რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
რაღაც, მაგრამ უკვდავება არა,
წარსულ ფიქრებს მოგონება შეცვლის,
აღარ მიყვარს დარდი წარა-მარა.

რაღაც მინდა სიყვარულზე მეტიც,
რაღაც, მაგრამ დაჩრდილული არა,
გავაბრაზე რაღაცაზე ღმერთიც,
მაგრამ უკვე მკრეხელობაც კმარა.

სევდიანი თვალები და
მზის ნათება შორი,
გამჭვარტლული წარსული და სივრცე,
ლამაზ ბაღში მოსეირნე ქალები და,
მათ სანაცვლოდ
მზად ვარ სულიც მივცე.
შეხედვა და
შემოხედვა ერთი,
ნაბიჯი წინ-
გაღიმებაც კმარა,
თითქოს ვნებად დაიღვარა ღმერთიც,
ვიცი მომკლავს მკრეხელობა,
მარა,
თავს დავადებ მოფარფატე სულებს, (მკერდზე)
მერე ალბათ ჩავუყვები დაღმართს,
ავაყვავებ-
ჯერ არ მორწყულ გულებს,
ყველაფერ ცუდს
შემდეგ კარგი ახლავს.

რაღაც მინდა მომავალზე მეტი,
რაღაც, მაგრამ მომავალიც კმარა,
რაღაც მინდა სამყაროზე მეტი,
მაგრამ ისიც - უსახელო არა ..

ავტორი: ტატე ტირანელი

ნახვა: 2483

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დრო, პოეზია, ტირანელი

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 7, 2014||11:33pm

ტერენტით დაწყებული ლექსია და ტერენტულადაც ვითარდებოდა. ♥ 

ტატე: ოქტომბერი 7, 2014||11:35pm
რას გულისხმობთ? ტერენტი რა შუაშია, ვერ მივხვდი რატომღაც :/ :3
Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 7, 2014||11:59pm

ტატე ეს ლექსი არ წაგიკითხავთ → http://www.qwelly.com/photo/ganvicdi

თქვენი პირველი სტრიქონი გრანელური იყო და მას თუ უკეთესი სამშობლო უნდოდა, თქვენ უკეთესი სამყარო :) ამიტომ ვთქვი ტერენტულიათქო :) მომეწონა! ♥ 

ტატე: ოქტომბერი 8, 2014||2:09pm

უბრალოდ ვერ დავაკავშირე უცბად, მეგონა კალიგრაფიაზე თქვით ეგ და ამიტომაც.. მადლობა ჩემო კარგო ♥ ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 When Attack Speed Drains Your Boss Mana

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 10:13am 0 კომენტარი

Mana can feel solved during mapping, then collapse the moment a boss arena removes the enemies that made the recovery work. Players comparing POE 2 Orbs and character upgrades should…

გაგრძელება

Get the ARC Raiders Items You Need at U4GM Online Store

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

In ARC Raiders, having the right equipment can make a big difference when exploring dangerous areas and facing hostile enemies. Weapons, armor, crafting resources, and other useful items all play a role in preparing for each expedition. However,…

გაგრძელება

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters