2016 წლის 6 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის წლიური შეხვედრა. შეხვედრა დაიწყო სამების ტაძრის ეზოს ბაღთან, სადაც საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების - მაისურაძეების, გელაშვილებისა და ბერიძეების სახელზე 2009 წელს თავად უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ დარგო 3 მუხის ხე. 2 წლის წინ კი ამ ფაქტის აღსანიშნავად დადებული იქნა წარწერიანი ქვა.
საგვარეულოს წარმომადგენლებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს უკვე წამოზრდილი მუხებისა და მემორიალური ქვის წინ.
შემდეგ სამების ტაძარში, წმინდა გიორგის ხატთან მამა იონამ (მაისურაძე) გადაიხადა საგვარეულოს სახელზე პარაკლისი. პარაკლისამდე მან თავისებურად შთამბეჭდავად და ყველასთვის გასაგებად იქადაგა, შემდეგ კი გადაიხადა პარაკლისი და ზეთი სცხო მორწმუნეთ.
პარაკლისის შემდეგ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საგვარეულო კავშირის ყოველწლიური შეხვედრა. მისმა ახლანდელმა თავმჯდომარემ, თენგიზ გიორგის ძე მაისურაძემ შეკრებილთ გააცნო საგვარეულო კავშირის საქმიანობა განვლილი წლის განმავლობაში. კავშირის მრავალმხრივი საქმიანობიდან გამოიყო მის მიერ საქართველოს სხავადასხვა მხარეში მყოფი შეჭირვეულ მოგვარეთა მიმართ გაწეული ქველმოქმედებანი.
კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ, თენგიზ ივანეს ძე მაისურაძემ საზოგადოებას შეახსენა საგვარეულო კავშირის მცირე ისტორია, მისი საქმიანობის მიმართულებანი 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მან გამორჩევით აღინიშნა საზოგადოების მოღვაწეობა შეჭირვებული თანამემამულეთა დასახმარებლად, მართლმადიდებლური ტაძრების აშენებლად საქართველოს სხვადასხვა მხარეებში, ცნობილ და მოამაგე მაისურაძეთა საფლავების მოვლა და მემორიალური წარწერების გაკეთება (განსაკუთრებით, ბეთანიაში მოღვაწე წმინდა იოანე აღმსარებლისა (მაისურაძე) და წმინდა გიორგი აღმსარებლის (მხეიძე) საფლავების კეთილმოწყობა, მათი ხატების დაწერა და გავრცელება ტაძრებში (მათ შორის, ათონის მთაზეც, სადაც ადრე მოღვაწეობდნენ აღნიშნული წმინდანები), მათი მოღვაწეობის ადგილებზე მემორიალური დაფების გაკეთება, ასევე, ამაგდარი პიროვნებებისათვის იუბილეების გადახდა და ა. შ. ყოველივე ამ ნაყოფიერი საქმიანობის გამო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი საქართველოს ეკლესიასთან არსებულ საგვარეულო მოძრაობებში სანიმუშო კავშირად გამოცხადდა, მისმა უწმიდესობამ კი გამონაკლისის სახით მეორედ დალოცა აღნიშნული საგვარეულო, საპატიო შეხვედრა მოუწყო საპატრიარქოში და მის წევრებს წმინდა წერილი აჩუქა პირადად...
შემდეგ გაიმართა დამსახურებული და მოამაგე პიროვნებების დაჯილდოება საგვარეულოს საპატიო სიგელებით.
ბოლოს კი გაშვებული იქნა დოკუმენტური ფილმები, რომელთაგან ერთი ასახავდა გაჭირვებულ თანამოგვარეთა დახმარებასა და თანადგომას, მეორე კი საგვარეულოს ყოფილი ენერგიული თავმჯდომარის, ომარ მაისურაძის 70 წლის იუბილესა და მის საზოგადო მოღვაწეობას.
შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რითაც ეკლესიის წიაღში კიდევ ერთხელ ვიგრძენით მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვის, ერთმანეთის თანადგომისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობა...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია