რას ნიშნავს როცა მცხეთაში ცხოვრობ, და მითუმეტეს იქ - სადაც მე!

       გაიღვიძებ დილით - 08:40

       T >> lshisa >> Password >> enter >> Start >> Chrome >> enter >> argus.iliauni.edu.ge >> 310010... password >> ცხრილი >> ოთხშაბათი >> კალამი და ფურცელი >> 12:00, I 213 >> ტ >> X >> Start >> shut down!

       10:45 წუთი...

       დეე ყავა მზადაა??... დეე... დეეეეე.!!... აუხ წასულან.
ტანსაცმელი, ონკანი, წყალი... ჩაიდანი... ქშუტუნი... ყავა... ქურტუკი... ტანსაცმელი-ფეხსაცმელი... კარი... წავედიიიი... - 11:25

       ძალიან მაგვიანდება, რადგან ლექცია მაქვს ისეთ კორპუსში აქამდე რომ არ ვყოფილვარ და მისაგნებად საათნახევარი, 30 ადამიანის გამოკითხვა, Google Map ან თბილისის რუკა მჭირდება...

       როგორც იქნა ხედავ რომ მოდის სამარშრუტო ტაქსი - მარშრუტკა... იქნევ ხელის მხარის ატკიებამდე, მაგრამ საპასუხოდ მძღოლიც იქნევს ხელს რომ ადგილი არ აქვს და ხედავ საქარე მინაზე მიწყობილ 4 თავს, რომ აღარაფერი ვთქვა კარის ფანჯრიდან მომზირალ საჯდომს (სამწუხაროდ მამაკაცის)...

       პირველი გინება მცირე ზომისაა - უხ თქვენი!

       როცა პირველი მარშრუტკა არ გაგიჩერებს უწმაწური გაფიქრების შემდეგ იწყებ საკუთარი სურვილებისა და იმედების დაჯერებას სხვა მარშრუტკის მძღოლების გონიერებაზე, რომ რადგან ეს შევსებულია, მეორე მალე მოვა და კარგი იქნება თუ არ გადახვალ ხიდის მოპირდაპირე მხარეს რათა მცხეთის სოფლებიდან ჩამოსულ ტრანსპორტს გაჰყვე, რომელშიც ასევე საეჭვოა ადგილი იქნება თუ არა.

       გადის თხუთმეტი წუთი, მიხვდი რომ ის სურვილები და იმედები ილუზია იყო - 11:48 ...

       მეორე მარშრუტკა, უფრო მცირე ზომის და უფრო მეტი ხალხით - დაახლოებით იმდენი, ზედა საქარე მინა რომ აქვს ახდილი მარშრუტკას და შანგბადს იქიდან ეზიდება...

       გინების სიტყვათა შეწყობა უფრო ვრცელი და უხამსია...

       რაც "კატოკმა" ასფალტი ვერ მოასწორა, შენ ტკეპნი 20 მეტრის რადიუსში...

       ტელეფონის ჯიბიდან ამოღება-ჩადებით შარვალიც თანამედროვე სტილისა ხდება (გახეხილი) და ტელეფონიც ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას სრული დატვირთვით...

       დაიწყო ლექცია - 12:00

       12:10 წუთი - კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა ჰორიზონტზე და რა თქმა უნდა არ კარგავ იმედს და შემართება - ხელის ქნევა მოტეხვამდე! ამჯერად მძღოლმა უკვე აღარც იკადრა ხელი გაექნია ადგილი არ მაქვსო, ფანჯრიდან გადმოყოფილ ზემოხსენებულ სიმდიდრეზე ეტყობოდა რაც ხდებოდა შიგნით!

       12:35 წუთი... ამ შუალედში კიდევ ორმა მარშრუტკამ ჩაიარა...

------------------

       სახლისკენ მიმავალი ბილიკი...

       მე უკვე სრულად ვფლობ ქართული გინების ხელოვნებას!

       მადლობა მცხეთის სატრანსპორტო სამსახურს ასეთი ხალისიანი დილისთვის...

------------------

"სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ" ხო? არ ჯობს მარშრუტკები დადიოდნენ ნორმალურად?!

ნახვა: 1281

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა, სტუდენტი, ქველი

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:49pm

ეე ჩქიმ ცირა, დიდ დიღომამდე რომ შემეძლოს ჩამოღწევა რა მიჭირს :D :D :D :D მაგრამ პრინციპში ეგეც კარგი საშინელებაა :D :D :D 

არ ჯობია ფოთიდან დადიოდე ? :D 

Keti საშველი არის მარშრუტკების მობილიზებაში, მოწესრიგებულობაში და რაციებში! 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||3:53pm

მარიბუს მადლობა თანაგრძნობისთვის :* :) მაგრამ არ წასვლამ ქველზე დამტოვა (ეს ის მომენტი როცა ყველაფერში კარგს ხედავ) :D 

qeti: ოქტომბერი 9, 2013||4:40pm

მოდი და მერე ვინმემ თქვას რატომ იგინება ქართველი ხალხი ამდენსო ხო ? 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||5:09pm

აბაა qeti :( ისეთ პირობებში გვიწევს ყოფა-ცხოვრება რომ ადამიანს არ გინდოდეს, მაინც წამოგაცდევინებენ რა :(

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||5:48pm

salo, ჰო იცინეთ იცინეთ :( რატომაც არა რა :@ მე აქ ნერვებს ვიში და გინებას ვსწავლობ და შენ იცინი მანდ პატიოსნად :( :D :P 

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||6:13pm

უღრმესი მადლობა salo ამ ნუგეშისთვის :( :( :( დამშვიდებაც ასეთი უნდა :P :D

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||7:25pm

მადლობა შოთი, იმედია ჩემი კალამი მაინც უშველის ამ მარშრუტკების მიმოსვლას :D :D :D 

თათია: ოქტომბერი 9, 2013||9:27pm

ლაში ზოგი ჭირი მარგებელიაო :))

ლაშა: ოქტომბერი 9, 2013||10:11pm

თათ ეს ისეთი ჭირია, რომელიც არ შემერგება :@ 

თათია: ოქტომბერი 9, 2013||10:15pm

რა ასეთი შემთხვევები ხშირია? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters