ეს დღე მაინც დავიწყოთ ახალი ამბით - ხაზარაძემ პოლიტიკაში ფულის ხარჯვა დაიწყო და საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. დღეს პუტინის გამოსვლაც მნიშვნელოვანი იყო ქართული საინფორმაციო სამყაროსთვის და ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით გუშინდელ ღამეს. გუშინდელი, მრავალფეროვანი აქციების დღე, რუსთაველის სააქციო ღამით დასრულდა, გუშინ - ერთნი პრაიდის წინააღმდეგ, მეორენი კი ანტისაოკუპაციო აქციად მოინათლნენ. სახალხო დამცველი ამბობდა - დღეს მთავარი ამოცანაა, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისი ძალიან მაღალი რისკები არსებობს. ლომჯარია მართალი აღმოჩნდა და პარლამენტის შენობის წინ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს.
დავიწყოთ ანტისაოკუპაციო აქციით, რომლებიც შიმშილს აგრძელებენ - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პოლიციას მიმართავენ, რომ პარლამენტის წინ მოშიმშილეების უსაფრთხოება დაიცვან. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პოლიციას სთხოვენ, მონაზონი სიდონია მოშიმშილეების კარვებთან უსაფრთხოდ მიაცილონ. პარლამენტის შენობის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ანტისაოკუპაციო აქციაზე დაანონსეს, რომ ისინი „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მივლენ და დიალოგს გამართავენ. ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ მათაც გვერდით დაუდგნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გვიან ღამით ისევ განახლდა, მისი მონაწილეები პოლიციას პირობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. უკვე გამთენიისას - ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი მხარდამჭერები ჩაგვენაცვლონ. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ კორდონი გახსნა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. შოთა დიღმელაშვილი - "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებთან ლაპარაკი შეიძლება და ვაპირებთ, რომ ვილაპარაკოთ. შოთა დიღმელაშვილი - „პრაიდის" კონტრაქცია არ არღვევს შეთანხმებას, პოლიცია არღვევს, არ გვიშვებს პარლამენტის წინ. ირმა ნადირაშვილი - მივმართავ შსს-ს, დააბრუნოს აპარატურა, რომლითაც მიტინგი უნდა გახმოვანდეს - შსს დაბრუნდა იმ დროში, როდესაც მას კახა თარგამაძე ხელმძღვანელობდა.
ანტიპრაიდის აქცია - „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილები პარლამენტის წინ შეკრებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ. ლევან ვასაძის განცხადებით, 2 ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შემუშავდეს გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონი. ლევან ვასაძე - არჩილ თალაკვაძისთვის ამერიკის ელჩს რომ დაეძახებინა, ხალათით და შლოპანცებით გაიქცეოდა. სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება ახალგაზრდების შეურაცხყოფას მოჰყვა. დიმიტრი ლორთქიფანიძე - სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია და როცა ამის უარყოფა ხდება, ხალხი ხელში იღებს ძალაუფლებას, ეს გინდათ? „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონთან მივიდნენ და ხმამაღალი მუსიკა გააპროტესტეს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციაზე ისმოდა. გურამ ფალავანდიშვილმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს დალაპარაკებაზე „დროებით“ უარი უთხრა. გურამ ფალავანდიშვილი - არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ დეოკუპაციის თემაზე პროტესტს - მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს გავაგრძელებ, მაგრამ კონტრაქცია პარლამენტთან არ მინდა. დავით ბერძენიშვილი - ღამის კლუბების თაობას გახარია ვერ დაღლის - „პრაიდის“ საწინააღმდეგო ჯგუფი მაშინ გამოჩნდება, როცა ხელისუფლება გამოიძახებს. სოფო კილაძე - ლევან ვასაძე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს - პოლიტიკური სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ხელისუფლება მასთან ალიანსშია. სერგი კაპანაძე - შსს-მ კიდევ ერთხელ სცადა გამოეყენებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი პრორუსული ძალები, რომ სამშვიდობო მანიფესტაცია დაეშალა. ანრი ოხანაშვილი ვასაძის მოთხოვნაზე - თალაკვაძესთან შეხვედრის პრობლემა არ არის, თუმცა ულტიმატუმების ენა დიალოგს ხელს არ შეუწყობს. თამარ ხულორდავა - ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვაზე და მით უფრო გაუქმებაზე, სერიოზულ საუბარს არ დავიწყებდი.
რუსული გამოხმარება - რუსი დეპუტატი - საქართველოს ალტერნატივა რუსი ტურისტებისთვის აფხაზეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება გახდნენ. ალექსეი პუშკოვი - საქართველოს თავისი ღვინო და წყალი შეუძლია გაუგზავნოს ნატოელ მოკავშირეებს - ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. რუსეთის დუმის დეპუტატი - ჩემი წინადადებაა, გამოვისყიდოთ „რუსთავი 2“ და სახელიც გადავარქვათ - მაგალითად, „ბაგრატიონი 1“ ვუწოდოთ. დუმის თავმჯდომარე - ქართული ღვინის გარეშეც გავძლებთ. ვლადიმერ პუტინი სანქციების დაწესებაზე - მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო. ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიაზე - ერთი ვიღაც გამოვიდა და რაღაც დააბრეხვა - „დიდი პატივია“ მისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ვლადიმერ პუტინი - მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არ დაუშვათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებები, მეთანხმებოდა - „კი, კი არავითარ შემთხვევაში“ და რა ქნა? - წავიდა იქ ომით. ვლადიმერ პუტინი - 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში - ეს იგივეა, რაც გენოციდი.
პუტინმა, რა ჰქმნა?! - ირაკლი მენაღარიშვილი - პუტინის განცხადების გულწრფელობის, სანდოობის შეფასება მას შემდეგ დავიწყოთ, რაც დამდგარი ფაქტი გვექნება. დავით ზალკალიანი - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მიესალმო. მამუკა არეშიძე - პუტინის განცხადება პოლიტიკური მანევრია, რომლითაც ქართული საზოგადოების გული მოიგო. გიორგი ოთხმეზური - ვლადიმერ პუტინის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა. რომან გოცირიძე - სანქციების გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა.
პრეზიდენტის ბრიფინგი - სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ძალებს, ვინც სტაბილურობას პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს - პატრიოტიზმი ქვეყნის დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას: არ აჰყვეს ესკალაციას. ვანო მაჭავარიანი - ის, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის ხელისუფლებას ესაუბრება და არა საკუთარ მოსახლეობას, პოლიტიკური ანომალიაა. დავით ბაქრაძე - სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უფრო ადეკვატური აღმოჩნდა ვითარების შეფასებისას, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება.
დეპუტატი საქართველოში - უკრაინელი დეპუტატი - შვებულებას საქართველოში გავატარებ, რათა მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას.
ხაზარაძე პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. მამუკა ხაზარაძე - თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს. ლევან ბოძაშვილი - მამუკა ხაზარაძის მოძრაობა გაფილტრავს პოლიტიკურ ცხოვრებას პარაზიტებისგან. გიგა ბოკერია - არ ვიცნობ, რა შინაარსი აქვს ხაზარაძის მოძრაობას - თუ საკვანძო ღირებულებებში ეს მოძრაობა დგას პრინციპულ საკითხებზე იმავე პოზიციებზე, მაშინ ძალიან კარგი. ვახტანგ ძაბირაძე - ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა - ხელისუფლებამ ხაზარაძისგან თავად შექმნა დასავლური ტიპის ლიდერი. თინა ხიდაშელი - მამუკა ხაზარაძეს ორი არჩევანი ჰქონდა: ან სახლში წასულიყო და ხმა არასდროს ამოეღო, ან აქტიური გამხდარიყო - მან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო. სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე, პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია. რომან გოცირიძე - მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ეთანხმება ჩვენი პარტიის პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ! ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძის მოძრაობაზე - ვისაც სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა უნდა, ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ბიზნესასოციაციის დირექტორი - მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მას აქვს სურვილი პოზიტიური წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ფადი ასლი - სულ ახლახანს მივწერე მამუკა ხაზარაძეს და ვუთხარი, რომ მხარს ვუჭერ - დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ, ჩვენ გვჭირდება ალტერნატივა. ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძის მოძრაობაზე - ნებისმიერ ძალასთან ან საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომელიც ქვეყანასა და ხალხზე იზრუნებს, თანამშრომლობა გამორიცხული არ არის. დავით ჭიჭინაძე - მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება, ხაზარაძე პოლიტიკაში თავის გადასარჩენად შემოდის. ხათუნა ლაგაზიძე - მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას - დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია.
უკრაინული ნიუსები საქართველოზე ან ქართველებზე - უკრაინელი დეპუტატი გავრილოვზე - მაინტერესებს, რატომ დაუშვით მისი საქართველოში შემოსვლა და პროვოკაციის მოწყობა - უკრაინაში პუტინის აგრესიის მხარდამჭერებს ჩამოსვლა არ შეუძლიათ. უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილს რადაში შესვლის მცირე შანსი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება ფიგურა უკრაინულ პოლიტიკაში.
კადიროვთან პასუხობანა - დავით უსუფაშვილი რამზან კადიროვს - საკუთარი ხალხის სირცხვილი თავად ხარ - არსად გემალები არც შენ და არც პუტინს, თბილისში ვცხოვრობ.
დოლარის ატოცი - კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს. სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.93 ლარია. გიორგი კეპულაძე ლარის კურსზე - რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება დამღუპველია.
მომავლის პენსიები - საპენსიო სააგენტოს დირექტორი - მკაცრად და კვალიფიციურად გაკონტროლდება საინვესტიციო და ოპერაციული რისკები. ლევან ვეფხვაძე - ნდობის გარეშე საპენსიო ფონდი ვერ იმუშავებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია