კვირის ბოლომდე ალბათ აქტუალური იქნება გავლილი არჩევნები, მითუფრო რომ გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში წარმოდგენილი შესანიშნავი ლანძღვა-სანახაობა მთელი დღის განხილვის მიზეზი გახდა. დღევანდელი ნიუსები გარკვეულწილად განაპირობა ასევე ციანიდმა და ქიმიის მასწავლებელმაც, ამასთანავე ამჯერად უკვე ნამდვილად არამოქალაქე სააკაშვილმაც გადაგვახედა სხვა ქვეყნის ამბებში.
მეოცნებეების დაპირისპირება სხვა პარტიებს ნამდვილი ეგონაო თუ როგორ არის ეგ ანდაზა? - ზაქარია ქუცნაშვილი - 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური სახლში გალოთებული იჯდა, მინდოდა შანსი მიმეცა, რადგან მისი მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. თამაზ მეჭიაური ქუცნაშვილზე - ოროთახიანი ”ხრუშჩოვკიდან” წამოვიყვანე, მაგან კი არა, მე მივიყვანე ეგ პარლამენტში, სპეციალისტად 1995 წელს. თამაზ მეჭიაური საზოგადოებას უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიშს უხდის. ლელა ქიტესაშვილი მეჭიაურზე - როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს ლიდერობაზე და პოლიტიკოსობაზე, მეტი კორექტულობა მართებს. კობა ნარჩემაშვილი - ვისურვებდი, რომ ასე კარგად ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს თიანეთის ოლქის არჩევნებმა ჩრდილი არ მიაყენოს. გიორგი კანდელაკი - ქუცნაშვილმა და მეჭიაურმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს, რომ კორუფცია „ოცნების“ სტანდარტია. ნუკრი ქანთარია - თიანეთში დაფიქსირებულ საარჩევნო ხარვეზებს სასამართლო პასუხს ობიექტური გადაწყვეტილებით გასცემს. თამაზ მეჭიაურის ადვოკატი - თიანეთის არჩევნების შედეგები არ უნდა გაუქმდეს, რადგან ხელახალი არჩევნები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მცხეთის სასამართლომ თიანეთის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თიანეთის მერის არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. თამაზ მეჭიაური - მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიო „კაპოტზე“. გია ვოლსკი - იმედი მაქვს, თიანეთის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველაფერი სიღრმისეულად არის გაანალიზებული. კობა ნარჩემაშვილი ქუცნაშვილი-მეჭიაურის განცხადებებზე - ეს ორი ადამიანის დაპირისპირებაა, საკმაოდ ცხარე, ჩემთვის არასასიამოვნო. ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია. ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია. ნინო ბურჯანაძე - ახლა თქვენ გაყალბებული არჩევნები გემხობათ თავზე, თუ ასე გააგრძელებთ მალე ხელისუფლება დაგემხობათ თავზე.
დღის მნიშვნელოვან ამბავთა შორის, გამორჩეული იყო ციანიდის საქმის მთავარ ფიგურანტთა თემა. როგორც იქნა, სულიერმმა მამამ, სულიერი შვილი მოინახულა. ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მეუფე დიმიტრი და დეკანოზი რევაზ სიხარულიძე შევიდნენ. მეუფე დიმიტრი - მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, ცოტა დაძაბული და მკაცრი საუბარიც გვქონდა. მეუფე დიმიტრი - მამა გიორგი მამალაძემ ბოდიში მომიხადა, რომ ბევრ საკითხს ჩემთან არ ათანხმებდა. მეუფე დიმიტრი - სოსო ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა, ის არის დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. მეუფე დიმიტრი - ემოციურად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და მამა გიორგისთან შეხვედრამდე ეს უნდა დამეძლია. მეუფე დიმიტრი - დეკანოზის სულიერი მოძღვარი ბათუმშია და პატრიარქთან შეთანხმებით, მამა გიორგის ზიარების საკითხი სავარაუდოდ გადაწყდება. მეუფე დიმიტრი - სასაცილოა, რომ პატრიარქს ქამარზე სეიფის გასაღები ჰკიდია, რომელშიც ანდერძია - ასეთი რამ ზღაპრებში წამიკითხავს. მეუფე დიმიტრი - არ არსებობს იმაზე მეტი ბოროტების მოფიქრება, რომ მე დაპირისპირებაში ვარ ჩემს გამზრდელთან, ბიძასთან, ვისთანაც სიცოცხლით ვარ ვალდებული. მეუფე დიმიტრი - პატრიარქი მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით გაორებულ მდგომარეობაშია. ადვოკატი - მეუფე დიმიტრის ვიზიტი არ იყო ფორმალური და ის მართლა დაინტერესებული იყო ბევრი დეტალით.
მოსწავლეებსაც უყვართ მასწავლებლები - 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგების ნაწილი განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავს. 67-ე სკოლის დირექტორის განცხადებით, ქიმიის მასწავლებელი იმიტომ გაათავისუფლა, რომ ბავშვებზე ძალადობდა. განათლების სამინისტრომ 67-ე სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 67-ე სკოლასთან შეკრებილი მოსწავლეები დირექტორის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას შეძახილებით შეხვდნენ. 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი - მჯეროდა, რომ განათლების სამინისტრო დირექტორთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 67-ე სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძახილის „სირცხვილია“ ფონზე გააცილეს. 67-ე სკოლის ქიმიის ყოფილი მასწავლებელი - სკოლაში აღდგენაზე სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მივმართავ.
სამთავრობო ცვლილებები - ლევან დავითაშვილი - მთავრობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები და განხილვები არ ყოფილა. გიორგი ალიბეგაშვილი - ჩემ ადგილს ვხედავ საკრებულოში და რა დავალებასაც მივიღებ, შევეცდები ღირსეულად გავართვა თავი. კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის ახალ წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრების და პრობლემების პირადად გაცნობის გაგრძელებას სთხოვს. კახა კალაძე - საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომელიც ბოლო პერიოდში იყო საკრებულოსა და მერიის მხრიდან, ჩემთვის არ არის მისაღები. კახა კალაძე - მერიაში ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება.
ახალი პოლიტიკური ელიტა - ხათუნა ლაგაზიძე - ალეკო ელისაშვილს, დავით უსუფაშვილს და გიორგი ვაშაძეს აქვთ შესაძლებლობა, არსებული პოლიტიკური ელიტის ალტერნატივა გახდნენ. გია ხუხაშვილი - ვერც ალეკო ელისაშვილში და ვერც პრეზიდენტში სისტემური პოლიტიკოსი ვერ დავინახე.
ფაროსანას მავნებლობის ზომა - ლევან დავითაშვილი - ფაროსანას მიერ მიყენებული დაზიანება მინიმალურია, რაც ციტრუსის მოსავალზე ვერ აისახება.
მშენებლობების ნებართვები რთულდება - ირაკლი ხმალაძე - მშენებლობებთან დაკავშირებით მოგვიწევს ცოტა რთული გადაწყვეტილებების მიღება.
გამაუფასურებელი მოლოდინები - აკაკი ზოიძე - ლარის გაუფასურება განპირობებულია მოლოდინებით, რომელიც მათ შორის არჩევნებს უკავშირდება.
კობა გვენეტაძე - ლარის კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
დღის ბოლოს, მარგველაშვილისეული რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ - გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება დემოკრატიის სისრულის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა. როდესაც არაა მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ძნელი პერიოდი დგება. როდესაც არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში, ეს იყო ღიად წასვლა იმ პროცესის წინააღმდეგ, რომლის ბოლო კარგად ვიცოდი. ამ კონსტიტუციამ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბევრი მნიშვნელოვანი ბერკეტი შეასუსტა, თუმცა, კონსტიტუციის საერთოდ არქონას სჯობს. ბუდისტურ-ნირვანისტური პრეზიდენტი თუ ჰგონიათ არბიტრი, ეს არის არასწორი. იმ ნაღმების შემეშინდა, რასაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში. ქვეყანამ ვერ მიიღო უკეთესი კანონი და როგორებიც ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ისევ ისეთები დავრჩით. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში - გავანადგუროთ, ამოვთხაროთ, გადავასახლოთ, ჩავრეცხოთ.
საზღვარგარეთულები:
ამერიკამ, ჯანდაბას, მივიღებთ ლტოლვილებსო, მიწები მაინც მრავლად გვაქვსო - აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აშშ ლტოლვილების მიღებას განაახლებს, თუმცა 11 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოთხოვნებს გაამკაცრებს. თეთრი სახლის პრესმდივანი - რუსეთი ხელს აფარებს სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას.
მიტინგომანია აქვს ამ კაცს - მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის დათმობა არ შეიძლება, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, მოვიდნენ მიტინგზე. უკრაინის საიმიგრაციო სამსახური - ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლებელია. მიხეილ სააკაშვილი - უკვე მეორედ ვცხოვრობ კარავში - პირველად გზა ავაშენეთ, ამჯერად კი უკრაინული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ადვოკატი - უკრაინის გენპროკურატურას დადგენილებები აქვს მიღებული, რომ პოლიტიკური დევნის გამო სააკაშვილი საქართველოს არ გადასცეს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მეფე ნონ გრატა უფრო შეეფერება, არა? - კატალონიის ქალაქ ჟირონაში ესპანეთის მეფე ფელიპე VI პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე - კატალონიაში არჩევნები 6 თვის ვადაში უნდა ჩავატაროთ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია