ეს ამბავი ორი თუ სამი ასწლეული წლის წინ მოხდა, (ზუსტად აღარ მახსოვს) მალაიზიის ხელმწიფემ შემომითვალა საახალწლოდ მეკვლედ ვწვეოდი. მეც სიხარულით დავთანხმდი.

      ჩემს ჯამბაზურ ხურჯინში ჩავილაგე რახათლუხუმი, ფინიკი, ბლომად შაქარყინული, ვკარი ფეხი მთვარის წვეტოებზე მასხარნანოს ნაწნავებით გაკიდულ ჩვენს მშობლიურ ქოხს, გავაქანავე, ავხტი ვარსკვლავებზე და ასე,ვარსკვლავ-ვარსკვლავ, მხიარული ღიღინათა და ხტუნვა-ყირამალებით გავუყევი გზას მალაიზიის ხელმწიფის სამეფოსაკენ მისი უდიდებულესობის გულის საამებლად და მისი სასახლის კეთილი სურვილებით ასავსებად.

      ასე მხიარულად მივსკინკილობდი მთვარიდან იუპიტერზე, იუპიტერიდან ვენერაზე, რომ უცებ ვიღაცის ჩუმი ტირილის ხმა შემომესმა. გავირინდე და მივაყურადე. ხმა ჩემი მეგობრის - ბუდულას სახლიდან მოდიოდა. გადმოვხედე და რას ვხედავ? ჩემი მეგობარი თავისი სახლის კუთხეში მობუზული მიმჯდარა და ჩუმად ფშლუკუნებს.

      გული დამეწვა. მივხვდი, რომ მარტო იყო და ახალწელს მარტოობის შეხვედრის შიშით ნირწამხდარი უმწეო ტირილს აეტანა.

      ბევრი არ მიფიქრია, ვისკუპე ზეციდან და წუთში მის გვერდით აღმოვჩნდი. კიდევ კარგი მივედი. ბუდულა ბოროტ ჯადოქარს დაეტყვევებინა და ნაცვლად ტკბილეულისა მწარე ნემსით ჩხვლეტდა.

      არც ვაციე და არც ვაცხელე, უმალ ვეძგერე ჩემს ხურჯინს, იქიდან მამიკოს ნაქონი ჯადოსნური გარმონი ამოვიღე და იმდენ ხანს დავუკარი ვიდრე ჯადოქარი ცეკვით არ მოვქანცე და ბოლომდე არ გავაკეთილშობილე.

      გაკეთილშობილებულმა ჯადოქარმაც ნაცვლად მწარე ნემსისა გოზინაყი და ჩურჩხელები შემოგვაწოდა და ჩემი მეგობარი ბუდულაც საბოლოოდ გავამხიარულეთ.

      არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს მხიარულება, რომ უცებ მალაიზიის ხელმწიფეც გამახსენდა. დროის მაჩვენებელ მაჯის პატარა მზეს დავხედე და წასვლა დავაპირე, რომ მივხვდი ჩემს წასვლას აზრი აღარ ჰქონდა. მეგობართან იმდენი დრო გამეტარებინა, რომ ამასობაში მალაიზიაში ის მეფეც ჩამოეგდოთ და სხვა შემდგომი მეფეც ზედ მიეყოლებინათ.

      არც მიდარდია, მთავარი იყო, რომ ბუდულა კარგად იყო და უცხო მეფისთვის გამზადებულ ტკბილეულსაც და კეთილ სურვილებსაც ჩემი მეგობარი ირგებდა.

      ასეთი იყო უზენაესის ნება და რას ვიზამთ?

ნახვა: 263

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, იგავი, პ.ტ.ზღაპრები-იგავარაკები, ტეტუნაშვილი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters