აფეთქების პასუხისმგებლობა, განათლების ქალაქი და წითელას ეპიდემია

      იანვრის სადღესასწაულო ნიუსები სრულად გადაფარა ტრაგედიებმა. ყველა საინფორმაციო სწორედ ამ თემებზეა გადართული და დღეს უკვე გამოძიების და დაკავებების პირველი ამბებიც გამოჩნდა. ამას გარდა, დღევანდელი დღე განათლების მომავალსაც მიეძღვნა. უკვე დაუსრულებელ თემად იქცა მოსამართლეების სია და ეპიდემიებში, ღორს წითელა ცვლის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 იანვარი, 2019/

      აფეთქების პასუხისმგებლობა - ალეკო ელისაშვილი - მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და მთავრობას. დირექტორის დაკითხვა - გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. „ყაზტრანსგაზს“ ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ დღეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ. კახა კალაძე - როგორც კი დიდ დიღომში დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები, დანგრეული შენობის აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ. ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირდადად ჩემს დისკრედიტაციას, პირადად მაკავშირებენ აფეთქებასთან. შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში არ შედის. დღეს, კანონით, ადამიანებს შეუძლიათ იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ვიდრე არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები ასეთ ტრაგედიაში ვინმესკენ თითს გაიშვერენ, ურჩევნიათ, კანონმდებლობას ჩახედონ. ენერგოომბუდსმენის შეფასებით, თუ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებმა საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ადვოკატი - გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მე-9 სართულამდე ვერ ადის, მათ ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ. გიგი უგულავა - კახა კალაძის მესიჯი დღეს იყო ხელის გაშვერა სხვისკენ და გადაბრალება. რევაზ სოხაძე - ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში დატრიალდა, სახლების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული არ არის. ლევან ჟორჟოლიანი - თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური ფარისევლობაა. არჩილ თალაკვაძე - მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა სწორედ კახა კალაძის და მერიის ინიციატივით გამკაცრდა. ბექა ოდიშარია - არიან ადამიანები, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ანრი ოხანაშვილი - დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ან ქალაქის მერზე ბრალდებები ამორალურია. შსს-მ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზ - თბილისის” ორი თანამშრომელი დააკავა. „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლის და - ჩემი ძმა ამბობს, რომ სათითაოდ შეამოწმეს ყველა სართული, არ დაფიქსირდა სუნი და არც აპარატმა დააფიქსირა გაჟონვა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურში დააკავეს, ჯერ არ ვიცი რას ედავებიან.

      მოსამართლეთა სია - სერგო მეთოფიშვილი - რასაც ეკა გიგაური, სულხან სალაძესთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობს, შეიძლება ეწოდოს - თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა. ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილზე - ეს ადამიანი ჩემი საპირწონე არ არის - მე თავს ერთ სიბრტყეში არ ვაყენებ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, ირაკლი კობახიძისგან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება არ მიუღია. ანა დოლიძე - ჩინჩალაძესა და მურუსიძეს უნდათ მოსამართლეების შერჩევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დახურვა, რომ ჩუმად გარიგდნენ ზარდიაშვილთან და კობახიძესთან.

      გერმანიიდან დეპორტირებულები - გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საფრთხე არ ემუქრება.

      ამოწურული ქულები - 2018 წელს ქულების ამოწურვის გამო, მართვის უფლება 124 პირს შეუჩერდა. 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა.

      განათლების ამბები - განათლების სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს - 21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა. მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. მიხეილ ბატიაშვილი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ გახდება მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში ჩვენს ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე შემაჯამებელ კონსულტაციებს გამართავს. 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება. მიხეილ ბატიაშვილი - ყველა წარმატებულ პედაგოგს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავისი ცოდნიდან გამომდინარე, ნებისმიერი სტატუსი მიიღოს. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, WorldAtlas-ის კვლევა, რომელმაც საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა, გარკვეულ საკითხებში გაკვირვებას იწვევს. განათლების მინისტრი - სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება.

      წითელას ეპიდემია - ამირან გამყრელიძე - ვისაც 5 წლის ასაკამდე წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს, დამატებით აცრას აღარ საჭიროებს. 5 წლამდე ჩასატარებელი გეგმური ვაქცინების სავალდებულობის საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. დავით სერგეენკო - საღამოს ავამუშავებთ პროტოკოლს, რომლითაც ყველა ასაკის ადამიანისთვის წითელას ვაქცინის ადმინისტრირება იქნება უფასო.

      წინა ეპიდემია - საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

საზღვარგარეთულები:

      ფეისბუკის ჩარევები - „ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა.

      ამერიკული ShutDown - დონალდ ტრამპმა ე.წ.შათდაუნის გამო, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შვიდდღიანი ტურნე ბრიუსელში, ეგვიპტეში და ავღანეთში გადადო. პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილე - 2025-2030 წლებში აშშ კოსმოსიდან სარაკეტო საფრთხეების აღმოჩენის მზა სისტემის შექმნას იმედოვნებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 178

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters