები ჩემკენ გადმოწიონ - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მიიღონ ზომები, რომ ეს არ მოხდეს. მამუკა ბახტაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო.

      საარჩევნოდ - დებატები რულოვსთან - გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს. ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-მდე გაიზრდება. ზაურ დარგალი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა.

      სტუდენტური ფესტივალი - „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა. მამუკა ბახტაძე - ჩვენ შევქმნით ახალ ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდული ფესტივალები საქართველოს ყველა კუთხეში ჩავატაროთ.

      მედიაპლურალიზმი - კარლ ჰარცელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით - ევროკავშირისთვის მედიის პლურალიზმი ფუნდამენტური საკითხია - ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესის დინამიკას. არჩილ თალაკვაძე - ეს შესაძლოა, უკვე ერთგვარი პრაქტიკაა გვარამიას მხრიდან, რაც ხელისუფლება შეიცვალა ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ზე შეტევაა.

      სამუშაო ადგილები ვაზიანში - თურქეთის საელჩო - ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იგეგმებავ.

      თბილისისთვის - მამუკა ბახტაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. 90 უმაღლესი სტანდარტის ავტობუსია შეძენილი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, თბილისში ძველ პარკს მთლიანად ჩავანაცვლებთ. კახა კალაძე - მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, აქედან 100 იქნება ელექტრო. კახა კალაძე - მალე გვეცოდინება, საერთოდ, გვჭირდება თუ არა სამარშრუტო ტაქსები.

      სამეფო სასამართლო - საქალაქო სასამართლო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

      თვალის პრობლემები ბავშვებში - ექიმები ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორის მობილურების, აიპადებისა და კომპიუტერების გამოყენებას ასახელებენ. როგორც ექიმი ასმათ შენგელაია განმარტავს, აღნიშნული დაავადების გამომწვევ რისკფაქტორებს შორისაა არაჯანსაღი კვება, ეკოლოგიური გარემოს ზემოქმედება და მობილურების, აიპადებისა და კომპიუტერების გამოყენება

      რუსული კომპანიები და ბიზნესები საქართველოში - სოსო ფხაკაძე - რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, რომ იყიდოს, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის.

      საცხრამაისო მზადება - შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებზე - პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება.

საზღვარგარეთულები:

      პომპეო ერაყში - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოულოდნელად ერაყს ეწვია.

      ირანული, ბირთვული უარი - ირანმა ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებასთან მიღწეული შეთანხმების ცალკეული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა.

      შარიათი სუდანში - სუდანის სამხედრო საბჭო ქვეყანაში შარიათის კანონების დაწესებას გეგმავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 173

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters