მოლაპარაკებები აფხაზეთში, ომთანმყოფი აღმოსავლეთი და გაცეცხლებული კონტინენტი

      ახალი ათწლეულის მეორე სამუშაო კვირა მიიწურა და ქვეყანაში, დღის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების ბედ-იღბალია. ამჯერად, არა მათი შემოერთების ან დაბრუნების საკითხი, არამედ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. მთავრობების შიდა საქმეები (რომლებში ჩახედვის მცდელობაზეც კი უარს გვეუბნებიან). ცხადია ანაკლიის პროექტი აქტუალურ თემებში ბრუნდება და საზღვარგარეთიდან ცხელი ომისა და ცეცხლოვანი კუნძულ-კონტინენტის მოუშუშებელი პრობლემები ისმის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 იანვარი, 2020

      ახლობელი სოხუმი - სოხუმში ოპოზიციის პროტესტს ასლან ბჟანიაც შეუერთდა. აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლის ფაქტს არ ადასტურებს. აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო - არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი - აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს. პაატა ზაქარეიშვილი - ყველაზე მეტად მაშფოთებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს რუსეთი, ჩვენ კიდევ დოყლაპიებივით პირი დაგვიფჩენია. პაატა ზაქარეიშვილი - როგორც ჩანს, ასლან ბჟანიას მხარდაჭერა აგრძნობინეს კრემლიდან - თუ ხალხი 1 კვირა მაინც ამყოფა საპროტესტო ტალღაზე, დარწმუნებული ვარ, შედეგს მიაღწევს. მამუკა არეშიძე - ხაჯიმბას დღეები დათვლილია. ირაკლი სესიაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით. გია ვოლსკი - აფხაზეთში პრობლემის თავი და თავი ოკუპაციაა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი, არ განვითარდეს ეს მხარე და ბოლომდე მოსკოვზე დამოკიდებულ სისტემად დარჩეს. ანატოლი ბიბილოვი - აფხაზ ძმებს დიალოგისკენ მოვუწოდებ - მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს. ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, აფხაზეთში პროცესები წავიდეს მშვიდობიანად - ოკუპაციის პირობებში, როდესაც რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა დახმარება ძალიან ძნელია. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს - თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ჩვენ თავად მოვძებნით გამოსავალს. აფხაზური ოპოზიცია - არ დავიშლებით, ვიდრე არჩევნები არ დაინიშნება. რაულ ხაჯიმბასა და აფხაზურ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო.

      გირაო მამაოს - სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა და სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლოზე - გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ

      მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია - თუ ვინმეა უგულო და სახარებას არღვევს, ეს არის საპატრიარქო - მამა გიორგი არის პირადი ტყვე. მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქო “ბოროტი გუნდია”.

      ახალი მოსამართლეები - ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის „კლანი“. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა - ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, თეა ძიმისტარაშვილი. პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალ, 6-კაციან სიას, სავარაუდოდ, არ განიხილავს.

      ანაკლიის პორტი - კახა კოჟორიძე - ხელისუფლება, რომელსაც კანალიზაციის და წყლის გაყვანის პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გვესაუბრება. „თავისუფალი საქართველო“ - ანაკლიის პროექტი არ უნდა ჩაიშალოს. გია ვოლსკი - გამორიცხეთ, რომ აშშ-ის რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით, მთავარია, ანაკლიის პორტის საკითხზე ტენდერი პროფესიონალურად ჩატარდეს. მამუკა ხაზარაძე - წარმოუდგენლად მიმაჩნია ანაკლიის პროექტის გაჩერება და შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადება, რადგან ეს პროექტის გადადებას გამოიწვევს.

      LPG_ს პრობლემა - გათხევადებული აირის აირბალონიანი ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

საზღვარგარეთულები

      ცხელი აღმოსავლეთი - ირანის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დაპირდა, რომ უკრაინელი ექსპერტების გამოძიების მონაცემებთან წვდომას უზრუნველყოფს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს ომის დაწყების უფლებას უზღუდავს. დონალდ ტრამპი - სოლეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას გეგმავდა - ჩვენ ეს მონსტრი შევაჩერეთ. აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია 8 სამხედრო. ირანი „დიდ ტყუილს“ უწოდებს აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი შესაძლოა, რაკეტამ ჩამოაგდო. ვლადიმირ ზელენსკი - თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის. ირანის სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, უკრაინული ხომალდის, ბოინგ-737-ის „შავი ყუთები“ დაზიანებულია.

      ოხუნჯი ტრამპი - დონალდ ტრამპი - ჩვენ ვიცავთ ევროპას რუსეთისგან - წლების მანძილზე ნატო-მ უპირატესობა ჩვენს ხარჯზე მოიპოვა. დონალდ ტრამპი - ნატო-მ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოიცვას და ახალ ალიანსს დავარქვათ „ნატო+ახლო აღმოსავლეთი“ – რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ. „როიტერსის“ ინფორმაციით, ტრამპმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა.

      ჯერ ცეცხლი, ახლა ტყვია - ავსტრალიაში აქლემების დახოცვის 5-დღიანი ოპერაცია დაიწყო - ავსტრალიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გვალვის გამო აქლემები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდებიან და დიდი რაოდენობით საკვებსა და წყალს საფრთხეს უქმნიან. ავსტრალიის აქლემების მართვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ცხოველებზე კონტროლი არ განხორციელდა, მათი რაოდენობა ყოველ 9 წელიწადში გაორმაგდება, რაც გარემოსთვის სერიოზული ზიანის შემცველია. ავსტრალიას ხანძრებთან ბრძოლაში ამერიკელი მეხანძრეები დაეხმარებიან. ავსტრალიის არმია საჭიროების შემთხვევაში ცეცხლმოკიდებულ ზონებში შესვლისთვის მზადაა.

      პენსიების არც ფრანგებს სჯერათ - საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა.

      ბრიტანეთი გავიდა - დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატამ ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1833

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters