ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
თითქოს უცნაურია, არა? ვარსკვლავებამდე ავმაღლდი თქვენთან ერთად, ზღვიდან ამომავალ მხეცს კი სწორედ აქედან ვუსმენ ყველაზე უკეთ. მან მე ხმა მომაწვდინა, ძლევამოსილია ეს ხმა და არა მარტო... ძალიან დახვეწილიცაა ამავე დროს. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ ლაპარაკობს.
„მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა“, ასე ღაღადებს წმინდა წერილი. დიახ, ზღვიდან ამომავალი მხეცი ლაპარაკობს, მეტყველია, ანუ ადამიანია. დედამიწის დანარჩენი ბინადრები ვერ ლაპარაკობენ (ცხოველები, ფრინველები და ა.შ.), ყველანი ისინი შეიძლება ერთი ნიშნის ქვეშ გააერთიანო, ამ ნიშანს „პირუტყვი“ ეწოდება. ადამიანს და სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებებს უმთავრესად ეს ორი სიტყვა, „პირუტყვი და მეტყველი“, განასხვავებს ერთმანეთისგან.
სიტყვა „მედიდურზე“ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, მეტად ღრმა აზრია მასში ჩაქსოვილი. ზღვიდან ამომავალი მხეცი მეტყველი ადამიანია... ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უაღრესად მაღალგანვითარებული ტვინით არის აღჭურვილი. აკი არაერთხელ ითქვა; მხეცის ერთმა (და არა შვიდმა) თავმა მთლიანად მოიცვა სამყაროს შექმნის უფართოესი არეალი. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ უმნიშვნელოვანესი ორგანოა ტვინი. იგი უფაქიზესი მექანიზმია, უფლის ხელით შექმნილი და მომართული. მისი დანიშნულებაა (შეგახსენებთ ამის შესახებ), მართოს ყოველგვარი პროცესი, რაც კი სხეულს შეეხება. როგორც შინაგანი ცხოველმყოფლობა, ისე გარეგანი მოქმედებები, ერთობლიობაში აღებული.
როდესაც ადამიანს შევყურებთ (ნებისმიერს), ვხედავთ მის აღნაგობას, სხეულის ზომებს, სახის გამომეტყველებას. ეს ყველაფერი ჩვენში მყისიერად აღიქმება, ჩვენ შეგვიძლია მაშინვე ვთქვათ, რამდენად პროპორციულია ადამიანის სხეული, მაღალია თუ დაბალი, მსუქანია თუ გამხდარი, როგორია მისი იერსახე... თუ ვინმე დაგვავალებს მის დახატვას, ყოველივე ამის ქაღალდზე გადატანას ვიწყებთ, თანაც ზედმიწევნით ვცდილობთ, არ დავარღვიოთ ის პროპორცია, რითაც იგი (მოცემული სხეული) დააჯილდოვა განგებამ. სახის დახატვას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თუ შევძელით და მოცემულ დავალებას თავი წარმატებით გავართვით,... ანუ თუ არ დავარღვიეთ ის პროპორციები, რითაც ჩვენი ხატვის ობიექტი იყო დაჯილდოვებული, ჩვენ გვექნება ადამიანის პორტრეტი, თავიდან ფეხებამდე მისი მსგავსი შესახედავად.
ცოტა ხნით ფიზიოლოგებსაც დავუგდოთ ყური, როგორ აღწერენ ისინი ადამიანის სხეულს, როგორ ხატავენ მის პორტრეტს „თავიდან ფეხებამდე“. არც კი დაფიქრდებიან, ისე გეტყვიან ფიზიოლოგები, რომ მათთვის ტვინის ფუნქციებია მთავარი. ისინი სწორედ იმის მიხედვით ქმნიან ნებისმიერი სხეულის (ჩვენს, შემთხვევაში ადამიანის) პორტრეტს. თუ მბრძანებლობის რა ფორმას ირჩევს ტვინი, ანუ ტვინის რომელი უბანი მართავს ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილს. უპირველეს ყოვლისა, ხდება მართვის ცენტრების უზუსტესი აღნუსხვა, მერე კი მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ამის შედეგად ტვინის შუაგულ ხვეულზე იქმნება ადამიანის პორტრეტი თავიდან ფეხებამდე.
მერედა, როგორია ეს პორტრეტი?
ვიცი, არ მოგეწონებათ; დარღვეულია ყოველგვარი პროპორცია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე შევაჩვიეთ თვალი. ტვინის ხვეულზე აღიბეჭდება მახინჯი კაცუნა, ნამდვილი ქონდრისკაცი. სულ პაწაწინა სხეულით, უზარმაზარი ხელფეხით და რაც მთავარია, წარმოუდგენლად დიდი პირით. ფიზიოლოგებმა მიაკვლიეს, რომ ტვინის მეტისმეტად დიდი მოცულობაა ჩართული იმ პროცესების მართვაში, რასაც მეტყველება ეწოდება, მათ მიერ დახატული პორტრეტი (თავით ფეხებამდე) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს.
ამგვარად, მივიღეთ უმსგავსი არსების უმსგავსი პორტრეტი, მედიდურად მეტყველი მეტისმეტად დიდი პირით... დიახ, სიტყვა „მედიდური“ აქ არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ „უმსგავსი“ არსება, ანუ ზღვიდან ამომავალი მხეცი (იგივე ადამიანი), ამპარტავნებითაა შეპყრობილი. იგი იმასაც მიუთითებს, რომ მეტყველების უნარი მბრძანებელ სიმაღლეს იკავებს მასში.
კიდევ ერთხელ დავხედოთ ზღვიდან ამომავალ მხეცს ვარსკვლავების სიმაღლიდან. დავინახავთ, მართლაც რა მედიდურია... მეტისმეტად მოსწონს საკუთარი თავი, მეტყველების უნარი რომ მიანიჭა განგებამ. მისი საშუალებით ზომავს ყველაფერს თავის ირგვლივ, ყოველ ცოცხალ არსებას მასთან (მეტყველების უნართან) მიმართებაში მიუჩენს ხოლმე კუთვნილ ადგილს. სიტყვა „პირუტყვი“ სწორედ ამის შედეგად იშვა, როგორც უკვე ითქვა ზემოთ... მისი საპირწონე სიტყვა „მეტყველი“ მხოლოდ ადამიანს, ანუ ზღვიდან ამომავალ მხეცს ეკუთვნის, და იგი მედიდურია მისი წყალობით. ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს მთელ დედამიწაზე.
* * *
მგალობელმა ფრინველმა უცბად შეწყვიტა ლაპარაკი, და აი რატომ; ოქროს ნიღაბი დასწვდა ჭრელ ბურთს და მაღლა შეისროლა. აჰა, ჟონგლიორობა მოენატრა-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ არა, ბურთმა ლამაზი რკალი მოხაზა ჰაერში და შუა აუზში მოადინა ტყაპანი, ოქროს ხელებთან აღარ მიბრუნებულა. აუზში წყალი ათრთოლდა, აძაგძაგდა, წრიული ტალღები გასრიალდნენ ნაპირებისკენ. ასევე ათრთოლდნენ და აძაგძაგდნენ ნიღბების ორეულები. ყველანი მონუსხულებივით მივაჩერდით ჭრელ ბურთს, რომელიც ციბრუტივით ტრიალებდა შუა აუზში. თანდათან დამშვიდდა წყალი, ორეულებმა შეწყვიტეს ძიგძიგი, ჭრელმა ბურთმაც შეწყვიტა ტრიალი, უძრავად გაირინდა თავის ორეულთან შეტყუპებული. რა ლამაზი ბურთია მართლაც... როცა დასველდა, კიდევ უფრო გალამაზდა, უფრო სხივმოსილი შარავანდედით შეიმოსა. სისველემ მის მარგალიტისებურ ათინათს გაუსვა ხაზი.
სულ ათიოდე წამს გაგრძელდა სიჩუმე, მგალობელმა ფრინველმა კვლავ გააგრძელა ლაპარაკი.
* * *
მინდა გავიხსენო მაფშალია. ალბათ ყველას მოგისმენიათ მისი გალობა, ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკე წინა შეხვედრისას. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, განა შესაძლებელია იმ საოცრების სიტყვიერი გადმოცემა, რასაც მაფშალიას გალობა ჰქვია? ვითომ შეძლებთ იმ ზეციური ჰანგების სიტყვებით აღწერას, დაუნანებლად რომ აფრქვევს სულ ერთი ბეწო, მოკრძალებული შესახედაობის მქონე ფრინველი? სიტყვას „დაუნანებლად“ იმიტომ ვამბობ, რომ ეს გალობა მეტისმეტად უძვირფასესი განძია, ბუნების მიერ ჩვენთვის მოძღვნილი. მართალია, ის ჩვენსკენ სულაც არაა მომართული... მაფშალია უგალობს გულისსწორს, ახლადგამოჩეკილ ბარტყებს, მაგრამ ჩვენც ხომ ვუსმენთ, ვეზიარებით ამ სასწაულს.
სულ ამაოდ დაშვრებით, თუ ამ სასწაულის სიტყვიერ აღწერას შეეცდებით. თუნდაც მოიხმოთ სიტყვათა აურაცხელი რაოდენობა, კილოკავთა მთელი ნიაღვრები, რომლებზეც კი ოდესმე ადამიანს უმეტყველია... მაინც არაფერი გამოგივათ. მაფშალიას გალობის ერთ ამობგერებასაც კი ვერ შეწვდებით, ახლოსაც ვერ გაეკარებით.
ჰოდა, მე მინდა ვკითხო პატივცემულ ფიზიოლოგებს; როგორი პორტრეტი დაიხატებოდა ტვინის ხვეულზე, ამ საოცარი საგალობლის აღწერა რომ მოხერხდეს მასზე? ალბათ პასუხს ვერ გამცემთ, არცაა საჭირო. მე მგონი, არსებობს რაღაც, ჩვენს მოცვეთილ, სალაპარაკო სიტყვებზე უფრო აღმატებული. მე არ ვიცი, რა უნდა იყოს ეს „რაღაც“, მაგრამ მედიდურება შორსაა მისგან, ძალიან შორს. აი ეს კი ნამდვილად ვიცი. დრო-სივრცის უფართოესი რკალი სწორედ ამას მეუბნება და მანიშნებს. ამავეს მანიშნებს ჩვენი მშვენიერი ცთომილი, ბადალი რომ არ ჰყავს მთელ სამყაროში.
* * *
როდესაც მგალობელი ფრინველის ნიღაბმა წარმოთქვა სიტყვები; „ჩვენი მშვენიერი ცთომილი“, ხელი ჭრელი ბურთისკენ გაიშვირა, შუაგულ აუზში უძრავად რომ სუფევდა, თავის ორეულთან შეტყუპებული... და მე უცბად დავინახე (თითქოს ახლაღა ამეხილა თვალები), რომ ჭრელი ბურთი სულაც არ ყოფილა სათამაშო ბურთი, თუნდაც ძალიან ლამაზი... ჭრელი ბურთი დედამიწა იყო. მის ზედაპირზე ეხატა ჩვენი მშობლიური ცთომილის კონტინენტები, კუნძულები, ოკეანეები... აი ნამდვილი საოცრება! ძალიან გამაკვირვა საკუთარმა სიბეცემ. ამდენ ხანს რატომ ვერ შევამჩნიე ასეთი, როგორც იტყვიან, ცხადზე უცხადესი რამ... მშობლიურ ცთომილს შევყურებდი, და მე იგი ვერ ამოვიცანი. რანაირად... იმიტომ ხომ არა, ასეთი პეწიანი რომ იყო შესახედავად... ისე როგორც ყოველივე ამ მშვენიერ წალკოტში. კონტინენტები, ზღვები, ოკეანეები... ეს ყველაფერი ძვირფასი ქვებივით ელავდა და ციმციმებდა. მარგალიტის მსგავსი ელფერიც ხომ მეტად განსაკუთრებულ პეწს აძლევდა. შეიძლება სწორედ მეტისმეტად მდიდრულმა შესახედაობამ ამიხვია თვალები. ოქროს ნიღაბიც რა მარჯვედ ჟონგლიორობდა ამ ლამაზი ჭრელი ბურთით. თურმე ნუ იტყვით, ჩვენი ცთომილით ჟონგლიორობდა, თანაც სწორედ ჩემს ცხვირწინ.
სანამ ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, ნიღბების ხმაური ჩამესმა. თურმე მგალობელ ფრინველს დაუსრულებია თავისი სიტყვა, ნიღბებიც ჩვეულებისამებრ გამოეხმაურნენ... ცხადია, ბავშვური აღტაცებით.
- დროა, მოემზადო! - გავაფრთხილე საკუთარი თავი, - ბავშვურ ჟივჟივს მორჩებიან თუ არა, შენ დაგესხმიან თავს.
ასედაც მოხდა... ნიღბების საქციელი ნამდვილ თავდასხმას ჰგავდა... „სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? როდისღა უნდა ამოიღოს ხმა შემთხვევითობამ?“ ცხარობდნენ ნიღბები. სანახევროდ გავთიშე ჩემი ცნობიერება (ერთხელ უკვე მივმართე ამ მეთოდს), წარმატებით ვუძლებდი ამ თავდასხმას, თან ოქროს ნიღაბს არ ვაცილებდი თვალს. „შენი გულისთვის რას აღარ გავუძლებ“, ასე ვეუბნებოდი გულში მშვენიერ ოქროს ქანდაკებას.
ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ თამაშია...მინდა მივიღებ მასში მონაცილეობას, მინდა არა.ვაპირებდი ამის თქმას და კიდევ კარგი, დროზე მოვიკვნიტე ენა...მე არ მეგულება თამაშზე უფრო სერიოზული საქმე...
მგონი შემეშვნენ, ნიღბები სხვა მხარეს მიბრუნდნენ. ოჰო, ოქროს ნიღაბს შეჰყურებენ, მგონი ლაპარაკს აპირებს...
მაგას რა სჯობია, იქნებ თავისი საიდუმლოც გამოურიოს...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია