სიხარულმა და იმედებმა გამტყუნება იციანო და ზოგჯერ მგონია, უმოლოდინოდ უკეთესიც იქნებოდა. ეს სენტიმენტები საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, რომესაც სულ 1 ბურთი დააკლდა ფარქვეშიდან და იტალიასთან დამარცხების მერე ევრობასკეტს დაემშვიდობა. ნეგატიურ ტალღაზე ქველინიუსს გადავხედოთ:
დილა კიდევ უფრო ცუდი წინასწარმეტყველებებით დაიწყო, ნახეთ რას წერდნენ - დასავლეთ საქართველოში დღეს ძლიერი წვიმა და სეტყვა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს - რაც ხანძარმა ვერ დაგვაკლო, ახლა წყალი. ამჯერადაც მაშინებს მომავალი!
რაღაც საქებარი ბოლო დროის საქართველოსაც გამოუჩნდა - სუმა ჩაკრაბარტი - საქართველოს პროგრესმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს რეკორდული ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა. გავაგრძელოთ ფულის თემა - ცოტნე ყავლაშვილი - ლარი არის სტაბილურად ჯანსაღი და გაუფასურების საფრთხე არ არსებობს. ირაკლი კოვზანაძე - ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ცოტნე ყავლაშვილი - ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. ცოტნე აგრძელებს - სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ცოტნე ყავლაშვილი - ლარიზაციის ფარგლებში სახაზინო სამსახურის მიერ რეფორმები წარმატებით განხორციელდა. გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას. დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე - ეს არის სეზონური მოვლენა, ამას ვაფასებ, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა.
კონსტიტუცია როგორ უნდა აცდეს დღის თემას, ეგ ხო ქვეყნის საძირკველია - დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე წერტილ - მძიმესთან დაკავშირებით გვეპატიჟება, ამას პარლამენტის რედაქტორები გაართმევენ თავს. დავით უსუფაშვილი - საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო სისტემის ისეთ მოდელს, რომელიც ყველას პოზიციებს გაითვალისწინებს, მაგრამ ყველასგან მცირე დათმობებს მოითხოვს. თამარ კორძაია - საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისია გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე „ქართული ოცნება“. გია ვოლსკი - საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება შენიშვნები ჰქონდეს. საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია ცნობილი 20-22 სექტემბერს გახდება. ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ფორმალობა იყო კონსტიტუციის ქვეყნის შიგნით განხილვები და ვენეციის კომისიასთან წარმოებული კონსულტაციები. დავით უსუფაშვილი - როგორც ჩანს, ბატონი ბუკიკიოს, მარკერტის იმედგაცრუება იმ დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც ვენეციის კომისია სექტემბრის ბოლოსთვის გამოაგზავნის. ვახტანგ ხმალაძე - კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, განწირულია შემდგომი ცვლილებებისთვის.
ეს ავირჩიეთ ხალხო? - დეპუტატთა რაოდენობის სიმცირის გამო, პარლამენტში კენჭისყრები ვერ ჩატარდა! მერე ეს თქვეს - ეკა ბესელია - თუ საჭიროა, რეგლამენტში შესაბამის ცვლილებებზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც სხდომაში მონაწილეობის პროცედურებს უფრო გაამკაცრებს.
განგება გვეხმარება - ხულოში, სადაც ოთხი დღეა ხანძარს ებრძვიან, გაწვიმდა. მაგრამ არ უშველა - ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კლიმატური პირობების გამო ავიაცია ჯერჯერობით ვერ ერთვება. კახეთს წვიმა არ ერგო - ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა. ზაჰესში, ფერდობზე ბალახს და ბუჩქებს ცეცხლი გაუჩნდა. ზაჰესში ხანძრის სრულად ლიკვიდაციისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. აბა, უყურე ამას - უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმების შედეგად, საქართველოში ღვარცოფული მოვლენები არ დაფიქსირებულა. სტიქიამ მესტიის სოფლებში სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ძლიერმა ქარმა რუსთავში სახურავები დააზიანა და ხის ტოტები დაამტვრია. ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა.
რთული რატომ არის ამის გაგება ან რატომ არ შეიძლება დამნაშავე ყოფილ პრეზიდენტზე ვისაუბროთ?! - გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები. ცნობილი შეძახილის ციკლიდან - მიშა, ჩამოდი - სოზარ სუბარი - თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, გაცილებით უკეთესი იქნება. ახლიდან კი არ მოვითხოვეთ მისი გადმოცემა, უბრალოდ ასე იყოო თეა წულუკიანმა - ქართულ მხარეს უკრაინამ მომართა წერილით და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა. ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილს არ უთქვამს, რომ გელაშვილის ცემის დავალება გასცა, მაგრამ საქმის კურსში იყო და კითხვაც კი შემოგვიბრუნა - არ იყო საცემიო? ეკა ბესელია სააკაშვილის შესახებ - მართლმსაჯულების აღსრულება ზოგჯერ იგვიანებს, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.
ახალი მერის არჩევნებისთვის - დავით სერგეენკო - დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. საინტერესოა, ვისზე ან ვისთან? - კახა კალაძე - 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს. „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.
მაგისტრალები გვექნება და ვიქროლოთ - გიორგი კვირიკაშვილი - ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის საკითხში კარგი ტემპით მივიწევთ წინ, იწყება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე მშენებლობა.
ხისმჭრელობას მორჩიო - ოთარ სირაძე - მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანოს ტყიდან სპეცტექნიკა. და ბარემ ხისმჭრელიაო, დევობაც მიაწერეს - სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება. თამარ ჩუგოშვილი - “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დროებით რეგულაციას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილი - ძირითადად დაზუსტებაა მორატორიუმში, რაც აუცილებელია რომ ჩვენი პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ქმედითი იყოს. დიმიტრი ქუმსიშვილი - გადაწყვეტილება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უნდა გაიყიდოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე, არ არის შეცვლილი.
ომის ქარ-ცეცხლიდან - ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა. თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი სამხედროებისგან ეს არის საქართველოს ინტერესების დასაცავად გაღებული ფასდაუდებელი წვლილი. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში დაჭრილი ქართველების გამოჯანმრთელებაზე. პრეზიდენტი ჯარისკაცებს - თქვენ ემსახურებით თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავის დაცულობას თქვენს თავგანწირვასა და თავდადებაში ხედავს.
აღარ ვიმატებთო (წონაში კი არა, პრემიებშიო) - ფინანსთა მინისტრი - ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის გარკვეული თანხები ჩადებულია, თუმცა წელს ანაზღაურების ფონდი 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული. ვიქტორ დოლიძე - პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია.
საზღვარგარეთულები:
ომი მაინცდამაინც არ მინდაო - დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები უმთავრესი არჩევანი არ არის. ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს (შფოთს მაინც სჯობს). ქარიშხალ „ირმას“ შედეგად, სენ-მარტინისა და სენ-ბართელემის კუნძულებზე რვა ადამიანი დაიღუპა, ასევე ბარბუდას კუნძულზე შენობების 95% განადგურდა.
თურქეთმა ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო - ერდოღანი ევროკავშირს - თურქეთთან ურთიერთობის ამჟამინდელ ფორმატს თუ ვერ იტანთ, მაშინ განაცხადეთ მისი დასრულება და ეს მამაცურად გააკეთეთ.
ანტიტოლვილური პოლონეთი - პოლონეთი ლტოლვილებს იმ შემთხვევაშიც კი არ ჩაასახლებს, თუ ევროკავშირის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამერიკის ხმა - ფრენკლინ ჰოლკომსი - რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის შესაძლებლობის შემოწმება სურს.
არებულია ამბავიდან - არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა მიიტანეს.
ცეცხლთან თამაში - პეტრო პოროშენკო - ბელარუსი-რუსეთის სამხედრო სწავლება მასშტაბური ომისთვის მზადებაა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია