მთელს ხმელეთზედ ვერ ვპოვებთ ხალხსა, რომელსაც არა ჰქონდეს საკუთარი ჩვეულებანი, რომელნიც ერთის საუკუნედამ გადადის მეორე საუკუნეში და რომელშიაც ცხადად და მარტივად იხატება მათი გონებითი განვითარება, რწმუნება, ზნეობა და სხვა თვისება. ამისათვის ცოდნა და განრკვევა ხალხის ჩვეულებათა მიღებულია საჭიროდ საერთო ისტორიისათვის და მომატებულად განათლების ისტორიისა.
რასაკვირველია, იმ ხალხში, რომელიც მოკლებულია სწავლა-განათლებასა, დაცემულია ზნეობით, ვპოებთ მრავალ ისეთ ჩვეულებათა, რომელნიც მოსაწონნი არ არიან და არა აქვსთ ალაგი განათლებულ ხალხში. ხოლო ჩვეულებანი იმ ხალხთა, რომელთა ჰქონიათ და აქვსთ სწავლა-განათლება, მათი მნიშვნელობა სრულებით სხვაა; იგინი წარმოგვიდგენენ კარგ და საქებურთა ხალხის ზნეობით სწავლასა, კანონსა და თვისებასა.
ამ გვარნი ჩვეულებანი უნდა იყვნენ დაცულნი, ვითა წმიდა, ძვირფასი ნაშთი მამა-პაპათაგან დადგენილნი და გადაცემულ ერთის საუკუნედამ - მეორეში ხელ-უხლებლივ და გამოუცვლელად.
ქართველებში, როგორც უუძველესს ისტორიულ ხალხში, მრავალნი ჩვეულებანი იყვნენ ჩვენდა წინაპართაგან დადგენილნი, გადმოცემულნი და მათ შორის ისეთნი, რომ აწ და მომავალთათვის უნდა იყვნენ ვითა ძვირფასი ნაშთი, რადგან მათში იხატება ხალხის კარგი და კეთილი თვისება, სწავლა და რწმუნება. ჩვენნი წინაპარნი გრძნობდნენ ჩვეულების მნიშვნელობას, მის ძალასა და საჭიროებასა; ამისთვის მათგანვე ნათქვამია: ჩვეულება სჯულზედ უმტკიცესიაო.
მაგრამ რას ვხედავთ და რა გვესმის ჩვენში ეხლა?
ნაცვლად მისსა, რომ მტკიცედ ვიდგეთ ჩვენს კეთილ და კარგს ძველს ჩვეულებეებზედ, ვსცდილობთ, რომ იგინი იქმნენ მოსპობინლნი, დავიწყებულნი და ამით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ვართ ვითომც განათლებულნი და ვადგივართ ახალ ცხოვრების გზაზედ! - მაგრამ არა, - ეს წარმოსდგება და მომდინარეობს ცრუ განათლებიდამ, უმეცრეობიდამ და ბიჭების ანაბანებიდამ, რომელნიც ჩვენში აცხოველებენ უგუნურ მიბაძვას სხვათა ჩვეულებათა და რომელნიც ჩვენთა ჩვეულებათა იგდებენ სასაცილოდ.
დასამტკიცებლად ამისა მოვიგონოთ და ვუჩვენოთ იმ ჩვეულებაზედ, რომელიც იყო და იცოდნენ ჩვენში ახალწლის ღამეს.
ეხლა იმ ღამეს ვინღა დაასვენებს ხონჩაზედ ანუ სინზედ, თუნდაც იყოს სირმა ოქროსი, მღვთის-მშობლის ხატსა, დააწყობს პურს, ღვინოს, გოზინაყს, ალვას, ხილს და სხვა? მინღა გააჩაღებს ხონჩას ანუ სინს წმიდა სანთლებით, შუაღამისას შეიტანს სახლობაში და იტყვის: „შამოვდგი ფეხი, გწყალობდესთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა“? მინღა იკისრებს ეხლა მეკვლეობასა, რომ გაგვაღვიძოს, წამოგვაყენოს, დაგვკოცნოს, დაგვირიგოს ტკბილი ხილი, დაგვლოცოს და მოგვილოცოს ახალი წელიწადი ამ სიტყვებით: „ - ესრე ტკბილად დამიბერდითო“?
მიბრძანეთ, ამ ჩვეულებაში რა არის ცუდი და სასაცილო? პირველი სიტყვები, რომელთაც გააგონებდნენ და ჩასძახოდნენ სახლობასა ახალ წლის დამდეგს ჩვენნი მამა-პაპანი, იყო: „წყალობა მღვთისა, კვალი ანგელოზისა და ტკბილი დაბერება“. მიბრძანეთ, ამაზედ უკეთესი ლოცვა და სურვილი ნუ თუ საჭიროღაა კაცის ცხოვრებაში? მაგრამ ცრუ-განათლებულებს, ბიჭების ანაბანაში განვითარებულებს ეს ჩვეულება არ მოსწონთ და ჰყვირიან: - ეგ ჩვეულება ძველი ხალხისათვის იყო და მათ დროებისათვისაო; განათლებულ ხალხში იცის და შემოღებულია „იოლკაო“; მათ უთუოდ უნდა მივბაძოთო! ძრიელ კარგი და კეთილი, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი მიბაძვისა, რადგანაც ესეც საჭიროა განათლებისათვის ხალხისა და ჩინეთის გალავანი სავნებელია; მაგრამ „იოლკა“ ისეთი რა არის, რომ ჩვენი ჩვეულება უთუოდ უნდა შეიქმნეს მსხვერპლად და სამუდამოდ მოსპობილი?!
ჩვენ ჩვეულებაში, რაც ზემოდ მოვიხენიეთ, აწყვია ხონჩაზედ ანუ სინზედ და „იოლკა“ კი გახლავთ ისა, რომ შუა ოთახში დგას უშველებელი ხე და მის ტოტებზედ არის ჩამოკიდებული ფერად-ფერადი კანფექტები, ვარაყიანი კოლოფები, ვაშლები და ანთია ზედ წმიდა სანთლები; ამ სანთლებს ანთებენ, შემოიყვანენ ყმაწვილებს, რომელნიც სიხარულით შესცქერიან, ცელქობენ, დარბიან გარეშემო, თითქოს ჩვენებურ ფერხულს თამაშობენო, და ბოლოს დაურიგებენ მათ კანფექტებს და კოლოფებს, რომლითაც ზოგნი ძრიელ კმაყოფილნი არიან და ზოგნი კი შურის თვალით უყურებენ სხვათა, რადგანაც მათ საჩუქარი უკეთესი მისცეს. ამით არა თავდება „იოლკა“, რომელსაც, მართალია ყმაწვილების სახელი ჰქვიან, მაგრამ სახრავი დიდებისაა; იმ ხის შტოებზედ, გარდა კანფექტებისა, ხშირად ჩამოჰკიდებენ პაწაწა ქაღალდებსა, რომლებზედაც დააწერენ ფრაზებს: სასაცილოს, საოხუნჯოს, სამიჯნუროს და სხვ.... როდესაც ყმაწვილებს ურიგებენ ხილს, დიდრონები ამ ბარათებს ასწვდებიან და კითხულობენ, რომ შაიტყონ თავიანთი ბედი და იღბალი. კითხულობენ ხმა-მაღლა და უსუსურ ყმაწვილებსაც, რასაკვირველია, ესმისთ და ესენიც მათთან იცინიან. ხშირად მოხდება, რომ რომელიმე ყმაწვილის დედას გამოუვა ეს ფრაზა: „შენს საყვარელს არ უყვარხარ, ძალიან მოტყუებული ხარ მის მიჯნურობით“... შვილს ეს ესმის, ჰკითხულობს და ხედავს დედის სახეზედ უსიამოვნებას, გაჯავრებას და ჰკითხავს დედას: - მართლა, შენს საყვარელ არ უყვარხარ? და სხვ.
ეს გახლავსთ იოლკის ზნეობით სწავლა ყმაწვილთათვის, რომელსაც, რასაკვირველია, ჩვენს ჩვეულებაში ვერ ისწავლის და არც გაიგებს.
ზემოთაც ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგნი მიბაძვისა, მხოლოდ ეს გვაკვირვებს - რატომ სხვა ხალხს კეთილ საქმეებში, სწავლ-განათლებაში, ქველმოქმედებაში არა ვბაძავთ და ამისთანა უბრალო ჩვეულებაში კი თავებს ვიმტვრევთ და ვაძლევთ მსხვერპლად ჩვენ ჩვეულებეებს? რისათვის ვხდებით სასაცილოდ და სამასხარაოდ, მგზავსად იმ ბუზების, რომელნიც მოსდევდნენ გუთნეულ საქონელს და ყვიროდნენ: - ჩვენცა ვხანითო, ჩვენცა ვხანითო!?
ამისთანა მიბაძვა ჩვენში ხშირია, რომლითაც ვამახინჯებთ თავსა და ვხდებით სასაცილოდ, თუმცა ჭრელაძეებსა ჰგონიათ, რომ ეს არის ნიშანი ხალხის ამაღლებისა და განათლებისა. არა, ეს გახლავთ მაიმუნობა!
კარგი ჩვეულება ჩვენის ქვეყნისა არ უნდა დავივიწყოთ, უკეთუ გვიყვარან და პატივსა ვსცემთ ჩვენთა წინაპართა, რომელთა შორის ბრწყინავენ, ვითა ვარსკვლავი ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, ანტონი პირველი და სხვანი წარჩინებულნი პირნი და რომელნიც აღიზარდნენ იმ ჩვეულებაში.
ჩვეულებეებით ეძლევა ხალხს საკუთარი სახე და განირჩევა სხვა ხალხთაგან, და უგუნურ მიბაძვას, კი ვნების მეტი არა მოაქვს-რა...
ღომო სუმ.
წყარო: გაზეთი „დროება“, N23, 31 იანვარი, კვირა, 1882 წელი
================
ბევრი აღარაფერი მაქვს სათქმელი, სტატიის ავტორმა ყველაფერი თქვა. ერთ კია - ჩვენი ერი არ იცვლება და ვგონებ, არც შეიცვლება.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2025.
საათი: 10:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 10 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while introducing new gameplay mechanics, elite dungeon encounters, and Diablo 4 gold faction-based progression.
This guide will walk you through everything you need to complete the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია