საქმიანი კვირიაკის განსრულებას აქტუალური იყო პარლამენტი, რადგან დღეს რამდენიმე კანონპროექტი მიიღეს, რამდენიმე ჩააგდეს, ვიღაც მოიწონეს და ვიღაც დაგმეს - გენდერულ ბალანსს ისევ არ გაუმართლა. მეორე აქტუალური თემა იყო რუსეთი და მისი ოკუპანტი ბუნება, ასევე შსს მინისტრმა საბოლოოდ თქვა - ტატუნაშვილი მოკლულიაო! ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოები მიმდინარეობს და აგერ, რუსთავი ორის წინ, გაბუნიას მაგინებლებმა პატიმრობა გამოიწერეს!
მარშელობა მძიმე ხვედრია - „ქართული მარშის“ 6 აქტივისტიდან ორს ბრალი დაუმძიმდა. „ქართული მარშის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზში „მამაო ჩვენო“ წაიკითხეს. სანდრო ბრეგაძე - მე მქონდა გულყრა, ამჟამად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სანდრო ბრეგაძე პროკურორს - გინების გამო, პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ? ლადო სადღობელაშვილი - მე, ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს. სასამართლო პროცესზე „ქართული მარშის“ წევრს ექიმის დახმარება დასჭირდა. „ქართული მარშის“ წევრების ადვოკატი - მომიტინგეებს შეეძლოთ გადმოეთრიათ გიორგი გაბუნია მანქანიდან და ეცემათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. „ქართული მარშის“ ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამაზ გაგნიძე - ქრისტიანობისთვის თავდადებული ბიჭების დაკავების სანაცვლოდ ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე აქციებს. „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „ქართული მარშის“ წევრებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა.
ერთიანი ბლოკი რუსეთ საქართველოზე და მათ ურთიერთობებზე - გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. კოტე თავზარაშვილი - გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადაიყვანეს. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება. გიორგი მარგველაშვილი - რუსეთს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებზე. მამუკა ჟღენტი - ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზებით, საგარეო უწყება წყვეტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ კვარტალური მოხსენებების მომზადებას.
ევროამერიკული მეგობრობა - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა დაგმო და იქ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების შესვლა მოითხოვა. 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია.
ოკუპაციის ხაზი - „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 22 მარტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარის მონაკვეთზე, აძვისთავის დასახლებულ პუნქტთან, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ესენი არიან: 1991 წელს დაბადებული დავით გერკეული და 1977 წელს დაბადებული ივანე გუნდიაშვილი, ახალსოფელისა და აძვის მკვიდრები.
ქალები პარლამენტში და სხვა კანონმდებლობები - ირაკლი კობახიძე - მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას. ანრი ოხანაშვილი - „სარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს დახვეწა დასჭირდება, საუბარია იმაზე, როგორი პროპორციით უნდა იყოს ქალი წარმოდგენილი პოლიტიკაში. საქართველოს სახალხო დამცველი გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას, მაგრამ რაც შეეხება კვოტირებას, ეს მახინჯი მექანიზმია. პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. რომან გოცირიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძე - აუცილებლად დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება. ოთარ კახიძე - არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. რომან გოცირიძე - კანონში შესატან შესწორებებს გირგვლიანის სახელი კი არა, ”პუტინ-ივანიშვილის შესწორებები” უნდა ერქვას. მერაბ ქვარაია - "გირგვლიანის შესწორებები" უზრუნველყოფს, რომ კანონი იყოს მკაცრი და იქნება მკაცრი ასეთი დანაშაულების მიმართ. სოფო კილაძე - „გირგვლიანის შესწორებებით“ მმართველი გუნდი ხაზს უსვამს იმ მიზანს, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა შეძლოს ადამიანის ღირსების ხელყოფა. გიორგი ხატიძე - „გირგვლიანის შესწორებებით" სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ზაზა შათირიშვილი და ბესიკ ლილუაშვილი აირჩია, ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კი ჩააგდო. დეპუტატებისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილი კანდიდატები დღევანდელ პლენარულ სხდომას. ირაკლი კობახიძე - სამეურვეო საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობამ თავის კანდიდატს დაუჭირა მხარი, რადგან ოპოზიციამ ორპარტიულ მხარდაჭერაზე უარი თქვა. ოთარ კახიძე - უმრავლესობამ ზარზეიმით დაამტკიცა ზაზა შათირიშვილი, რომელიც წმინდა ნინოს შემოსვლას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას ადარებს. პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. პარლამენტმა “ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. მამუკა ბახტაძე - დღეს მიღებული კონსტიტუციით, სახელმწიფო ყველაზე მაღალი სტანდარტით იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის განვითარებაზე.
გადადგომა - ზვიად დევდარიანი „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა.
ბიზნესის ახალი გზა - გენადი არველაძე - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოში ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
გამოძიება ჟვანიას გარდაცვალებაზე - მთავარი პროკურორის მოადგილე - ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ჯერ არ მომხდარა, ამის საჭიროება გამოძიების პროცესში გამოჩნდება.
გაწყვეტილი ხელშეკრულება - „სითი პარკის“ გენდირექტორი - მერიას ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მილიონზე მეტი დაუჯდება.
გუდაურის მიზეზები - დიმიტრი ქუმსიშვილი - გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა დავარწმუნო ჩვენი სტუმრები, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია. დიმიტრი ქუმსიშვილი - დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუდაურში თვითონ საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული. "დოპელმაიერის" დირექტორი - გუდაურის საბაგიროს მომსახურეობას "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მსოფლიოში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის მიხედვით ახორციელებდა. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი - „ენერგო -პრო ჯორჯიას“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია, ეს არის ჩვენი ქსელი.
საკრებულოს ჩხუბები არ ჩერდება - თელავის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ზუგდიდის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი დაიკითხა.
რობაქიძის საქმე - ზურაბ ბაქრაძე - დღეს მინდა სასამართლოს წინაშე სიმართლე ვთქვა და ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე, ვისაც 19 წლის ბიჭი აღარ ჰყავთ. ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას, გურამ დონაძესა და ია მეტრეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სოსო რობაქიძეს კი, დარბაზი დაატოვებინეს. მოსამართლემ ზურაბ ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სოსო რობაქიძე - თუ ზურაბ ბაქრაძეს ჩვენება არ ექნება მიცემული, ისე მისი გათავისუფლება საშიშია - შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოახდინონ. ზურაბ ბაქრაძე გურამ დონაძეს - გურამ, მობრძანდი ჩემთან საკანში, ერთი ადგილი თავისუფალია. ამირან რობაქიძის საქმის პროკურორი - ბრალდებულ ზურაბ ბაქრაძის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ ჩნდება. გურამ დონაძე - ზურაბ ბაქრაძეს ვთავაზობ, უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებაზე, მე უარესებსაც დავიბრალებ და ჩემთან ერთად წამოვიდეს 8-წლიან პატიმრობაზე. სოსო რობაქიძე - ბუტას იარაღი არ ჰქონია, ბანდიტი არ იყო, მაშინ გეკითხებით, რატომ არის დღეს ჩემი შვილი მიწაში და რატომ ჩაიდო ამდენი ავტომატი? ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ბაქრაძის დაკითხვა მომდევნო პროცესზე გაგრძელდება. ია მეტრეველი - თუ ზურაბ ბაქრაძეს საპროცესო გაუფორმდება და გარეთ გამოვა, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. სოსო რობაქიძე - მე მგონია, რომ ლევან გვაზავა იტყვის სიმართლეს, რომ ყველაფერი გაყალბებული იყო და ჩადებული იყო იარაღი.
ლუკაშენკო საქართველოში - გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის კონფლიქტი ხალხებს შორის, ეს არის ხელისუფალთა კონფლიქტი. ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს - თქვენ მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველებს აერთიანებს - მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან შესახვედრად. გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
გიორგი გახარია - არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული!
საზღვარგარეთულები:
სასჯელი ექსპრეზიდენტ - სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ოთხ ქვეყანაში გამგზავრება და ცხრა პირთან კონტაქტი აუკრძალა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველად ჯონ ბოლტონი დაინიშნება.
სიმბოლური მხარდაჭერა - ევროკავშირი ლონდონის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს.
შიმშილი უშიშრობაა - ნადეჟდა სავჩენკო - დღეიდან შიმშილობას ვიწყებ - მართალ ადამიანს ვერ შეაშინებ. ნადეჟდა სავჩენკოს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
23-მა ბრიტანელმა დიპლომატმა რუსეთი დატოვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
კენგურუები გამოირჩევიან ანალიზის უნარით, უდაოა, სწორედ ამის დამსახურებაა რომ საქართველოში, ზოოპარკშიც კი არ გვყავს კენგურუ - აქ ჩამოსვლაზე ისეთ სასტიკ უარს ამბობენ, მეტი რომ არ შეიძლება.
რაც შეეხება ამსტერდამელს, მაგას იმდენი მტერი ოლიგრაფი ებრძვის ახლა უკვე სამ ქვეყანაში, რომ ერთი ფეისბუკი არაფერს დააკლებს. ველოდები, ჰოლანდიელი ოლიგარქები როდის დაიწყებენ მის წინაამღდეგ ბრძოლას და საინტერესოა რა მეთოდებს გამოიყენებენ. ვითომ LinkedIn? ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია