რუსეთთან არეული და გახარიაზე გადასული აქციები, ტურისტნაკლული თბილისის მომავალი

      ეს განცხადება შესავალში უნდა დავპოსტო - პრემიერი - ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო, ეს ალბათ დამეგობრებას უკავირდებოა ამერიკული დამოუკიდებლობის წინა დღეს. დღის სხვა ამბები უკავშირდებოად აქციას გახარიას წინააღდეგ - რუსეთის ოკუპანტობა აღარაა მთავარი. ჟენევაში რუსულ-ქართული დაულაგებლობა და მერიის ნიუსრუმი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივლისი, 2019/

      აქციის განახლებები - რუსეთიდან გახარიას წასვლამდე და ომბუდსმენის შეხედულებების მოლოდინი - სულხან სალაძე - თუ აქციის დაშლა შს მინისტრის ბრძანება არ იყო, ესეც პრობლემაა. მაკო გომურის და - მაკოს დამატებითი პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც გერმანიაში სხვა კლინიკაში დაიწყებს მკურნალობას. ხათუნა ლაგაზიძე - ვფიქრობ, აქციის მუხტი მიინავლება, თუმცა მან თავისი ისტორიული მისია უკვე შეასრულა. ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე - ვერავინ გაბედავს, მუშაობდეს შს სამინისტროში, კანონს გვერდი აუაროს და ვინმეს ხელი დააფაროს - ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს! აქციის მონაწილეები ყველა იმ ადგილზე მისვლას იწყებენ, სადაც გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრები მივლენ. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. „გახარია წადი“ - ამ ლოზუნგით თელავში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე - გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ივანიშვილმა ხალხის ხმა უნდა გაიგოს. სახალხო დამცველი მომავალ კვირაში გეგმავს გაასაჯაროოს შეხედულებები, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ქუთაისში მსვლელობა მოეწყო. რამაზ საყვარელიძე - როცა აქციას კონკრეტული შედეგი არ მოაქვს, ის მიზიდულობის ძალას კარგავს. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია რუსთავშიც გაიმართა. გია ვოლსკი - არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გახარიას სურვილი ჰქონოდა, ან თვითონ განეხორციელებინა ოპერაცია, სადაც მოქალაქეები ზიანდებიან. ზაზა ფირალიშვილი - დღევანდელი მდგომარეობით, საეჭვოა, რომ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებული მიზანი მიღწევადი იყოს. ნათია მეზვრიშვილი - მთავარი საკითხი არ არის ვინ გასცა ბრძანება, მე საკითხს ასე დავაყენებდი - იყო თუ არა პოლიციელების ქმედებები კანონიერი. მეზვრიშვილი - როცა პოლიციელზე მიაქვთ იერიში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებას ცდილობენ, პოლიციელი რომ იყოთ, დაელოდებოდით თუ არა ვინმეს ბრძანებას? რა თქმა უნდა, არა! შსს - 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა.

      გამოცდების პროცესი - ირინა აბულაძე - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც.

      თვალაფარებული მორაგბეები - მედიის ინფორმაციით, რუსეთში ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს, რადგან თბილისის აქციების სოლიდარობის მიზნით თამაშის დროს თვალზე ხელი აიფარეს. ქართველი მორაგბე, რომელსაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს - ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება.

      ღვინის ექსპორტი - ღვინის ეროვნული სააგენტო - ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

      ჟენევის მოლაპარაკებები რუსულ ფონზე და ტურისტნაკლული საქართველო - ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა ბოლოს განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვასთან, რომელმაც უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება. გრიგორი კარასინი 20-21 ივნისის მოვლენებზე - წინ საარჩევნო წელია და ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამაში ანტირუსული განწყობების გაძლიერება შემოვიდეს. Amnesty International - რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. თამარ ხულორდავა - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობების მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ვლადიმერ კონსტანტინიდი Amnesty international-ის ანგარიშზე - გაიცა რეკომენდაციები როგორც რუსული მხარის, ასევე საოკუპაციო რეჟიმების მიმართ - დაველოდოთ, რა განმარტებებს გააკეთებენ. Amnesty International - საქართველოს მთავრობა იმ პირებს უნდა დაეხმაროს, რომლებმაც „ბორდერიზაციის“ გამო, სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე და საძოვრებზე წვდომა დაკარგეს. სერგი კაპანაძე - საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეკონომიკურ ინიციატივებს სჭირდება ეფექტიანი მთავრობა, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს. ნათია თურნავა - მინდა მოვუწოდო ტურისტებს გვეწვიონ - საქართველო მრავალი რეიტინგით უსაფრთხო ქვეყანაა. ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიისგან სამი ძირითადი მოთხოვნაა, რომელთა მოსაგვარებლადაც მთავრობა მუშაობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოში რუსეთიდან ტურისტებზე თავდასხმა მოხდა. რუსი პოლიტიკოსი - გავრილოვთან მიმართებაში ქართული საზოგადოების პროტესტი სამართლიანია, ტურისტების გაწვევაზე პუტინის გადაწყვეტილება კი პირფერობას წარმოადგენს. გრიგორი კარასინი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია - რუსული მედიის თანახმად, თბილისში პროტესტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა რუსეთს მტერი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების დაყოფით. ევროკავშირის საგარეო სამსახური - რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია. ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

      არჩევანის პროცენტული წილი - სულხან სალაძე - რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები, რა ტიპის პროპორციულ სისტემას ირჩევს ქვეყანა, ნულოვანს, ორ, სამ თუ ოთხ პროცენტიან ბარიერს, მით უფრო უკეთესია. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს პასუხობს და მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს.

      თბილისის მერიის ამბები - კახა კალაძე - ზონალური პარკირება 1-ელ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება და ეტაპობრივად გადავალთ სხვა უბნებშიც - ყველა განვითარებულ ქალაქშია ეს მიდგომა, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის პროცესი დაიწყო. კახა კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე - ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე დოკუმენტაცია სექტემბერში იქნება მზად, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. თბილისი ევროპულ ქალაქებს შორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შედეგად დაახლოებით 27 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა დედაქალაქს. ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია სფეროს წარმომადგენლებისთვის 9 ივლისს სემინარს ჩაატარებს. მერია ელექტროველოსიპედებისა და მსგავსი ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს. თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

      გარეჯი - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დავით გარეჯთან დაკავშირებით - საქართველოს საპატრიარქო ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 890

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters