გადამწვარი და გამომცხვარი ზაფხული გველოდებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. ტემპერატურა, ზოგიერთ დღეებში, 40 გრადუსამდეც კი მოიმატებსო და მგონი ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა - ჩახუთულობა და სიცხე ივნისის მეორე კვირას არ აკლდა. დღის ამბებში ნელ-ნელა არჩევნები დაწინაურდა და საარჩევნო მაჟორიტარების მოხვედრის გზების ძიება, ცხადია, პოსტკორონა პერიოდში ეკონომიკისა და მთავრობის პასუხისმგებლობებზე, აკრძალვებსა და ნებართვებზე ამბები, ერთ-ერთი მეინსტრიმული ნიუსებია. დოლარს რაც შეეხება - 2.9805 ლარია მისი ღირებულება.
კორონავირუსის ნარჩენები და მომიჯნავე ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა. მაკა სოლოღაშვილი - მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად, ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს უფრო ცენტრალიზებულად დაგეგმვა, ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ, ესაა ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება. ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ 68 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. პაატა იმნაძის განცხადებით, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ის ნაკლები შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეების განმავლობაში, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ვირუსი არ გამქრალა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, წესების დაცვის იმედზე ვიყოთ. ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი - ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის. აუზები გაიხსნება, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეგულაციები. მარიამ ქვრივიშვილი - ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები. ბექა ფერაძე - სასტუმროებს კიდევ ერთ კვირიანი ვადა აქვთ, რომ ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მზაობას, რამდენად აქვთ დანერგილი სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას. მარიამ ქვრივიშვილი - სასტუმრო ჯერ უნდა შემოწმდეს, დააკმყოფილოს ყველა სტანდარტი, მიიღოს ნებართვა და ამის შემდეგ აქვს განთავსების ობიექტს საშუალება, რომ უმასპინძლოს შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურს. მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გავუჩინოთ სურვილი, რომ პირველ რიგში, საქართველოში იმოგზაუროს. ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს. დიმიტრი ხუნდაძე - დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისას საჯარიმო სახდელის 20 ლარით განსაზღვრა, მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება. ანრი ოხანაშვილი - თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, არ დაჯარიმდება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ პირბადის ტარება, ადამიანის ჯანმრთელობას კონკრეტული დაავადების გამო, საფრთხეს უქმნის, შესაძლებელია, შესაბამისი ცნობა გაიცეს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ პირბადის ტარება, ადამიანის ჯანმრთელობას კონკრეტული დაავადების გამო, საფრთხეს უქმნის, შესაძლებელია, შესაბამისი ცნობა გაიცეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს. პაატა იმნაძე - მოთხოვნაა, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება. მესმის საუბარი „დაჩიპვა“ ვაქცინა, რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს. სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტები - ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ - უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. რომან გოცირიძე - ერთი ერთჯერადი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, კეთილი ინებონ და ვიდრე დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით. დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან. საქართველოში კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 683-ს შეადგენს.
იარაღიანი დეპუტატი - არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ ორი პირის დაჭრის საქმეზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატი დააკავა.
გაურკვევლობა ბიუჯეტში - ლევან კობერიძე - მთელი ბიუჯეტი გამოყენებულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პარტიული მიზნებისთვის - ჯერ თავისი ფულით მოსყიდვას არ ერიდებოდნენ და ახლა ამას საბიუჯეტო თანხებით აპირებენ. რომან გოცირიძე - მთავრობის ტყუილ-მართალი ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება. რომან კაკულია - ახალი კანონპროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც იქნება რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებების დაცვის გარანტიები. 5 ივნისი ბიუჯეტის წარდგენის ბოლო თარიღი იყო - მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში დღესაც არ წარუდგენია.
მაჟორიტარიზმის ბედი - ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკვანძო საკითხია, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდნენ. ზაალ უდუმაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო შუახევში მოსახლეობას შეხვდა. საპარლამენტო არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. მარიამ ჯაში - ჩემი არჩევანი შეიძლება იყოს ჩემს სამაჟორიტარო ოლქში - სამგორის რაიონში კენჭისყრა, ასევე განვიხილავ სხვა შესაძლებლობებს. გიორგი კახიანი - ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდება თუ ვერა, ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს - არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოს“ თბილისის 2-ზე მეტ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება - აქტიურად ვიქნები ჩართული კამპანიაში, როგორც სიით პირველი ნომერი, არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ვიყო. ეკა ბესელია - თუ პარლამენტში ვერ შევა ჩემი პარტია, პოლიტიკიდან წავალ. არ ვოცნებობ მაჟორიტარობაზე, ვემხრობი საერთო მაჟორიტარებს. კვაჭანტირაძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ერთი კაცის სახელთან ასოცირებული პარტია.
ჯარის მმართველი - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი დაპირება, რომელიც ვაზნების ქარხნის მშენებლობა იყო, რთული, გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტია, რომელსაც ჯარს დავუტოვებ. შეგვიძლია, „სუ -25“-ების აღდგენა, გამოშვება, წარმოება და გაყიდვა, მსოფლიოში არაერთი კონფლიქტია და ქვეყნები ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ. უხერხულია ჯარს დაამადლო, წამოაძახო 160 დოლარად შეფასებული საათი. ოპოზიციასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, პარლამენტში მათთან სალაპარაკოდ არ მივდივარ. ღარიბაშვილი ოპოზიციის ნაწილზე - საერთოდ უარი უნდა თქვან პოლიტიკაში ჩართულობაზე, სანამ იქნებიან პოლიტიკაში, მანამდე ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა.
რურუა ციხეში - ადვოკატი - პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს პროცესი გააჭიანუროს და გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს.
გაძვირებული მგზავრობა - ქუთაისი-თბილისის მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. კახეთიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მზგავრობის ღირებულება 1 ლარით გაძვირდა.
საზღვარგარეთულები:
დამნაშავის მკვლელობიდან საპროტესტო აქციებამდე - აშშ-ის ეროვნული გვარდია კალიფორნიას ტოვებს. რომში გამართულ ანტირასისტულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სიეტლში საპროტესტო აქციაზე შეიარაღებული პირი შეიჭრა და დემონსტრანტი დაჭრა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია. CNN - სიეტლის პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. მინეაპოლისის ქალაქის საკრებულოს წევრების უმეტესობა პოლიციის დეპარტამენტის დაშლას უჭერს მხარს.
კორონა მეზობლებში და დედამიწის კიდეებზე - სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13 325-მდე გაიზარდა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 985 ადამიანი დაინფიცირდა და 112 დაიღუპა. აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 942 363-მდე, დაღუპულთა კი - 110 514-მდე გაიზარდა. იაპონიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად, კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
ანგარიშწორება - თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 149 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია