დეკემბრის კიდევ ერთი დღე მიიწურა და ტრაგედიას ტრაგედია ემატება. დღის მთავარი თემა ისევ მოზარდები და სუიციდი იყო. დღის თემებში ასევე იყო ლარის ფულად დაბრუნების ამბავი, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ისტორია და საღამოს ამბავი - პირველი პრეზიდენტის დაჭრილი შვილი.
გამომძიებლის დანაშაული, გამოძიების მიზეზი - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანმა გამოძიება სკოლის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო, რომელიც ზიანის ანაზღაურებაზე აპელირებდა. ნუგზარ წიკლაური - არც ერთ სკოლას არ ვფლობ - ჩემი მეუღლე მუშაობს „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილედ კერძო სექტორის ნაწილში, გარდაცვლილი ბიჭი კი საჯარო სექტორში სწავლობდა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალო წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდზე - დარწმუნებული ვარ, ინსპექტორის აპარატი ღიად გამოიძიებს საქმეს და არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი. ირაკლი სესიაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე - ცხადია, დაისჯება ვინც არ უნდა იყოს ის, მაგრამ არ შეიძლება ყველა პოლიციელის მტრად შერაცხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლაში“ შევიდა. განათლების მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო ერთი კვირის ვადაში წარმოადგენს ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - გამოძიების ფარგლებში, სკოლის მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები. ნათია თურნავა შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე - თავი უნდა შევიკავოთ მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებისგან. სამოქალაქო აქტივისტებმა “მწვანე სკოლასთან” სტიკერები წარწერით - “ამ ცხოვრების დედაც“ გააკრეს. გია ვოლსკი - სკოლის დირექცია თვლის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ეკა ბესელია - ლუკას ტრაგედია ააშკარავებს სისტემასთან მარცხს. სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთანაც მოხდა. გენადი მარგველაშვილი ბავშვის გარდაცვალებაზე - პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ ბოლომდე მივყვები და ვინც ასეთი ფატალური შედეგი მოიტანა, დასჯილი იყოს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა გამოკითხვა ისეთ პირობებში განაგრძო, რის გამო არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს. გამოძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი - საქმეში დევს მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ჩვენება - დედის ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ მოიპოვება. კახა კალაძე - არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა, სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება. ლონდა თოლორაია - „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, პოლიციას გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ასევე, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ჩანაწერები. სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, პოლიციაში 15 წლის მოზარდთან გასაუბრება მიმდინარეობდა დაახლოებით ექვსსაათნახევარი, ერთიან სივრცეში, სადაც სხვა სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. გამომძიებელმა 15 წლის მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა და ასევე, დაუპირისპირა სხვა მოწმეები. 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო.
ლარის ფულობა - ნათია თურნავა - ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა გამყარდეს და ინფლაცია მოვთოკოთ. სამომხმარებლო ფასების ზრდა საკმაოდ მტკივნეულია და ჩვენი პრიორიტეტი იყო ნეგატიური ტენდენცია გადაგვეტეხა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თემატური პარკების, ეთნოსოფლებისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები დაემატა. ნათია თურნავა - პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ახალი პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის საზღვაო თევზჭერის ინდუსტრია დავამატეთ. მესამე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
პრეზიდენტის დაჭრილი შვილი - თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. თვითმხილველები - ჩხუბი იყო, ხმაური მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ გამოვედი დავინახე, რომ დაჭრილი კისრის არეში იყო. სასწრაფო როცა მოვიდა გონზე აღარ იყო, ჩვენს ხელში ჩაიკეცა. ერთი ჭრილობა აქვს და თავის არე აქვს გახეთქილი. თავდამსხმელები როგორც ვიცი გაქცეულები არიან, არ ვიცი როგორ გამოიყურებიან ისინი. როდესაც გამოვედით ჩვენ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება, პირსახოცი დავამაგრეთ ჭრილობაზე. საუბედუროდ ჭრილობა დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ჩხუბები უბანში ხშირად ხდება, მაგრამ ცოტნეს კონფლიქტი არ გამიგია არ ვიცი.
ეპისკოპოსები - მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ვერ ვხედავ მიზეზს, რომ როდესაც ქვეყანა ასე ელოდება, რატომ შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვას. მეუფე გრიგოლი - ვერ გეტყვით საერთოდ ჩატარდება თუ არა სინოდის სხდომა, შეიძლება არც ჩატარდეს. მეუფე გრიგოლი - თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არის.
პოლიციელის დაჭრა - აჭარის პოლიციის უფროსი - საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა მოქალაქემ, პატრული გადმოვიდა მანქანიდან, რომელსაც მოქალაქემ ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა. ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ნაძვების კონტროლი - წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს.
საზღვარგარეთულები:
იმპიჩმენტი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ტრამპი - ვაუ, ვაუ, თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. რესპუბლიკური პარტია არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა. კონსტანტინ კოსაჩევი - ტრამპის დადანაშაულება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ირონიას იწვევს. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზეა საუბარი.
ხანძარი ავსტრალიაში - ავსტრალიაში ხანძრისა და სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საბჭოეთით ტკბობა - ვლადიმერ პუტინი - ჩვენ, საბჭოთა პერიოდით უნდა ვიამაყოთ. თუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე არ ჩამოვლენ, ეს დიდი შეცდომა იქნება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ გამომეპარა ოსკარის დაჯილდოება. 98-ე ცერემონიალმა უკვე ჩაიარა და მე ისევ გვიან დავეწიე მოვლენებს. კალენდარზე თარიღი ისე გამომეპარა, დღეს გაკვირვებულმაც კი ვიკითხე - უკვე შუა მარტიათქო. ასე რომ ბოდიში და ამჯერადაც დაგვიანებულ პოსტს…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია