გამტყუნებული დეკანოზი, მეუფე დიმიტრის კომენტარები, ცეცხლი იმიერ-ამიერში, მერობა, ექსტრადირება და ცოტაც კონსტიტუცია

      მოსაღამოვდა და ძილისპირულამდე კიდევ არის რამდენიმე საათი, ანუ ის დრო, როდესაც უნდა დასვათ კითხვა - ნეტავ, ქვეყანაზე რა ხდება? შემდეგთ, შემოხვიდეთ და წაიკითხოთ დღის qwellynews:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 სექტემბერი, 2017/

      საუკუნის სკანდალი, ციანიდ საქმე და სხვა სახელწოდებებით მონათლული და აჟიოტაჟგამომწვევი სასამართლო დასასრულს მიუახლოვდა იმდენად, რამდენადაც დღეს განაჩენი გამოცხადდა. მამაოს, 9 წელი მიესაჯა. გავყვეთ დღიუს ნიუსებს ქრონოლოგიურად - პროკურორი - დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც გიორგი მამალაძეს შეიძლება ციანიდი ან ცეცხლსასროლი იარაღი შეეძინა. ადვოკატი - ვერ დადგინდა კვალი, რომ გამოკვეთილიყო პირი, ვისგანაც შეიძლებოდა მამა გიორგის ციანიდი შეეძინა - ამას ეძახის პროკურატურა სრულყოფილ გამოძიებას? დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თორნიკე მამალაძე მოსამართლეს - მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მამა გიორგი მამალაძის განაჩენზე - ალბათ, რაღაც ბრალეულობა იყო, უსაფუძვლოდ ხომ არ სცნობდა დამნაშავედ?! ასევე, მამა კახაბერი - ცილისწამებაა, თითქოს მამა გიორგისთან დაკავშირებით საპატრიარქო და სახელმწიფო ერთად მოქმედებდნენ - მისთვის მთელი საპატრიარქო ვლოცულობთ, უფალს შევთხოვთ, რომ ამ განსაცდელს გაუძლოს. მამა კახაბერი არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირებს ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გაკეთებული შეფასებების გამო, ეკლესიის წინაშე პასუხის გაცემა მოუწიოთ. გიორგი ფანცულაია - მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა (ეს ახალი სახეობაა?!). დედა თამარი - სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა? - სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა. მღვდელმონაზონი ანდრია - დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის. მეუფე პეტრე - ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, ასევე მეუფემ: ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. მოსამართლის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მკვლელობის დაგეგმვის მოტივი არა ანგარება, არამედ შურისძიება იყო. გიორგი ფანცულაია - მამა გიორგის ბრალში „ანგარების მოტივი“ მოუხსნეს - თუ ანგარება არ იყო, მაშინ რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს მოკვლის სურვილი? პროკურორი - რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს ადამიანის მოსაკლავად უნდოდა, დადასტურდა. ჯარჯი წიკლაური - მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია - გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა. ჯარჯი წიკლაური - შურისძიება იმ კუთხით, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილს დამაბრკოლებლად აღიქვამდა, წითელ ხაზად გასდევს მთელ საქმეს. მიხეილ რამიშვილი - საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას. პროკურატურა გიორგი მამალაძისთვის ბრალის გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურორი - განცხადებები, რომ გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მიიპატიჟა გერმანიაში, სიმართლეს არ შეესაბამება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ამ ყველაფერში მეუფე დიმიტრის არანაირი როლი არ აქვს. ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ბრძოლას აგრძელებს. ადვოკატი - დეკანოზს არ უნდოდა დღევანდელ ფარსსა და სპექტაკლში მონაწილეობა მიეღო. დეკანოზ მამალაძის ადვოკატი - როგორც გირგვლიანის საქმეზე გაშიშვლდა ქართული მართლმსაჯულება, ასე გაშიშვლდება ამ საქმეზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად. უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე - სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ნიკა რურუა - გიორგი მამალაძე ლაპარაკისთვის, ტლიკინისთვის ზის ციხეში. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ”ციანიდის საქმეზე” - დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

      საინტერესო და ცალკე განხილვის თემა იყო, მეუფე დიმიტრისთან ინტერვიუ - მეუფე დიმიტრი უარყოფს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გერმანიაში ჩასვლა თავად სთხოვა. მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანდის საქმეზე - დღეს მოვისმინეთ ახალი ტერმინი - შურისძიება, ეს მაინც და მაინც მყარი ვერ არის. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვერაფრით გავწირავდი, ადამიანი რომ გაწირო, თანამონაწილე უნდა იყო, მე არანაირი თანამონაწილე არ ვყოფილვარ ყოველივე ამის. მეუფე დიმიტრი - მამა გიორგის სასამართლოზე ვკითხე, თუ მისთვის ეტალონი ვიყავი, რატომ არ მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს ან ციანიდს უკვეთავდა. მეუფე დიმიტრი - მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი. მეუფე დიმიტრი - დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. მეუფე დიმიტრი - მეუფე პეტრეს ძალიან საინტერესო როლი აქვს, რადგან მისი „დამსახურებაა“ უამრავი წინააღმდეგობა ამ საქმეში. მეუფე დიმიტრი - გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია. მეუფე დიმიტრი - რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო.

      ვერ მოვწყდებით არჩევნებს, მითუმეტეს, რომ კახა კალამძემ იმდენი პირობა დადო, არ ვიცი როგორ აასრულებს. - კახა კალაძე - ყველა პირობა შეიქმნება, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვას მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს. ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოში ავტობუსების აწყობა-წარმოება მოვახერხოთ. მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება. შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს. თბილისის რაიონებში ახალგაზრდობის ცენტრები აშენდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უწყვეტ წყალმომარაგებას თბილისის ყველა უბანში. თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება უზრუნველყოფილი იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. მეორე არანაკლებ აქტიური კანდიდატი - ალექსანდრე ელისაშვილი ცესკო-მ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.

      მეფის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაილაიო, უთქვამს არწივს - ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის პროექტი აუცილებლად იქნება მიღებული საშემოდგომო სესიაზე იმ სახით, როგორი სახითაც არის დამტკიცებული მეორე მოსმენით. არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დამატებით შეგვიძლია ვისაუბროთ საშემოდგომო სესიაზე. ნინო ბურჯანაძე - საერთაშორისო ორგანიზაციები მათი აზრის იგნორირებას არავის პატიობენ. პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობა დღეს განაახლა. ოპოზიციური პარტიები ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით მიმართავენ. გიორგი კახიანი - თუ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი დადგება, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვცვლით გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით.

      ხანძრები და შეუთანხმებელი ამბები - ართანას მცხოვრებლები ხელისუფლებას კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ავიაციის ჩართვას სთხოვენ. კახეთის გუბერნატორი- ართანასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს. დილით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - დღის ბოლომდე კახეთში და თუშეთის ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით, მითუფრო რომ ვერტმფრენები ართანას ტყეში სახანძრო სამუშაოებში წუთი-წუთზე ჩაერთვებიან. ხანძრის მეორე კერა, 180 გრადუსით საპირისპირო მხარეს - ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის 4 კერა რჩება, დილიდან სტიქიის ზონაში წყლის ხელოვნური რეზერვუარის გაკეთება დაიწყეს. საქართველომ შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე თურქეთს მიმართა და პასუხიც მიიღო - ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული და თურქული ვერტმფრენები ჩაერთვებიან. ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის კერები გაძლიერდა, იმატა დაკვამლიანებამ, ხანძარი, სავარაუდოდ, წიწვოვან ხეებზე გადავიდა. ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. შს მინისტრი - ხულოში ღია ცეცხლის კერა გვაქვს, თუმცა ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ირაკლი სესიაშვილი - ხანძრის გაჩენის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ჩატარდეს.

      დაიჭირეთ და გამოგვიგზავნეთო - საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საქართველოს პროკურატურამ გარანტია მოგვცა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მიზანი პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ევროპული კონვენცია გამორიცხავს პირის გადაცემას იმ სახელმწიფოსთვის, სადაც მას შესაძლოა პოლიტიკური დევნა დაემუქროს. რომან გოცირიძე სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე - ეს არის საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებების წარმოებული უსამართლო და ველური ნადირობა ადამიანზე, რომელსაც ძალიან უფრთხიან. გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილთან ბევრი კითხვა აქვს როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას. ზაზა ბიბილაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დევნის უკან პუტინი, ივანიშვილი და ახლა უკვე პოროშენკო დგას. უჩა ნანუაშვილი - ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქტიურდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა წინასაარჩევნო პერიოდში. ნიკა რურუა სააკაშვილის ექსტრადირებაზე - მათაც იგივე ელით, ვინც დღეს ამას აკეთებს.

      ქონების თაღლითური დაუფლება - თბილისში დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

      კულტურაში არეულობა იყო და კუკარაჩას გადამღებს თუმანიშვილიდან უშვებდნენ - ნუკრი ქანთარია - პიროვნულად ძალიან კარგად მესმის ქეთი დოლიძის, რომელიც კი არ გათავისუფლდა თანამდებობიდან, არამედ ვადა გაუვიდა.

საზღვარგარეთულები:

      ომს კარგი არავისთვის მოუტანია! - დამასკოსა და ღუტაზე სირიის სამთავრობო ძალების მიერ მიტანილ იერიშებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

      ცოტა გამკაცრდით შეშფოთებაზე მეტადო - აშშ-ის ელჩი გაერო-ს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში მკაცრი ზომები მიიღოს. თეთრი სახლი - ტრამპმა მერკელთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება.

      ჩვენც ვისწავლეთ შფოთი - საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო.

      მიანმარში 25 აგვისტოს დაწყებულ შეტაკებებს ათას ადამიანამდე ემსხვერპლა.

      ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება ამ ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ შეუწყობს. გავაგრძელოთ პუტინური ნიუსები - ვლადიმერ პუტინი - ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შემდგომში რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა შევამციროთ, მაგრამ ჯერ ამას არ გავაკეთებთ. ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპი ჩემი საცოლე არ არის, რომ მისით იმედგაცრუებული ვიყო.

      ვერ შევა ეს თურქეთი ევროკავშირში და მოკალით ახლა - საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი - თურქეთში არსებული პოლიტიკური სიტუაცია საშუალებას არ იძლევა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 176

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring Dragon Power: MMoexp Heart of Stone

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 6:47am 0 კომენტარი

Elden Ring Runes vast world holds many secrets, and among them is the mysterious Heart of Stone. This artifact is deeply connected to the ancient practice of Dragon Communion, granting players the ability to wield the power of these legendary creatures.

To obtain the Heart of Stone, players must solve the intricate puzzle of the "Dragon's Domain" painting. This quest requires tracking down the elusive soul of the…

გაგრძელება

Yeastar Dubai: State-of-the-art Business Enterprise Interaction Alternatives

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 4:44am 0 კომენტარი







Yeastar Dubai: The Wise Option for Small business Mobile phone Methods

In now’s quickly-paced business earth, possessing a dependable and successful communication technique is important for results. Yeastar, a global leader in business enterprise telephony answers, presents reducing-edge PBX devices and unified communications platforms to boost productiveness and connectivity. In Dubai, businesses of all sizes are leveraging Yeastar’s impressive solutions to streamline…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE