დღევანდელი დღე თითქმის სრულად პოლიტიკურ ნიუსებით იყო დატვირთული - გრძლდება აქციობანა რუსთაველზე და ახლა გამრავალფეროვნებაზეც მიდგა საქმე, ასევე რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებაზეც მოვისმინეთ ამბები, მელია კი სამაჯურით აღჭურვეს და თავისუფლება მხოლოდ ასე აღუკვეთეს.
გახარიას და აქციების ამბები - გია ხუხაშვილი - გახარიამ უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკიჟინებენ, რომ „არ გადადგეს“, ასეთივე აღტყინებით „ჩადებენ მიწაში”. ზაქარია ქუცნაშვილი - აქციებს უძღვება მიშა მშვილდაძე, ვინ არის ის?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი. სახალხო დამცველის აპარატმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო. კახა კალაძე აქციის დაშლაზე - თუ მომავალ თაობებს არასწორად მივაწვდით ინფორმაციას, რთული იქნება ქვეყნის განვითარება და სიმშვიდე. ზაზა ხუციშვილი - პოლიციაში 40 ათასი თანამშრომელია, ვერც ერთი მინისტრი ვერ უზრუნველყოფს, რომ არავის მოუვა გადაცდომა - გიორგი გახარია ამოღებულია მიზანში, რადგან პოპულარული მინისტრია. სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ განელებულა და არც განელდება. ექსპერტი აქციაზე გამოყენებულ ტყვიებზე - ტყვიების გამოყენებას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ინსტრუქტაჟი, რა მანძილიდან შეიძლება მისი სროლა. სალომე სამადაშვილი - 20 ივნისის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება გულისხმობს არა მხოლოდ გახარიას ან ჩუბინიძის, ასევე პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქუცნაშვილი დატოვებს პარლამენტს, თუმცა ეს საკითხი ახლა უმნიშვნელო ჩანს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ. შსს - 20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რუსთაველზე იმყოფებოდა დაახლოებით 5000 პოლიციელი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელიც მას ემუქრებოდა. მშვილდაძე ქუცნაშვილს - აქციებზე არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას და თუ ვინმე უსმენს ჩვენ გამოსვლებს, ეს იკითხება ჩემი გამოსვლების პათოსში. მიშა მშვილდაძე - ვფიქრობთ პროტესტის გამრავალფეროვნებას, ასევე გაიზრდება ლოკაციების რაოდენობა.
ქართულ-რუსული ურთიერთობები გრიგორი კარასინი - რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს შეუძლიათ ორმხრივი ურთიერთობები ჟენევის ფორმატში განიხილონ. ვლადიმერ კონსტანტინიდი - დავით ზალკალიანმა დააფიქსირა პოზიცია რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნაზე და მოუწოდა ევროსაბჭოს, ზემოქმედება მოეხდინა რუსეთის ფედერაციაზე. გრიგორი კარასინი - საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ მოცდა მოგვიწევს. ვლადიმერ კონსტანტინიდი - ჟენევის ფორმატში ყველა აქტუალური საკითხის დასმას ვაპირებთ, თუმცა ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება. გრიგორი კარასინი - ჩვენს ტრადიციებში არ არის უხეშობის და მუქარის „გადაყლაპვა“ ჩვენი ადამიანების მიმართ. თამარ ხულორდავა - ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იმართება და სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი წინსვლები და კონკრეტული შედეგები ამ დიალოგის ფარგლებში არ გვაქვს. სერგი კაპანაძე - კარასინის განცხადებები არ მიკვირს - ბოლო 10 დღეში რუსეთს საქართველოში 7 წლის განმავლობაში ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმაც იციან, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყნის სასარგებლო პოლიტიკა წარმართოს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი საქართველოს უკრაინის მსგავსი პროცესებით ემუქრება.
პროცენტულად გაყოფილი პარლამენტი - სერგი კაპანაძე - “ქართულმა ოცნებამ” თავისი არითმეტიკა შიგნით უნდა დაალაგოს, დაუჯერებელია, როდესაც ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ხმები არ ექნებათ. ზაზა ხუციშვილი - მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ მეც ვაცნობიერებ იმ რისკებს, რომლებიც ამ სისტემას მოყვება. ბექა ნაცვლიშვილი - აუცილებელია პარტიების დაფინანსების წესის შეცვლაც. გია ვოლსკი - დიდი თანხები მიაქვს ბიუჯეტიდან ისეთ პარტიებს, რომელთა სახელიც საზოგადოებას არც გაუგია. სალომე სამადაშვილი - ნულოვანი ბარიერი და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა პოლიტიკური სპექტრის დანაწევრებას შეუწყობს ხელს.
მელიას საქმე სააპელაციოდ - პროკურორი - დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. სააპელაციო სასამართლოში, სადაც ნიკა მელიას საქმეზე საჩივრის ზეპირი მოსმენა გაიმართა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მელიას მხარდამჭერები მივიდნენ. ნიკა მელია - „ოცნებისთვის“ მე ხომ უკვე დაჭრილი ვარ და დაჭრილი მხეცი ხომ უფრო საშიშია? - დაახლოებით ასე მიყურებენ. ნიკა მელია - ხელისუფლებამ მთავარი ბრძოლა უკვე წააგო. ნიკა მელია - ძალიან უნდოდათ, რომ პატიმრობა დამდგარიყო, თუმცა სიჩქარეში ბევრი რამ ვერ გათვალეს და ახლა ჩიხში არიან. ადვოკატი - ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის და არც იქნება. ლევან ხაბეიშვილი - დღეს ნიკა მელიას საქმეს იურიდიულად არ განვიხილავთ, განვიხილავთ, რამდენად „დაფშტვენილი“ აქვს ბიძინა ივანიშვილს. თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეა დამოკიდებული. ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ნიკა მელიას მიმართ გარკვეული აკრძალვების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. მურთაზ ზოდელავა - გვაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელიას შეზღუდვები მოეხსნება, რადგან ის არის ანტიკონსტიტუციური. კახა კალაძე ნიკა მელიაზე - ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს, მაგრამ პოლიტიკოსებს რიგით ადამიანზე ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ნიკა მელია - არ გამოვა ასე, ჩემო ბიძინა, - თქვენს უსამართლო დაკრულზე ცეკვას არავინ აპირებს. ადვოკატი - ნიკა მელია იქნება პირველი, ვის მიმართაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენება მოხდება. ნიკა მელია - კი ბატონო, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს, მაგრამ ეს მე ვერ შემზღუდავს. ვახტანგ ძაბირაძე - მელია თავისუფალია და შეიძლება ახლა უფრო აგრესიულიც გახდეს, მაგრამ ხელისუფლება თვალს დახუჭავს, რადგან დაპატიმრება მას პოლიტიკურ კაპიტალს მოუხვეჭს. თორნიკე შარაშენიძე - ნიკა მელია მიხვდა, რომ მისი დაჭერა გადაიფიქრეს და სულაც აღარ ეშინია. სოფო კილაძე - ბატონმა მელიამ მოსამართლის გადაწყვეტილება გულისყურით უნდა წაიკითხოს და პასუხს ნახავს, როგორ უნდა მოიქცეს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ნიკა მელია - მგონი, ამათ მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან.
ახალი ფული - განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან გამოვა. ირაკლი კოვზანაძე - განახლებული ბანკნოტები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. კობა გვენეტაძე ლარის კურსზე - ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, მოლოდინებზე აისახა. კობა გვენეტაძე სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაზე - ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს არც ერთ შემთხვევაში.
გზების გამაგრება აზერბაიჯანში - დავით გარეჯში მცხოვრები სასულიერო პირი - აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო. საგარეო უწყება - ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ჩიჩხიტურისკენ ბილიკის გაყვანა დაიწყო, არ შეესაბამება რეალობას, მიმდინარეობს არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია