ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.
მომავალი ჩვენია - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ყველა ბავშვი შემოწმდება და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, არ დაიშვება საჯარო ბაღებში.
ადამიანის უფლებების სადარაჯოზე - Human Rights Watch - სუსტი რეგულაციები და შრომის პრაქტიკა ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას საქართველოში. Human Rights Watch - ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია. ამუკა ხაზარაძე Human rights watch-ის ანგარიშზე - ეს დასკვნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს. ირაკლი პეტრიაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე - თუ ადამიანი მუშაობს შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება შეზღუდულია და ბევრი შეცდომა მოუვა. სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, Human Rights Watch-ის ანგარიში უზარმაზარი შავი ლაქაა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. ლაშა ტუღუში - Human Rights Watch-ის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მედიას აქვს სერიოზული პრობლემები და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, არ არის თავისუფალი ქვეყნების რიგში. რომან გოცირიძე Human Rights Watch-ის ანგარიშზე - მას შეიძლება ვუწოდოთ შავი გვირგვინი „ქართული ოცნების" სასაფლაოზე.
მამალაძის პატიმრობა - ადვოკატი - თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს პერიოდში არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება.
ნიუსები აფხაზეთში - ეკა ბესელია - საჭიროა, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები მოიძებნოს - მაოცებს ხელისუფლების ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები. ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები და მისცეს მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება.
სემეკის ტარიფოლოგია - დავით ნარმანია - მეტი საშუალო და დიდი ჰესი უნდა აშენდეს და პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეფერხებულია, დაჩქარდეს. დავით ნარმანია ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასურის გაორმაგებაზე - იანვრიდან შეიცვალა ბუნებრივი აირის ახალი აბონენტების მიერთების საფასური და 400 ლარის ნაცვლად 800 ლარი გახდა. ეს ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ფოთი , რუსთავი და ბათუმი. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ რეალურად კომპანიებს ახალი აბონენტების დაერთება 400 ლარზე მეტი უჯდებოდათ და შესაბამისად, სხვაობა უნდა დაფარულიყო ტარიფიდან. მოქმედ აბონენტებს, რომ არ გაზრდოდათ ტვირთი, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს.
მკაცრი მერი - კახა კალაძე - მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, რაიმე არ გამოგეპაროთ! კახა კალაძე გამგებლებს ავალებს, „ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ უბანში, ქუჩაზე გაკეთდეს“. ყველა აღფრთოვანებულია, ეს წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის, საახალწლო ილუმუნაციები, საახალწლო სოფელი, მართლაც შთამბეჭდავი იყო. ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი.
უსაქმური შენობა - მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის. სალომე სამადაშვილი ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე - ის პროექტები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არსებობდა, დაკონსერვდა - ეს ივანიშვილის 8-წლიანი მართვის პირდაპირი შედეგია. სერგი კაპანაძე - ნებისმიერი დღე, როცა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა არის უქმად, არ მოაქვს შემოსავალი და არ ასრულებს ფუნქციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფულია. მამუკა მდინარაძე - დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები. რომან გოცირიძე - ქუთაისში, პარლამენტში პოლიციური ჰაბის შექმნა, სრული სისულელე იყო.
გაყინული ხორცი - თავდაცვის სამინისტროსთვის საქონლის გაყინული ხორცის მიმწოდებელი კომპანია დაჯარიმდა.
საზღვარგარეთულები:
მოძრაობა ერაყში - ერაყის შიიტთა ლიდერი მოსახლეობას ამერიკული ჯარების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგ „მილიონიანი მარშის“ გამართვისკენ მოუწოდებს.
ხმა ჩრდილოური - რუსეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. ვლადიმერ პუტინი - ვეთანხმები, რომ ერთმა და იმავე პირმა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტად არ უნდა დაიკავოს. ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვისწრაფვით საკუთარი ნება დავამყაროთ. რუსეთის მთავრობა გადადგა - რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას პრემიერის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა. რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტთან შეთანხმებული მინისტრობის კანდიდატების უარყოფის უფლება აღარ ექნება.
ცეცხლის ფასი - ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა - ჩვენს ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრებია, თუ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენი სულებიც მოკვდება.
ირანული მოწოდება - ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, უცხო ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები უნდა გაიყვანონ, რადგან მათ შესაძლოა „საფრთხე შეექმნათ“.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია