ეს უკვე მესამე ამონარიდია იოზეფ რატცინგერის წიგნიდან - შესავალი ქრისტიანობაში. 

       გახსვოთ ალბათ წინა ორი პოსტი: 

       დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელსაც ეჭვი ჰქვია. პაპი ბენედიქტე ამ თემას ერთი იგავით ჰყვება და შემდეგ მცირე დასკვანსაც აკეთებს.

       "მარტინ ბუბერმა, ერთი ებრაული ისტორია ჩაიწერა, რომელსაც მოგიყვებით. წინა პოსტში აღწერილი ადამიანური ყოფის დილემის გაგრძელებად შესანიშნავი საილუსტრაციო ამბავია. 

       "ერთი განმანათლებელი, ფრიად განსწავლული კაცი, ცნობილ ბერდიჩეველ ცადიკს (ებრაულ კულტურაში წმინდა ადამიანს ეძახდნენ ასე) ეწვია, რათა, მისი ჩვეულებისამებრ, მასთან ეკამათა და შეერცხვინა იგი რწმენის სასარგებლოდ მისი ჩამორჩენილი არგუმენტაციისათვის. როდესაც ის ცადიკის ოთახში შევიდა, იგი ფიქრებში ჩაძირული, წიგნით ხელში მოსიარულე დაინახა. ვერ შეამჭნია რა თავიდან შემოსული, ის, ბოლოს და ბოლოს, გაჩერდა, წამით შეხედა მას და თქვა: „შესაძლოა, ეს მართალია“. სწავლული უშედეგოდ ცდილობდა შეენარჩუნებინა ღირსება, მუხლები უკანკალებდა, იმდენად ეშინოდა მისი სახის დანახვის, იმდენად ეშინოდა მისი უბრალო საუბრის მოსმენის. და უეცრად რაბი ლევი იცხაკი მისკენ მიბრუნდა და წყნარად თქვა: „შვილო ჩემო! თორას დიდმა წინასწარმეტყველებმა, რომელთაც შენ ეკამათებოდი, უსარგებლოდ გაფლანგეს სიტყვები, რადგან შენ დამცინავი ღიმილით წახვედი. ეს კი იმიტომ, რომ მათ ღმერთის და მისი მეუფების არსებობის ნივთიერი საბუთი ვერ წარმოგიდგინეს. ეს არც მე შემიძლია. მაგრამ დაფიქრდი, შვილო ჩემო: შესაძლოა, ეს სიმართლეა!“ განმანათლებელმა, ძალა მოიკრიბა, რათა შეკამათებოდა, მაგრამ საშინელი „შესაძლოა“ კვლავ და კვლავ, როგორც ექო, მის ყურებში ჟღერდა და მისი წინააღმდეგობა გატეხა“.

       ამ იგავში, მისი უცნაური ლიტერატურული ფორმის მიუხედავად, ჩემი აზრით ძალიან ზუსტადაა ააღწერილი ადამიანის მდგომარეობა მის მიმართებაში ღმერთის საკითხთან. მართლაც, არავის ძალუძს ღმერთისა და მისი მეუფების არსებობის დამტკიცება. თავად მორწმუნესაც არ შეუძლია თუნდაც საკუთარ თავს დაუმტკიცოს ეს. მაგრამ რა გამართლებაც არ უნდა იპოვოს აქ ურწმუნობამ, მარ არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს ამ საგანგაშო სიტყვებს "მაგრამ შესაძლოა, ეს სიმართლეა". ვერსად წაუხვალ ამ "შესაძლოა"_ს, ის დგას როგორც მარადიული წინააღმდეგობა, და თავად რწმენის უარყოფაში ურწმუნობა იძულებულია მის უტყუარობას ჩაწვდეს. სხვა სიტყვებით, მორწმუნე, ისევე როგორც ურწმუნო, თითოეული თავისებურად, მოაწილეა ეჭვშიც და რწმენაშიც, თუკი არ ემალება საკუთარ თავს და საკუთარ ყოფიერების შეჭმარიტებას. არავის ძალუძს თლიანად აირიდოს არც ეჭვი, არც რწმენა. ერთისთვის ეჭვის საპირისპირო თუ რწმენაა, მეორესთვის ის ეჭვის გზით და ეჭვის ფორმით გამოიხატება. ადამიანური ხვედრის ძირეული განსაზღვრება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავისი მიწეირი არსებობის საბოლოო აზრის პოვნა სხვაგვარად არ შეუძლია, თუ არა რწმენისა და ეჭვის, შეკამათებისა და დარწმუნების დაუსრულებელი პაექრობა. და შესაძლოა, მათ ურთიერთობის ადგილი გახდეს სწორედ ეჭვი, რომელიც ერთსაც და მეორესაც საკუთარ სამყაროში ჩაკეტვისგან იცავს. ის ორივეს უშლის ხელს მთლიანად ჩაიკეტონ საკუთარ თავში. ის მორწმუნეს და ურწმუნოს ერთმანეთისკენ უბიძგებს. ერთისთვის ეს არის რწმუნოს ბედში მონაწილების ფორმა, მერესთვის - ფორმა, რომლითაც მასში რწმენა სუფევს, მიხედავად მისკენ მიმართული გამოწვევისა".

იოზეფ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში 

თბილისი, 2010

-------------------------

ვფიქრობ საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ საუბრობს იოზეფ რატცინგერი, ვინაიდან დღეს, ჩვენს რეალობაში მრავლად მოიპოვებიან ათეისტები ან ფსევდო ათეისტები მეცნიერული მტკიცებულებებით, ასევე მორწმუნენი რომელთაც არ სურთ დაეჭვება რიგ საკითხებში, რომელი დაეჭვებითაც შეიძლება რწმენის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. მაგრამ როგორც პაპი ბენედიქტე ამბობს, თუკი ისინი არ შეინიღბებიან, თუკი ისინი არ დაემალებიან საკუთარ თავს, მათში ყოველთვის იქნება ეს ჭიდილი რწმენასა და ეჭვს შორის. 

დანარჩენი ფიქრი და მსჯელობა შენთვის მომინდვია მკითხველო. ვისაუბროთ, განვიხილოთ...

მომავალ სტატიაში იქნება საუბარი რწმენის შესახებ. 

P.S. თუ აკრეფისას შეცდომებია გაპარული, ნუ დამძრახავთ, მომწერეთ და შევასწორებ.

ნახვა: 488

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ეჭვი, თეოლოგია, პაპი, რატცინგერი, რწმენა, ქრისტიანობა

ლაშა: სექტემბერი 11, 2013||7:25pm

ნუ ესაა ფიქრი ეჭვზე, მაგრამ თვითონ ეჭვისა და რწმენის ჭიდილია საინტერესო მარიბუს. ძალიან საინტერესო თან. 

რა ბადებს ეჭვს - უცოდინრობა თუ ცოდნა? საიდან მოდის რწმენა - უცოდინრობისგან თუ მცედოენობისგან? საინტერესოა მათი გადაკვეთის და თანაცხოვრობის ველიც :) 

ლაშა: სექტემბერი 11, 2013||8:37pm

და რწმენაზე რას იტყოდი მარიამ???

tsira: სექტემბერი 11, 2013||10:09pm

შეცდომა ვიპოვე. თან რამდენიმეეეეე :)

ლაშა: სექტემბერი 11, 2013||10:16pm

ანუ წაიკთხე - ეს კარგია ცირა! შეცდომები პირადში და მოსაზრება ამ თემაზე - დააკომენტარე აბა :) 

tsira: სექტემბერი 11, 2013||10:31pm

ხო , წავიკითხე.

tsira: სექტემბერი 11, 2013||10:49pm

სპირიდონ პრიმიფუნტელი გამახსენდა,ლაშა მგონი მიმიხვდი რატომაც.

ლაშა: სექტემბერი 12, 2013||12:23pm

ჩქიმ ცირა სპირიდონ ტრიმიფუნტელთან კავშირს მართლა ვერ მივხვდი :(

მარიამ არის რამდენიმე დეტალი რომელსაც სიამოვნებით განვიხილავდი შენთან ერთად. მაგალითად - წინა კომენტარში თქვი რომ ესაა ბოძებული უნარი (ვფიქობ ფიქრი, განსჯა, ეჭვი იგულისხმე) და ეს უნარი უნდა განვავითაროთო. მაგრამ უნარი ან გვაქვს - ან არა! საქმე ისაა რომ რატცინგერი ამბობს რომ ეს ის უნარი კი არ არის რომელიც შეიძლება არ გქონდეს, არამედ ესაა ისეთი რამ რაც ყველა ადამიანშია - ეჭვი რწმენასა და მეცნიერებას (მეცნეირება როგორც შემეცნება, შეცნობა მეცნიერული მეთოდებით) შორის. დაჯერება იმისა რაც ხშირად სოციალიზაცის პროცესში გვეძლევა - ღმერთი არსებობს! და მეორე მხირვ - ეჭვის შეტანა - იქნებ არ არსებობს?

ვფიქრობ ხშირად მოსმენილი ფრაზა დაახლოებით ამ რწმენისა და ეჭვის ველში ყველაზე კარგი ილუსტრაცია იქნება - "აშკარად რაღაც არსებობს" - ეჭვი და რწმენა! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

Qwelly World

free counters