17 იანვარი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღეა. მე პირველი ნათლული შევიძინე. მას ნათლობის სახელად - ანდრია  ეწოდა. ანდრო 70 წლისაა. რამდენჯერ გვისაუბრია მე და მას ნათლობის შესახებ, მაგრამ ყოველთვის უარს მიცხადებდა, მიზეზს არ მეუბნებოდა. ვდარდობდი, ამ ასაკში მოუნათლავი რომ იყო. მოძღვარსაც ვესაუბრე ამ თემაზე, დამარიგა და რჩევა მომცა.  

   თვეები გავიდა... ანდროსთან ამ თემაზე აღარ მისაუბრია. ერთ დღეს მარტოები ვიყავით სახლში, და რაღაც საოცრად მომინდა ნათლობაზე საუბარი. თითქოს, საუბრის დრო დამდგარიყო. ანდროსთან ოთახში ჩავედი და ბევრი ვისაუბრეთ. მისმა პასუხმა,  "კარგი თანახმა ვარ" სულიერად გამახალისა და გამახარა. ნათლობის დღე  დავთქვით და ორივენი გულისფანცქალით ველოდით 17 იანვარს. რაღათქმაუნდა მიზეზი შევეკითხე და იცით რა მიპასუხა? "ასეთ მოხუცს ტაძარში რომ დამინახავს ხალხი, რას იტყვიან ჩემზე?" მე გამეღიმა, ისე გამეღიმა როგორც დიდს გაეღიმება ხოლმე პატარას ნათქვამზე. მე მაშინ 18 წლის  მოხუცი ვიყავი, ანდრო კი - 70 წლის  ბავშვი.

   17 იანვარს ანდრეა მოინათლა. ანდრეა ჩემი პაპაა. მე ახლა, ძალიან გახარებული ვარ. დავმშვიდდი და ერთი დარდი გავაფერადე სიხარულის ფერებით. ახლა მე ნათლია ვარ, ჩემი პაპიკოს ნათლია. დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად, "ბავშვი" უნდა გავზარდო. წინ დიდი გზა გველის.

  ბებო და პაპა, მხოლოდ ტკბილეულისთვისა და საჩუქრებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ჩვენც შევეცადოთ ვიზრუნოთ მათზე. დავაფასოთ მათი სიყვარული! თუ სახლში გყავთ მოსანათლი ოჯახის წევრი, არ დაკარგთ დრო. ხვალვე, თუნდ ამ წამსვე წადით ტაძარში და მონათლეთ.

   დავიწყოთ ახლიდან ცხოვრება!

ანდრეა მონათლა დეკანოზმა იოანემ, თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში

ნახვა: 388

ტეგები: Qwelly, ანდრეა, ახალი, ბავშვი, დასაწყისი, დიდი, ილურა, ნათლობა, სიმშვიდე, სიხარული, მეტი...ცხოვრება

tsira: იანვარი 23, 2014||12:17pm

ყოჩაღ

თათია: იანვარი 23, 2014||1:16pm

მადლობა უფალს!  მარიამ  love u

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters