მონოთემურად მიწყობილი კვირები გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ - ქვეყანა მხოლოდ აქციების გარშემო ბრუნავს და პარალელური აქციებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტებზე გვეუბნება. დღის მთავარი თემები იყო ისევ 20 ივნისის გამოძიებები, პუტინის ინტერვიუ უკუკავშირი და ლარის, მერიის და განათლების ინფოპოსტები.
ჩეხი სტუმარი - საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა. დავით ზალკალიანი - ჩეხეთის მხარდაჭერა არის ურყევი, რაც გამოიხატება როგორც საჯარო განცხადებებში, ისე პრაქტიკულ დონეზე.
რუსთავი ორი დღის ამბებში - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეს „რუსთავი 2“-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი, ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო. Freedom House-ის წარმომადგენელი - თუ გამოხატვის თავისუფლება გაბუნიას საშუალებას აძლევს გააკეთოს არაპროფესიონალური კომენტარი, ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს, რომ ჰქონდეთ რეაქცია. რუსეთის განცხადება გიორგი გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია.
გამოძიება 20 ივნისზე - გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. გიგი უგულავა - „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს. გიგი უგულავა - 20 ივნისზე პასუხისმგებლობის ასაცილებლად, ისტორიის გადაწერა დაიწყეს, რომ თურმე "ვარდების რევოლუციაც" შევარდნაძის კრავივით რეჟიმის დამხობა იყო. სულხან სალაძე - 20 ივნისის მოვლენებზე, ერთი და იგივე მოსამართლეები, ერთი და იგივე ჩვენებების და მტკიცებულებების საფუძველზე, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. შსს-მ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა დაკითხვა დაიწყო. შსს-ში 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაზარალებული მზიური შონია გამოკითხეს - მაქვს ღია კაფე რუსთაველზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. ტელევიზიით ვუყურებდი ამ ყველაფერს. გამოძიებას მივაწოდე ეს ინფორმაცია. შსს-ში ავტობუსის მძღოლი დაიკითხა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს. 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის დედა - მინდოდა, უგულავასთვის მეკითხა, იყო თუ არა ჩემი შვილი დამნაშავე - მაინტერესებს, რისთვისაა ის ციხეში გამოკეტილი. 20-21 ივნისის საქმეზე მოწმე - ხმაურზე გამოვედი აივანზე და რომ დამინახეს, მთხოვეს მათ აქციაზე ჩავსულიყავი - შემდგომ დამიწყეს გინება, მესროლეს ქვა, მესროდნენ ნაგვის პარკებს. გიგი უგულავა - საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება მოუნდებათ, ამოწევენ გვარს. ამირან სალუქვაძე - გახარიამ თქვა, რომ შესაძლოა, 20 ივნისის ღამეს გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმაც იმოქმედა, როცა პატარა რეზინის ტყვიებმა ზეგავლენა ვერ მოახდინა. გიგა ბოკერია 20 ივნისს პარლამენტის დაცვის გაძლიერების მიზეზად პარტიების მხრიდან „გაათმაგებული რაოდენობის საშვების“ გამოწერის დასახელებას ანეკდოტს უწოდებს. გიგი უგულავა შს მინისტრის და ექსპერტების შეხვედრაზე - გახარიამ, მე გავეცი დაშლის ბრძანებაო, პანკისში უბრალო რეზინის ტყვიებმა არ იმუშავაო და 20 ივნისს დათვის ტყვიები ამიტომ გამოვიყენეთო, აღიარებითი ჩვენებაა!
მოგზაურების შემოწირულობები - 6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
პუტინის ინტერვიუს გარშემო - დავით ზალკალიანი სანქციების შესახებ პუტინის განცხადებაზე - თქვენ არ მიესალმებით? - ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე. ვლადიმერ კონსტანტინიდი - სამწუხაროა, რომ ოპონენტების ნაწილი კვლავ ცდილობს საზოგადოებაში დესტრუქციული მუხტის შეტანას და პოლარიზებას, ასე იქნა მათ მიერ ინტერპრეტირებული მინისტრის განცხადება, რომელმაც დადებითაც შეაფასა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების შეჩერებაზე გადაწყვეტილება. კონსტანტინ კოსაჩოვი - საქართველოში ჯანსაღ ძალებს „ზედაპირული ნაციონალიზმის“ უბედურების გადალახვას ვუსურვებ. გია ანჩაბაძე პუტინის განცხადებაზე - ზოგჯერ ისტორიკოსები პოლიტიკის სამსახურში დგებიან და წერენ იმას, რაც პოლიტიკურად საჭიროა, თუმცა, როცა საჭიროება იცვლება, ეს იდეები მოუსავალში მიდის. ვალენტინა მატვიენკო - საქართველოში მომხდარი ხელს აძლევს მესამე ძალებს და კარგად მოფიქრებული პროვოკაციაა. თამარ ხულორდავა - პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებაზე - ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. მამუკა არეშიძე - გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია - ისტორიული თანამეგობრობა რუსეთში დაიწყებს ისტორიის გამოცვლას, არ არის გამორიცხული შეცვალონ დოკუმენტები. სერგეი გავრილოვი - საქართველოს შეუძლია რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაიზიაროს. სვიმონ მასხარაშვილი - ისტორიის გაყალბებით, ძალმომრეობით ქართველის დამორჩილება ვერ მოახერხა ვერც მურვან ყრუმ, ვერც თემურ ლენგმა, ვერც შაჰ-აბასმა და ვერც პუტინი მოახერხებს. დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერს, არაფრის მთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პუტინის პრეტენზიას. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ისტორიას ვერავინ შეცვლის და ვერ გადაწერს - ვერ გადაწერს ვერც რუსეთის პრეზიდენტი. ივანე მაჭავარიანი - საუბარი, რომ მეტი გაყიდული ღვინო რუსეთში ან მეტი შემოსული ტურისტი, უარს გვათქმევინებს ჩვენს დასავლურ არჩევანზე, არის სიბეცე, ან მავნებლობა. ნათია თურნავა - ზარალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა.
მერიის პარაგრაფი - კახა კალაძე - სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით, 900-მდე განცხადებიდან 820-ის დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. თბილისის მერიის პროექტით, უცხოელი პროფესორები სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ლექციებს ჩაატარებენ. მერიის ინფორმაციით, თბილისის 50-ზე მეტ საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა. თბილისის მერია ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო კომპანია TEGETA TRUCK AND BUS-ს დააჯარიმებს. საქმე ეხება მერიის მიერ შესყიდულ MAN-ის 90 ავტობუსს, რომლის ნაწილიც, 50 ერთეული, კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია. მიწოდების ვადა ივნისში ამოიწურა.
ლარის მოუგვარებლობა - ზურაბ მელიქიშვილი - ლარის პრობლემის მოხსნა პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან. დავით ბაქრაძე - მთავრობა საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას თესავს, მუდმივად საუბრობს ამბოხებებსა და სისხლისღვრაზე, ეს ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზია. ირაკლი მეზურნიშვილი - სტაბილურობის განცდა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ვალუტა იყოს სტაბილური და ინვესტიციების მოზიდვის პროცესი ინტენსიური. არჩილ მესტვირიშვილი - რუსეთიდან ტურისტების მოსალოდნელ შემცირებაზე ინფორმაცია, გაურკვევლობა რუსეთის მიერ შესაძლო სანქციების დაწესებაზე, ლარის გაცვლით კურსზეც აისახა.
კონტრაქციები - შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე კონტრაქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოშიმშილე - დარბეულ კარვებს ავაწყობთ და გავაგრძელებთ შიმშილობას. შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, სადაც ოპოზიციური პატიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ინციდენტი მოხდა.
გამოუცდელი განათლება - განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის სარეკლამო შეთავაზებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საზღვარგარეთულები:
აკრძალვა ამერიკის პრეზიდენტს - სასამართლომ დონალდ ტრამპს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ადამიანების დაბლოკვა აუკრძალა.
მეომარი თურქეთი - თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 15 მებრძოლი გაანადგურა.
ანგელას გულწასვლები - ანგელა მერკელი ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ შეუძლოდ გახდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია