ყინვიანი ღამეებისა და მეტნაკლებად მზიანი იანვრის ფონზე, დღის მთავარი ამბები განსაკუთრებული სიჭრელი არ გამოირჩევიან. ორი ძირითადი მიმართულებით იყო დღეს მედია აქტიური - ერთი, ეს გახლავთ იუსტიციის გარშემო განვითარებული ამბები და მეორე, განათლების მინისტრის ვრცელი ტრიბუნა მომავალ გეგმებზე. დღის სამწუხარო ამბად იქცა ტევე პირველის ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძე გარდაცვალება. რაც შეეხება ხვალინდელ ამინდს, ნალექიანი სამშაბთია ნაწინასწარმეტყველები - 22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
დაკარგული მეზღვაური - 22 წლის ქართველ მეზღვაურს ორი კვირაა ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია. თორნიკე რიჟვაძე - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ გაუჩინარებული მეზღვაური ვიპოვოთ. ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს.
ლიეტუვაში სტუმრობა - მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს. ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი - საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო. დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მამუკა ბახტაძე - ლიეტუვის პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.
იუსტიციის გარშემო - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ. გიორგი მიქაუტაძე - კონკრეტული მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. დიმიტრი გვრიტიშვილი - ე.წ. სამოქალაქო სექტორი სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს. დავით უსუფაშვილი - ყველა, ვინც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის მოსაზრებას და არა - საკუთარს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აქტიური სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სულხან სალაძე - მოსამართლის თანამდებობიდან გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი და ჩინჩალაძე-მურუსიძემ სისტემა დატოვონ. გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ანა დოლიძე - აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლოში გვყავდეს მხოლოდ სუფთა სინდისის ადამიანები. გია ჟორჟოლიანი - აუცილებელია, რომ მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ იქნებიან გამწესებულნი, სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. გიორგი მშვენიერაძე - მოსამართლეების გადაწყვეტილების მიზანი დროებით უკან დახევაა, რათა კლანმა საბოლოოდ მაინც მოახერხოს თანამდებობების უზენაეს სასამართლოში დაკავება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს. ეკა გიგაური მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებაზე - ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის. ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებაზე - შესაძლოა ეს იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა“ და ხელისუფლებას შორის. რომან გოცირიძე 10 მოსამართლის განცხადებაზე - ეს არის საზოგადოების შუალედური გამარჯვება, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს. ეკა ბესელია - მოსამართლეების განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა. თამარ ალანია - ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზეზი გახლდათ ის არაჯანსაღი სიტუაცია და აჟიოტაჟი, რომელიც მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით შეიქმნა. მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. არჩილ თალაკვაძე - ეს არის ჯანსაღი რეაქცია და სახელმწიფოებრივი პოზიცია მოსამართლეების მხრიდან.
სკოლებში მობილიზება - მიხეილ ბატიაშვილი - საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართული სკოლებთან, შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გავრცელდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება. მიხეილ ბატიაშვილი - სკოლებში არსებობს პრობლემები, რომელიც შეიძლება ადგილზე გადაიჭრას და ამას სჭირდება კეთილი ნება, ან მეტი პასუხისმგებლობა დირექტორების მხრიდან. 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობა იგეგმება. განათლების მინისტრის მოადგილე - 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა. მიხეილ ბატიაშვილი - უნდა ვაღიაროთ, რომ სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მათ მოგვარებას სამინისტრო სისტემური მიდგომით იწყებს. სკოლების რეფორმის ფარგლებში, სადაც ამის შესაძლებლობაა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი, ასევე პროფესიული განათლების ინტეგრაცია. სისტემური მიდგომით შევქმენით საჭიროებების ბაზა და მოვახდინეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. განათლების მინისტრის მოადგილე - დარწმუნებულები ვართ, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტურობა იქნება სავალდებულო კომპონენტი ყველა სკოლასთან მიმართებით. ილია ელოშვილი - სასწავლო პროცესის დაწყებას ყველა ბაღი ინფრასტრუქტურულად და ჰიგიენის კუთხითაც მომზადებული ხვდება - მშობლებს ღელვის საფუძველი არ აქვთ.
ტექდაუთვალიერებელი ავტოები - ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად, ტექინსპექტირების არგავლის გამო, 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა. ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვის შემდეგ, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 5-ჯერ გაიზარდა.
გაზრდელი ფასების ინდექსი - საქსტატი - დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,1 %-ით გაიზარდა.
ტვ პირველის ჟურნალისტის გარდაცვალება - ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. 33 წლის ჟურნალისტი უცხოეთში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ხახვისა და კარტოფილის მოსარგებლენი - დავით უსუფაშვილი - თუ ვინმე ორჯერ მეტ კარტოფილს და ხახვს იშოვის, დაურიგებს ხალხს და ამით დაამარცხებს ივანიშვილს, ორჯერ უარეს ხელისუფლებას მივიღებთ.
ქაოტური განაშენიანება - მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაც ქაოტური განაშენიანებით არის განპირობებული.
გენგეგმის განახლება - ირაკლი ხმალაძე - თბილისს დავპირდით, რომ გენგეგმა განახლდებოდა და აუცილებლად განახლდება.
დიღმის აფეთქება - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი - ექსპლუატაციაში იქნებოდა თუ არა კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოხდა უბედური შემთხვევა.
დანაზოგები - საქართველოს ბიზნეს აკადემიის დირექტორი - სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმის, რომ ჩვენი დანაზოგი საიმედო ხელშია.
მიმართვა მერიას - ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერს მივმართავთ, შპს „ნილთან“ ხელშეკრულება გააუქმოს, რადგან 60 000 ბავშვს რისკის ქვეშ აყენებენ.
წარმოდგენა ეუთოზე - გიგი წერეთელი ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე - მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი კონფლიქტი აქვს „ძლიერ“ მეზობელთან.
სატარიფო ზრდის მოლოდინში - კახა ბექაური - ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ. კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომსა“ და „სილქნეტს“ მიმართავს, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე, ტარიფების ცვლილება შეაჩერონ.
პრეზიდენტი პირველად ბრიუსელში - პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.
საზღვარგარეთულები:
მოჩხუბარი მიტინგი - ათენში 60 ათასკაციან მიტინგზე მომიტინგეები და პოლიციელები დაშავდნენ.
ევროგამოსვლის გეგმა ბ - ტერეზა მეი პარლამენტში ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ გეგმას წარადგენს.
საფასური გაშვებული რაკეტებისთვის - ისრაელის დაზვერვის მინისტრი - ვინც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებს, საფასურის გადახდა მოუწევს.
აფეთქება მექსიკაში - მექსიკაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.
თურქეთის შეძლება - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს დამოუკიდებლად შეუძლია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, საკმარისია აშშ-მ ანკარას მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია