შიდა საქმეების მინისტრის ანგარიში, ლეგიტიმური აქციები და უცვლელად ახალი მთავრობა

      გუშინ რომ საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე და მერე მთელი ქალაქი კიდევ ერთხელ და სრულყოფილად გაბრდღვიალდა, ის განათებები მხოლოდ საღამოს 9 საათმდე იქნება და მორჩაო - მერე გამოირთვება. დღეს, შსს მინისტრის წლიური ანგარიში იყო მთავარი ამბავი, ასევე ოპოზიციის დაანონსებული აქციები და ლეგიტიმური რევოლუცია და მთავრობის უცვლელი ახალი კაბინეტი. ქართული კოვიდ სტატისტიკა - 204003, დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 171526, გარდაცვლილი - 2002, კარანტინში - 468. ერთი დოლარის ღირებულება 3.2747 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1134 - თბილისში, 230 - აჭარაში, 338 კი - იმერეთში დაფიქსირდა. 49 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირი“ შუამავალ ფირმას არ შემოაქვს და ის სახელმწიფომ პირდაპირ მწარმოებელი ქვეყნიდან შეისყიდა. ჩვენი მიდგომაა, ყველა გადაცდომის პრევენცია, ჩვენ პირველ რიგში მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლე გადარჩეს. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ მოახდინოს კორონავირუსის ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა. ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად. ჰანს კლუგე - საქართველოში ვნახე „ცხელების ცენტრები“, ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. მალხაზ თორია - სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გავხსენით, ეს რეგიონში მეექვსე კოვიდჰოსპიტალია. ვახტანგ კალოიანი - შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის.

      მონდომებული „გეპეიშნიკი“ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი - ჩვენმა სტუდენტმა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა.

      ახალი მთავრობა - შეიცვალა მხოლოდ იუსტიციის მინისტრი და ის გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. დავით სერგეენკო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე - ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, იქნება კრიტიკული კითხვები.

      გომელაურის ანგარიში - ვახტანგ გომელაური - წელს დანაშაული შემცირდა 10 %-ით, გარკვეულ დანაშაულებზე გვაქვს მატება, კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ - 8,5%-ით, მკვლელობამ - 11%-ით. 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 152 კიბერდამნაშავე. პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი, ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ. ივნისისიდან სამინისტროში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო ამოქმედდა, რომელიც სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებითაა დაკომპლექტებული. წელს შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ელექტრონული სამაჯურისა და შესაბამისი მოწყობილობის მეშვეობით. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას საქმეზე სამართალდამცველები მუშაობენ და ამ ეტაპზე გამოძიების შესახებ ღიად ვერ ისაუბრებს. არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ! პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ სტიქიასთან ეფექტიან ბრძოლას. წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენი ქვეყნის საზღვარს ღირსეული ადამიანები იცავენ - უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოსულ ათეულობით ინციდენტზე ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი. პანდემიის გამო, შსს-ს დანაყოფებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება შეზღუდულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით უხდებოდა. დეტალები არ ვიცი რამდენ ხორცსაკეპ მანქანაზეა გამოცხადებული ტენდერი - ხან ავეჯს ვყიდულობ და ხან ნიანგის ტყავის ძვირფას დივან-კრესლოებს, რაც სიცრუეა. საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2021 წლისთვის კვლავ არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. გიგა ბოკერია - მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, ოპოზიციას მზაობა ყოველთვის ჰქონდა და აქვს. საბა ბუაძე - შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა ვერსია თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია - ჩვენ არანაირი ბლოკის შექმნის მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ. ნიკა მელია - როცა ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, სასამართლო აღარ არსებობს, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში. ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლაპარაკებების მაგიდაზე ორი თემაა, რაზეც „გირჩსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არაა თანხმობა.

      პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა.

      გიგა ბოკერია - დამოკიდებულება, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. ეკა ბესელია - „ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, დასრულდება. სერგო ჩიხლაძე - შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ოცნება“ თვითონ იჯახუნებს კარს და კეტავს ყველანაირი მოლაპარაკების შესაძლებლობას. ნიკა მელია - გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს. ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები. კახი კახიშვილი - მე ყოველთვის ვარ მოლაპარაკების მომხრე, ნამდვილად ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში. პაატა დავითაია - თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკი ვართ. ნინო ბურჯანაძე - თუ მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თაკო ჩარკვიანი - უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქციებით, შეკრებებით გრძელდება, ასევე ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზადაა. გია ვოლსკი - "ლეგიტიმური რევოლუცია" ხეპრული გამოთქმაა, არჩევნების გაყალბების თემაზე არანაირი არგუმენტი აღარ დარჩათ. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება, „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად.

      ახალი ნგრევები - თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად 4 დღეს აძლევს.

      ისტორიის საფრთხე - ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა. კვლევა - ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ. კოვიდინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე გრიპით დაავადებულებში. იაპონიაში კორონავირუსის 3 214 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. სომხეთში კორონავირუსის 861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 33 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 813 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 28 552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 611 პაციენტი დაიღუპა. აშშ-ში კორონავირუსის 233 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 270 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება. ანტონიო გუტერეში - ახლა ჩვენი გამოწვევა არის ვაქცინები საზოგადოებრივ სიკეთედ იქცეს - ხელმისაწვდომი ყველასთვის და ყველგან. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 45 პაციენტი გარდაიცვალა. ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

      სამი გაძევება - ბულგარეთი წელს უკვე მესამედ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

      პომპეოს შიშები - მაიკ პომპეო მევლუთ ჩავუშოღლუს - თურქეთის მიერ S-400 სისტემის შეძენა საფრთხეს უქმნის აშშ-ის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნოლოგიის უსაფრთხოებას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 90

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters