შეზღუდვები საოპოზიციოდ, ინფრასტრუქტურ, ეკონომიკა და შემოსული რედესივირი

      დღეს ბარბარობაა - გილოცავთ! დღესასწაულს არ ეხება, მაგრამ მოლოდინები გამართლდა და არ შემეძლო ამ ანონსით არ დამეწყო დღევანდელი ქველინიუსი - 26 დეკემბერს ახალი გირჩი დაფუძნდება, ქვეყანაში იქნება ორი გირჩი - ეს განცხადება ეკუთვნის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. კიდევ ერთი არამთავარი ამბავი დღეს - მთავარი ნაძვის ხე აინთო და კალაძემ მოიბოდიშა - მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ დღეს აქ არ ხართ. დღის მთავარი ამბავი კი კობახიძის ინიციატივაა ოპოზიციის სავალალოდ - დაფინანსების, აგიტაციის და ა.შ მიმართულებით. კოვიდიანების ჯამური სტატისტიკა - 201368, დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 169282, გარდაცვლილი - 1953, კარანტინში - 471. ერთი დოლარის ღირებულება 3.2846 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან 1282 თბილისში, 228 - აჭარაში, 489 კი - იმერეთში დაფიქსირდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 835 თავისუფალი საწოლია. პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია. არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რა მასშტაბის იქნება შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ. მოქალაქეებს შეუძლით სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზეა. თენგიზ ცერცვაძე - „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ ჰისპიტალიზირებულ პაციენტებზე მოხდება. პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია. 21 დეკემბრიდან „რემდესივირი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება - შემოტანილია 4 000 ფლაკონი გიორგი გახარია - ინფექციის გავრცელების შეჩერება შევძელით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო. წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში.

      კოვიდფინანსები - შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 553 ფაქტი გამოავლინა.

      მოწოდება - გიორგი გახარია - ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, რომ ერთმანეთს შეგვიძლია შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი საქმეების კეთებაში.

      თურნავას სამართავი - ნათია თურნავა სასტუმროების წარმომადგენლებს მიმართავს, დაიცვან დადგენილება, რომლის თანახმადაც მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებები იკრძალება. კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა, ფართოვდება იმ დარგების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო მიწას 1-ლარად გადასცემს. სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით მორიგი დახმარება დაამტკიცა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილეებს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება აღარ ექნებათ. ტურისტული ბიზნესის დასახმარებლად მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

      ამნისტიის ბედზედ - ირმა ნადირაშვილი - მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, მაგრამ ეს „ოცნების“ წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ. მიხეილ სარჯველაძე - ჩვენს მიერ შეთავაზებული ამნისტიის ინიციატივა სრულად დაბალანსებულია და ყველა მოთხოვნას სრულად პასუხობს.

      ერთი პარტიის პარლამენტში - კობახიძე - პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება დაწერეს, მათთან საუბრის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონპროექტით საქმე ეხება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას. ირმა ნადირაშვილი - მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი - ჩვენ არ შევცვლით გადაწყვეტილებებს. სანდრო რაქვიაშვილი კობახიძის განცხადებებზე - მუქარა რეალიზებული გახდა რაღაც კანონპროექტში - თუ რამე შანსი იყო მოლაპარაკებების გაგრძელების, იმის განადგურება ხდება. გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. რომან გოცირიძე - ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზაა, როცა იზღუდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და თითოეული მოქალაქისა თუ პოლიტიკური გაერთიანების კონსტიტუციური უფლება. გია ვოლსკი - სტრესი და დესტაბილიზაცია ის ამოცანაა, რომელსაც მისდევენ ოპოზიციური პარტიები და თან ამაში უნდათ, რომ სახელმწიფოს დაფინანსება მიიღონ. ზაალ უდუმაშვილი - განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობაა. სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ დაფინანსებაზე საუბარს და დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ. ანა ნაცვლიშვილი - კობახიძის გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად - სამწუხარო, სამართლებრივად - ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა. გია ვოლსკი - არ შეიძლება ადამიანი ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურ პროცესს, გამარჯვების შემთხვევაში იხილებოდეს მისი კანდიდატურა მაღალ პოსტზე და იყოს დამნაშავე. მამუკა მდინარაძე - თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს. ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს ოპოზიციაზე ზეწოლის მცდელობაა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგია, რადგან ბიუჯეტზე არ იქნებიან ჩამოკიდებული. სალომე სამადაშვილი - კობახიძის განმეორებითი გზავნილები არაფერს ცვლის, მაგრამ აჩვენებს, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული - შანტაჟი არც აქამდე გასვლიათ და არც დღეს გაუვათ! „დემოკრატიის ინდექსი“ - ერთპარტიულად დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გამოყენებულია, როგორც დასჯის მექანიზმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების მიმართ. დავით მათიკაშვილი - პარტია, რომელიც ამბობს უარს მანდატზე, ხალხის ნდობაზე და დებს თაროზე, ხალხიდან წასული ფულით უნდა დაფინანსდეს? მამუკა მდინარაძე - ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, "ევროპული საქართველოს" ლიდერი ვარ და ბოკერიამაც დაადასტუროს, 2000 ლარი არის ამის შემაკავებელი ფაქტორი? მამუკა მდინარაძე - იმედს ვიტოვებ, რომ გამონახავენ ძალას, რათა ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ და არ გახდნენ სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას მძევალი. ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. არჩევნები გაყალბებული იყო და შესაბამისად, დაპირებების აღსრულება პარლამენტში შესვლით და ლეგიტიმაციით, შეუძლებელია, ეს თავის მოტყუებაა. ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე - თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა, არსებობს შესაძლებლობა, მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები. შალვა ნათელაშვილი - „შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან“.

      რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა - მაია ცქიტიშვილი - ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე. ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია. ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ სატენდერო პირობები განვაახლოთ. რეგიონებში 1500-ზე მეტი ბავშვისთვის აშენდა 20 ახალი სკოლა, 2021 წელს დასრულდება 7020 ბავშვისთვის 41 სკოლის დაწყებული მშენებლობა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. წელს მიმდინარეობდა 6000-მდე პროექტი, რომელზეც 1300-ზე მეტი კონტრაქტორი კომპანია და 31 000 ადამიანი მუშაობდა. ახალი მაგისტრალების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ შევძლებთ გადაადგილებას. ტენდერებში იმარჯვებს კომპანია, რომელიც ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას გვთავაზობს.

      ბინადრობა საქართველოში - საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება. საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.

      დაგროვებული პენსია - დღეისთვის საპენსიო სქემაში 1 102 695 მონაწილეა ჩართული, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს.

      დახურული საქმე - პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. პროკურატურა - მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა, არჩევნებში გავიმარჯვეთ, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 25 ადამიანი გარდაიცვალა. ხარკოვის მერი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 28 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 587 პაციენტი დაიღუპა. ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 პაციენტი გარდაიცვალა.

      აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს.

      იაპონიაში დიდთოვლობის გამო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 67

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters