მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ჩამოწვა და მხოლოდღა არჩევნების შედეგების გამოძახილებიღა იმის მედია საშუალებებიდან. ისეთები როგორიცაა მეორე ტური, გაყალბების ვერსიები, უარი არჩევნებს და ა.ს. ამასთანავე ვიზიტები და მსოფლიო ინტეგრაციაც არ ვარდება დღის წესრიგიდან. მოკლედ,
არჩევნების თემიდან - „სამართლიანი არჩევნები” - თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა გაიმართოს. მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.
თქვეს უარი მეორე ტურზე და მიიღეს პასუხიც - მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილების საფუძველი რთული ამოსაცნობი არ არის, იციან, რომ მათი წარმატება გამორიცხულია. ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება ჩვენზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ნინო გოგუაძე - იმდენად მცირე იყო „ნაცმოძრაობის“ კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა, რომ მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. გია ვოლსკი ”ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილებაზე - წაგებული პაექრობის შემდეგ უკეთესია გამოიყურებოდე დაჩაგრულ მხარედ, იქნებ ამით მიიქციო საერთაშორისო ყურადღება. ნინო გოგუაძე - „კონსერვატიულ პარტიას” სხვადასხვა საკრებულოში თავისი ფრაქცია ეყოლება. ეკა გიგაური - უბნებზე აქტივისტების ყოფნის საკითხზე კანონში ცვლილებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ არჩევნების დაკვირვებას საფრთხე არ შეექმნას. თამარ ჩუგოშვილი - ადგილობრივი არჩევნების შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია. სალომე სამადაშვილი - ჩაითვალა, რომ მეორე ტურზე უარის თქმით ხაზს გავუსვამდით ქვეყანაში საარჩევნო გარემოს მხრივ შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ეკა ბესელია - ალბათ, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხედავს თავისი კანდიდატების გამარჯვების პერსპექტივას. გიგა ბოკერია „ნაცმოძრაობის“ შესახებ - ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა. გოგი წულაია - თუ მეჭიაურის წინააღმდეგ გახსნეს ყუთები და გადათვალეს ხმები, რატომ არ შეიძლება ჩემი მოთხოვნის საფუძველზეც გაიხსნას? რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო არ არის ჩრდილოეთ კორეა, სადაც გადაწყვეტილებებს ერთსულოვნად იღებენ.
დამარცხებულების სხვა ფლანგი - ალეკო ელისაშვილი - ჩემი უახლოესი გეგმები „ტფილისის ჰამქარს” უკავშირდება, თუმცა პოლიტიკურ მომავალზეც ვფიქრობ. ალეკო ელისაშვილი - მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები ფერადი ტყუილები იყო. ალეკო ელისაშვილი მზად არის, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს. ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.
გამარჯვებულებიდან რა ისმის და - კახა კალაძე - რაც შეიძლება მეტი “პანორამა თბილისი” გვჭირდება.
ჩვენ და ბრიტანელები ვაჭრობით დავკავშირდებით - გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს. ლონდონის სითის მერის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია. ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი - ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია.
მომავლის მერია - ბექა ნაცვლიშვილი - მერია უფრო მოქნილი უნდა გახდეს, შესაცვლელი იქნება არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურების სტრუქტურები.
26 საუკუნოვანი მეგობრობის ამბავიდან - არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ისრაელში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას განამტკიცებს. ირაკლი კობახიძე ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ქართული სიტყვა ფორუმზე - დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - OECD-ისთან პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა.
შენ-გენაცვალე თუ როგორ იყო ის? - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს.
ჟინვალთან, მეჭიაურის წარმომადგენლების მანქანა აფეთქდა და ყველა გამოძიებას თხოულობს - ნანა კაკაბაძე - ჩვენი წარმომადგენლების მანქანაში, რომელსაც, სავარაუდოდ „მოლოტოვის“ კოქტეილი ესროლეს, თამაზ მეჭიაურიც უნდა მჯდარიყო. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ თიანეთის ოლქში გაჩენილ ყველა ეჭვს და კითხვას დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს. ანა ნაცვლიშვილი - საია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან, თიანეთში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები ჩარევის შედეგად შეიცვალა. თამაზ მეჭიაური - თიანეთი ქუცნაშვილის სამოურავოა. მცხეთის სასამართლოში თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა იწყება. კახა კოჟორიძე ჟინვალში მანქანის აფეთქებაზე - ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის. თამაზ მეჭიაური - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, არ ვიცი, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ლელა ქიტესაშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. ზაქარია ქუცნაშვილი - მეჭიაური გაურიგდა თითქმის ყველა პარტიას, რათა მათ კანდიდატები არ დაეყენებინათ, სანაცვლოდ კი ”ქართული ოცნების” დისკრედიტაციას დაჰპირდა.
საზღვარგარეთულები:
სამი წლით უკრაინა მისთვის მიუწვდომელი იქნება - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კობა ნაყოფიას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება. უკრაინის გენპროკურორი - ავანტიურისტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინაში გადატრილებას ამზადებენ. პეტრო პოროშენკო - საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ვერ შეძლებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას. ქსენია სობჩაკი - საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყირიმი უკრაინის ნაწილია, ყველაფერ დანარჩენზე კი უნდა ვისაუბროთ. უკრაინის გენპროკურორი - პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან ფინანსდება და მე ამას დავამტკიცებ. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის გენერალური პროკურორი ლუცენკო ტყუის. უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის 20 ქართველი თანამებრძოლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის პარლამენტის წინ „კარვების ქალაქში“ ვიცხოვრებ. უკრაინის გენპროკურორი - რადასთან აქციების დასაფინანსებელი თანხები საქართველოს მოქალაქეებს კერძო თვითმფრინავებით ჩამოჰქონდათ. ლვოვის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა.
უმინისტრებო გერმანია ანუ ბლომად ვაკანსია მთავრობაში - გერმანიის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა.
თუ დამოუკიდებლბას აპირებთ, მსხვერპლი დიდია - ესპანეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ შესაძლოა, კარლეს პუჩდემონის დაპატიმრება გამოიწვიოს. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი - მთავრობას კატალონიაში წესრიგის აღსადგენად შეუძლია ძალა გამოიყენოს, თუ სეპარატისტები მადრიდის პირდაპირ მმართველობას შეეწინაღმდეგებიან.
უსწავლელი ბავშვები - იუნესკო - მთელ მსოფლიოში სასკოლო ასაკის 264 მილიონი ბავშვი და მოზარდი სკოლაში არ დადის.
გამოცდების გმობა - სერგეი შოიგუ - რუსეთი გმობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდებს, ასევე, ეწინააღმდეგება რიგი ქვეყნების სამხედრო აქტიურობას, რაც ჩრდილოეთ კორეის პროვოცირებას იწვევს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი - „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებს.
ვინ ვის სჭირდება, საკითხავი აი ეს არის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს კი არ სჭირდება ევროპა, არამედ ევროპას სჭირდება თურქეთი.
იტალიაც ტერიტორიებთან პრობლემურობს - იტალიის პრემიერი - მზად ვარ, ვენეტოსა და ლომბარდიას ავტონომიის გაფართოების მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები გადავდგა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია