გუშინაც დაგვიანონსეს აგრილება, მაგრამ მთელი დღე მხოლოდ მხუთავი ღრუბელი მივიღეთ. ახლა, უქმეებზე წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი გველოდებაო, ამბობენ. ქვეყანაში კი აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, ხორავას დამნაშავეების სასამართლოები დაიწყო და საღამოს, შსს მინისტრი გახარია მედიას ეწვია ხმაურიანი ინტერვიუთი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 ივლისი, 2019/

      ევროპული შეხვედრა ბათუმში, აღმოსავლელებთან პარტნიორობაზე - დავით ზალკალიანი - საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია ლიდერ ქვეყნად, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს. ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. „გადადგეს გიორგი გახარია“ - ბათუმში მაღალი დონის კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ. დავით ზალკალიანი კონფერენციის მონაწილეებს - მოგიწოდებთ იყოთ გაბედულები საკუთარი იდეების გამოთქმაში. მამუკა ბახტაძე - შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველოსთან ერთად ევროპა უფრო ძლიერი ხდება. საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რა ტიპის ტრანსფორმაციის ძალა გააჩნია ევროკავშირს. სალომე ზურაბიშვილი ევროპელ სტუმრებს - დადგა დრო, რომ ახალი კურსი დავიწყოთ ჩვენს ურთიერთობებში. დონალდ ტუსკი - საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვის. არჩილ თალაკვაძე - 300 წლის წინ სახელმწიფო მოღვაწემ სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე, 300 წლის შემდეგ ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა. მამუკა ბახტაძე - საქართველოს შუაგულში გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით. არჩილ თალაკვაძე - ევროპული გზა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია. პრეზიდენტი - საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ევროპოლიტიკაში. ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პუტინის ბანერს ფეხით გადაუარეს. არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირის წევრობა. მამუკა ბახტაძე - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოხდა, საქართველოს წინაშე ახალი ამოცანები დგას. დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა. სალომე ზურაბიშვილი - ყველა კარზე უნდა დავაკაკუნოთ და ყველა კარი უნდა გაიხსნას ჩვენს წინაშე. დონალდ ტუსკი - მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს გაფართოებას. სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავის მისიას შეასრულებს - გარანტიას ვიძლევით, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით გავაგრძელებთ სვლასა და მოქმედებას. დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როცა ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, ვგულისხმობ „თავისუფლებას“, „სიამაყეს“, „მამაცობას“ - არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ. სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ საქართველოს შიგნითაც - დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალა არსებობდეს საქართველოში. არჩილ თალაკვაძე - დემოკრატიის ამ დონეს, მიღწევებსა და უსაფრთხოებას ევროკავშირისგან უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დონალდ ტუსკს შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტუსკს შესთავაზა, მას შემდეგ, რაც ის ევროსაბჭოს პრეზიდენტი აღარ იქნება, ქართული ღვინის დასაგემოვნებლად საქართველოში ჩამოვიდეს. მაია ცქიტიშვილი - ჩვენი არჩევანია, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი. დონალდ ტუსკი - თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი პოზიცია პრეზიდენტ პუტინის ტაქტიკის შესახებ, უკეთესი იქნება თუ დღეს კომენტარისგან თავს შევიკავებ. დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება. სალომე სამადაშვილი - ტუსკთან დავაყენე საკითხი, რომ აუცილებელია დაიწყოს სანქციების განხილვა, რაც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ოპოზიციის დევნას გააგრძელებს. სერგი კაპანაძის განცხადებით, დონალდ ტუსკი აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას „არსებული პოლიტიკური კრიზისის“ შესახებ ესაუბროს. პიტერ სიიარტო - რაც მეტნი ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით - უნგრეთი საქართველოსთვის მაპ-ის გააქტიურების მომხრეა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველი სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან უნგრულ უნივერსიტეტში, საუკეთესო ელჩები იქნებიან ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის. ლოურენს მერედიტი - ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან. ვაზილ ჰუდაკი - საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით. დევიდ კრემერი - პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველებმა უნდა შეძლონ, რომ ამ მახეში არ გაებან. კლაუდია როთი - იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას ვიგრძენი პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და არ დავივიწყოთ, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია. თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამისათვის გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯი ევროკავშირის მხრიდან. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. დონალდ ტუსკი - რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ლიდერია ევროკავშირის სტანდარტებისთვის მომზადებაში, მომავალში იქნებ წევრობაც იყოს, რატომაც არა. გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი - ხალხი იმედგაცრუებულია ორივე ჯგუფით - „ნაციონალური მოძრაობით“ და „ქართული ოცნებით“.

      კარტოგრაფია პუტინისთვის - გიორგი კეკელიძე - ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს გახსნის, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი.

      შეღავათიანი გემთმფლობელები - გემთმფლობელებს საქართველოს პორტებში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.

      კორეასთან სიახლოვე - საქართველოსა და კორეის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა.

      ხორავას დამნაშავეები - მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. პროკურორი - მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით საქმეში ახალი მტკიცებულებებია. მიხეილ კალანდია - თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მიხეილ კალანდიას ადვოკატი - საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები - დანაშაულის იარაღი საქმეში არ არსებობს. მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა. პროკურორი - სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მხრიდან დანაშაულის ჩადენას.

      მგზავრობა თბილისში - თბილისის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ. ტურისტები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან. დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს - ამ ნიუსში, უფრო საინტერესო მეჩვენა ქუჩის დასახელებები.

      ოსური პროტესტი - ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საელჩო ქართულ პროდუქციაზე საქართველოს რუკის არსებობას აპროტესტებს.

      რკინიგზელთა ამბები - „საქართველოს რკინიგზა“ - აბაშის რკინიგზის ხიდზე აქტივისტები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით, ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ.

      მილიარდელის მკვლელობა - ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

      შსს მინისტრ, გახარაის გარშემო - შეკვეთილში მოშიმშილეები - შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებთ, ვიდრე შს მინისტრი არ გადადგება. სულხან სალაძე - თუ გამოძიება საუბრობს ამბოხზე, უნდა დაამტკიცოს მაქსიმალურად მოკლე დროში და პროცესი უსაშველოდ არ უნდა გაიწელოს. გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ვებგვერდი argadadge.ge შეიქმნა. პარლამენტის წინ აქციაზე გიორგი გახარიას ინტერვიუს უყურებდნენ. ნინო ლომჯარია გამოძიებისგან იმ ვიდეომასალის შესწავლას მოითხოვს, რომლის მიხედვით, ნიკა მელია 20 ივნისს აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც ნიკა მელია მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეხვედრასთან დაკავშირებით, პარალელურად, სხვადასხვა ფლანგებიდან მიდიოდა ორგანიზებული შტურმი. გიორგი გახარია - ბრძანება მე გავეცი. შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე დაიბარა. გიორგი გახარია - ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას დამიძახებენ - სისხლისმსმელი, თვალებისმთხრელი, მე არ მაქვს უფლება, დავუშვა კომპრომისი. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება განკარგულება სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. დავით ბაქრაძე შს მინისტრის ინტერვიუზე - დღეს, 11 ივლისს, გიორგი გახარია დამთავრდა, როგორც ადამიანი. გიორგი გახარია - ეს სახელმწიფო გადატრიალება წლების განმავლობაში იგეგმებოდა, ის აღიკვეთა, თქვენ გგონიათ, რომ საბურავების საქმეს ვინმე ბოლომდე არ მიიყვანს? დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. როდესაც ვიღაც საუბრობს დათვის და კიდევ რაღაც ტყვიებზე, ეს სიცრუეა. ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცველი სისტემის მიერ მასების მართვისთვის. ტყვიები, რომლებიც იყო გამოყენებული, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. ეს ნარინჯისფერი ტყვია არის 2012 წელს შეძენილი. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტური მანძილი არის 10 მეტრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია იყოს გამოყენებული 20 მეტრიდან. ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. გრიგორიანი არის ამ მდგომარეობაში ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით. გრიგორიანმა როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი. გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს. ელენე ხოშტარია - დღეს ჩვენ ვიხილეთ სიძულვილით, ტყუილებით, უპასუხისმგებლობით, შიშით სავსე, პოლიტიკურად გარდაცვლილი შს მინისტრი. გახარია 21 ივნისზე - ჯგუფები ახალგაღვიძებულ ქალაქს პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ. აქციის ორგანიზატორები გახარიას გადადგომამდე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავენ. რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების ხელწერა [რეზინის ტყვიები], როდესაც საუბარია მშვიდობიან აქციაზე. ჩვენ დრო გვჭირდება, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. სიმართლე არის ძალიან მარტივი, ეს აქცია იყო ერთმნიშვნელოვნად ძალადობრივი. ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

      საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 122

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters