მეზობლების მასპინძლობა, მედიაკირიტიკის პლატფორმა და ქუჩური თავდასხმა

      მეტნაკლებად ჭრელა-ჭრულა დღე იყო. ამინდი ერთფეროვანია და არც წვიმა ჩანს, თოვლზე ხომ არაფერს ვამბობთ და პოლიტამბებიც ასე თუ ისე გადაჭრელდა. მთავარ თემად შეიძლება სამთა შეხვედრა გამოვარჩიოთ - ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ყრილობა, პროექტების და თანამშრომლობების განხილვა, ასევე პირველი პრეზიდენტის უმცროსი შვილის დაჭრის და ავადმყოფობის ამბავი, ცოტა შმაქსისტობა, ფინანსები და საგარეო ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 დეკემბერი, 2019

ზურა ჯაფარიძე - "შმაქსისტებზე“ ნადირობა დაიწყეს, საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან. „შმაქსის“ მძღოლები პატრულის მიერ გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

      ქუჩური გარჩევები - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა - პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს, რადგან შეიძლება ბევრი წელი მოიხადოს იმისთვის, რაშიც დამნაშავე არ არის. ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება. ამერიკიდან მოწვეული ექიმი ცოტნე გამსახურდიაზე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია.

      გარეჯის საკითხი - დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე - ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე - ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.

      ტყეკაფობა ფულის საშოვნელად - საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის სპეციალისტი დააკავა.

      ზამთარი მთაში - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა

      მედიაკრიტიკა და მედიავალი - კომუნიკაციების კომისია - ახალი ვებ-პლატფორმა Mediacritic.ge დღეიდან პროფესიულ და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას შესთავაზებს საზოგადოებას. ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვთ, ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 1-ელი ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირი თანხა დაფარონ

      დაკავებული ექიმი - დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

      მეზობლების შეკრება - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის“ ახალ სამოქმედო გეგმას. გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები განიხილეს. ელმარ მამედიაროვი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფლიქტების კუთხით ბევრი მსგავსებაა - ჩვენ ერთ გზას მივუყვებით და ესაა საერთაშორისო სამართალზე გამავალი გზა. მევლუთ ჩავუშოღლუ - იმედი გვაქვს თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა სამაგალითო იქნება ყველა ჩვენი მეზობლისთვის რეგიონში.

      წყნეთის ფული - ნათია თურნავა - წყნეთის სამთავრობო აგარაკები მნიშვნელოვანი ობიექტია და იქ შესაძლებელია საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთთან დიალოგი - იენს სტოლტენბერგი - მე მჯერა რუსეთთან დიალოგის - თუ სწორი კონტექსტი იქნება, მზად ვარ პუტინთან შეხვედრისთვის.

      მავნე ღვინო - ქოქოსის ღვინით ინტოქსიკაციის შედეგად ფილიპინებში 11 ადამიანი დაიღუპა

      საფრანგეთის შეცდომები - ემანუელ მაკრონი - აფრიკაში კოლონიალიზმი უდიდესი შეცდომა, საფრანგეთის სერიოზული დანაშაული იყო.

      მიგრანტები თურქეთში - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - 80 000 მიგრანტი თურქეთის საზღვრებისკენ მოემართება, ჩვენ ამხელა ტვირთს ვეღარ გავუმკლავდებით.

      პუტინის რკინიგზა - ვლადიმერ პუტინმა ანექსირებული ყირიმის მიმართულებით სარკინიგზო ხიდი გახსნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters