ნიკოლოზ ჩოხელის სამკურნალოდ მოწყობილი საქველმოქმედო სპექტაკლი

      არტ ჰოლის დარბაზში (ცოტნე დადიანის #26), ხარაგაულის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურული მონოსპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია". სპექტაკლი ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ცხოვრება-შემოქმედებას მიეძღვნა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - 26 წლის ნიკოლოზ ჩოხელი სიკვდილს ებრძვის და სწორედ მის დასახმარებლად და თანხების შესაკრებად გაიმართა. გარდა თეატრალური წარმოდგენისა, თანამედროვე ავტორებმა, საკუთარი წიგნები გამოიტანეს გასაყიდად და შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზის დასახმარებლად გადარიცხეს. ასევე, საღამოს ერთ-ერთმა მასპინძელმა, მხატვარ-დიზაინერმა მაქს შარითმა (იგი ისრაელის მოქალაქეც გახლავთ) თავისი ხელოვნების ძვირადღირებული რამდენიმე ნიმუში დაბალ ფასად გამოიტანა გასაყიდად, საიდანაც მიღებული თანხა უნდა მოხმარებოდა ნიკოლოზის მკურნალობას.

Qwelly, blog, news, სპექტაკლი, ქველმოქმედება, საქველმოქმედო სპექტაკლი, ნიკოლოზ ჩოხელი, გოდერძი ჩოხელი, არტკომი, რეზო თაბუკაშვილი, მონოსპექტაკლი, ლიტერატურა, monospeqtakli, nikoloz choxeli

      სპექტაკლის დაწყებამდე ღონისძიების შესახებ მოკლედ ისაუბრა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ, წარადგინა მისი მასპინძლები და თანამდგომნი, შემდეგ კი არტკომის დარბაზში დაიწყო მონოსპექტკალი, რომლის რეჟისორმა და წამყვანმა, ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ ძალზე მგრძნობიარედ და ემოციურად დაგვიხატა მწერლის ბავშვობა, მისი განცდები და ოცნებები, მისი სტუდენტობისდროინდელი საოცარი თავგადასავლები, მისი მრავალმხრივი კოლორიტული შემოქმედება პროზაში, პოეზიასა და კინოში, მისი ტრაგიკული აღსასრული. სულ 1 საათიან სპექტაკლში ქალბატონმა იზამ ამაღელვებლად გადმოგვცა მწერლის სამყარო, წარმოგვიდგინა მისი სუფთა და სიკეთით აღსავსე პერსონაჟები, სწრაფვა ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარულისაკენ, სულიერებისაკენ, მოწოდება პატრიოტიზმისაკენ. იქვე ხაზი გაესვა, რომ ავტორის შემოქმედების თითქმის მუდმივი თანამდევი სევდიანი განწყობა გოდერძი ჩოხელს ადამიანური ამპარტავნების შეკავების საშუალებად მიაჩნდა. იგი განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდიდა სამშობლოს, ქართველი ხალხის ბედს, მისი ცხოვრების ბოლო ხანებში დამკვიდრებულ ადამიანთა გაუტანლობას, სიხარბეს, გულგრილობას, თვალთმაქცობასა და სხვა უარყოფით თვისებებს, რასაც თავის შემოქმედებაში ადამიანთა შორის მგლების მომრავლებით ასახავდა... ამასთან ერთად ის სამშობლოს ბედს თავის პირად ცხოვრებას უკავშირებდა და მასთან ერთად იტანჯებოდა. უამრავი სადარდებელი გააჩნდა პირად ცხოვრებაში: გამოუქვეყნებელი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, ფილმების გადაღების აუხდენელი ოცნება, ოჯახის მატერიალურად შენახვა და სხვანი, რაც გულს უსერავდა მას, და ბოლოს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო კიდეც ამდენ ვარამს...

      სპექტაკლის შუა ნაწილში წარმოდგენილი იქნა გოდერძი ჩოხელის ფილმებიდან ნაწყვეტები, რამაც ქალბატონ იზას მიერ შთამბეჭდავად დახატულ ავტორის ცხოვრება-მოღვაწეობის სურათებს სიცოცხლე შეჰმატა...

      სპექტაკლით განცდილი ამაღელვებელი და სასიამოვნო განწყობა, მიღებული შთაბეჭდილებანი გააძლიერა მისი დამთავრების შემდეგ საქველმოქმედო ღონისძიების შეჯამებამ, საიდანაც შემოსული თანხის რაოდენობა და მათი შემწირველთა გვარები დიდი სიამოვნებით იქნა წაკითხული. მართლაც, ყველას აღტაცება დაგვეუფლა _ დაახლოებით 50 ადამიანის მიერ შემოწირვით, წიგნებისა და მაქს შარითის ნიმუშების შეძენით შემოსული იქნა 3662 ლარი, რომელიც მეორე დღესვე უნდა ჩარიცხულიყო ნიკოლოზის მკურნალობისთვის გახსნილ ანგარიშზე.

      ძალზე სასიამოვნოა, რომ აღნიშნული საქველმოქმედო თეატრალური საღამო ერთ-ერთი იყო საქართველოში ამავე მიზნით გამართულ მრავალ ღონისძიებას შორის, საიდანაც, იმედია, საკმარისზე მეტი თანხა მოგროვდება ნიკოლოზ ჩოხელის სიცოცხლის გადასარჩენად, რასაც ლოცვითაც უნდა შევეწიოთ...

ნახვა: 296

ტეგები: Qwelly, არტკომი, ბლოგი, ლიტერატურა, მონოსპექტაკლი, ნიკოლოზ_ჩოხელი, რეზო_თაბუკაშვილი, საქველმოქმედო_საღამო, საქველმოქმედო_სპექტაკლი, სპექტაკლი, მეტი...ქველმოქმედება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters