დე ...

მიყვარხარ!

და მე ძალიან მტკივა უშენობა. მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ხარ და ყოველთვის იქნები.

და შენ ვერასოდეს წაიკითხავ ამ სიტყვებს და ვერასოდეს ვერ მოისმენ ჩემგან რასაც ახლა გეტყვი და ვერც გეტყვი.

შენთვის არასდროს დამიძახია - დედა. სულ მერიდებოდა. ახლაც. რაღაცნაირად, მეგონა, რომ ეს ჩვენს შორის ურთიერთობას არ მოუხდებოდა.

მე შენ არასდროს გთვლიდი საუკეთესო მეგობრად, მაგრამ არც არავინ მყოლია შენზე უკეთესი, არც ლხინში და არც ჭირში. ვიცი არც მეყოლება.

იცი, არავინ არ არსებობს და არც იარსებებს ისეთი დაუფასებელი ჩემი მხრიდან როგორიც შენ ხარ. და არც არის და არც იქნება ადამიანი, რომელიც შენზე მეტად მეყვარება ან მომენატრება.

დე ...

მიყვარხარ!

აქ კი ვწერ ყოველი "დეს" შემდეგ "მიყვარხარ!ს", მაგრამ რამდენჯერ მითქვამს ეს შენთვის? ერთხელ? ორჯერ? იქნებ არცერთხელ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა. სამაგიეროდ, არ გამჭირვებია არასდროს მეთქვა: "დე, მშია", "დე, ჩემი მაიკა სად არის?" "დე, ნუ ეხები ჩემს ნივთებს!" "ჭკუას ნუ მასწავლი რა!" ...

მე არასდროს გამჭირვებია ხმა ამეწია, მაგრამ სიკვდილამდე გამჭირვებია ჩურჩულით მაინც მეთქვა შენთვის, რომ მე შენს გვერდით ვარ და შევეცდები მე მაინც არ მოგაყენო ტკივილი.

დე ...

მიყვარხარ!

იცი, არ შემიძლია დიდხანს გიყურო.

ჰო, არ შემიძლია. მტკენს.

სულ მგონია, რომ ყოველი ნაოჭი შენს ლამაზ თვალებთან და არცერთი ღიმილისას, ჩემი ბრალია. სულ მგონია, რომ ყოველი ტკივილი, ყოველი გათეული ღამე ჩემთვის, მაგ თბილ მზერას გისერავდა დაუნდობლად.

შენ თვალებში ჩახედვის მეშინია. მგონია, იქ ჩაბუდებულ ნაღველს მე ვერ გავუძლებ. როგორი ეგოისტი ვარ, არა?!

შენი გულის ნახვა კი... პედესტალს გამომაცლის, დამანგრევს და ნაცარტუტად მაქცევს.

მე ვერ გავუძლებ იმ დარდებს რაც შენშია. შენ როგორ უძლებ, დე?

დე ...

მიყვარხარ!

არავინაა ისე ეულად როგორც შენ.

არავინ განიცდის იმდენს, რამდენსაც შენ.

არავის შეუძლია საკუთარ თავზე უარის თქმა, შენს გარდა.

არავის შეუძლია ყოველ დღე ახალ-ახალი მოსაფერებელი სიტყვების გამოგონება შენს გარდა.

არავინ მეგულება შენზე ძლიერი.

არავინ მეგულება შენზე დაუფასებელი.

დე ...

მიყვარხარ!

გახსოვს, როგორ ვეთამაშებოდით მტვერს, მზის შუქზე მოცეკვავეს?

გახსოვს, ბაზარში, როცა ორი ვედრო ატამი მოგქონდა, მე რომ შენს მაისურს ვებღაუჭებოდი და ყოველ წუთას გადმომძახებდი არ დამეკარგოო? (მაშინ შენს ვენებდაბერილ ხელებს მივშტერებოდი და შენს მაგივრად მტკიოდა თითები.)

გახსოვს, ერთხელ დაგეკარგე. მე ტირილი დავიწყე და უამრავმა ხალხმა მოიყარა ჩემს გარშემო თავი. ამ დროს შენ გამოჩნდი ხელში ამიყვანე და მაკოცე. მითხარი: - "მე შენთან ვარ დედი, ნუ გეშინიაო."? (მაშინ შენ კი არ დამკარგე მე, მე დაგკარგე შენ და მას შემდეგ პანიკური შიში მაქვს შენი დაკარგვის. )

გახსოვს როგორ ვითვლიდით გორებზე ცხვრებს? (ახლა ამ ადგილას სახლებია.)

გახსოვს, როგორ ვიწექით საწოლზე და ვუყურებდით ცაში ფანტელებს? (მაშინ გკითხე, მტრედები ბეღურების დედები იყვნენ თუ არა და ძალიან ბევრი დამცინე)

გახსოვს, თბილისობა? ის მზიანი დღე... გახსოვს ის ფერადი ბუშტი? ახლაც მახსოვს მისი სუნი... არცერთი მოგონება არაა იმაზე თბილი და იმაზე ბუნდოვანი ვიდრე ჩემი და შენი თბილისობა. (მას შემდეგ აღარ ყოფილა მზიანი თბილისობა, მას შემდეგ მე და შენ ერთად აღარ გვიგრძვნია ის ზეაღმატებული, რაღაც ერთიანი, რაც გვამთლიანებდა, როგორც ერთ სისხლს და ერთ ხორცს.)

დე ...

მიყვარხარ!

მენატრება შენი ჩახუტება. მენატრება შენი თმის სუნი. მენატრება შენი ერთ დროს ნაზი, ახლა უხეში ხელები. მენატრება შენი მოფერება. მენატრება შენთან ერთად ბარბის სახლით თამაში. მენატრება შენი მოგონებების მოსმენა...

მაკლიხარ, როგორც ჟანგბადი და უშენობა ნელ-ნელა მტკივნეულად მიღებს ბოლოს...

ნუთუ ასეთი მოკლე დრო ეთმობა "დედა-შვილურ" იდილიას ადამიანის ცხოვრებაში?!

ნეტავ დროის დაბრუნება შეგვეძლოს დედებისთვის...

დე ...

ბოდიში!

ნახვა: 697

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დედა, სიყვარული, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters