11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. პარასკევს მთელი ქვეყანა შეძრა ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ,უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის იცოცხლე შეეწირა. დღეს მოღრუბლულობა იყო, თუმცა არ უწვიმია - ასეთი უნალექო დღეებია დაანონსებული 17 ოქტომბრამდე. დღის მთაარი ამბავი კვლავ ბათუმის ტრაგედიას უკავშირდებოდა და ასევე, მოშიმშილე პატიმარ პრეზიდენტს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1300 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 ოქტომბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 55 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა. თენგიზ ცერცვაძე - უცხოელ ექსპერტებს შიში აქვთ, რომ შესაძლოა, „ტვინდემია“ თავიდან ვერ ავიცილოთ - აუცილებელია, გავაძლიეროთ კოვიდის ვაქცინაცია და რაც შეიძლება ეფექტიანად ჩავატაროთ გრიპის იმუნიზაციის კამპანია. ბოლო ერთი კვირაა შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა - შესაძლებელია ეს იყოს „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება - დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს შემდგომ მძიმე ტალღებს.

      გლოვის დღე - გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურორი - ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევამდე ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს გამაგრება, თუმცა შემდეგ შენობა დატოვეს. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა - მაბრალებენ ყველაფერს. ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი - არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, რომ ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა. ევროკავშირის საელჩო - ვუსამძიმრებთ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტი კიდევ იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი. რატი ბრეგაძე - საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. ვახტანგ გომელაური - ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები და მადლობა ყველას ვინც გვერდში დაუდგა ამ ოჯახებს, ვუსამძიმრებ მათ კიდევ ერთხელ. აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს. პრემიერი ბათუმში მომხდარზე - ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. ირაკლი ხმალაძე - მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი.

      სააკაშვილის ბლოკი - საერთაშორისო ექსპერტები "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე - მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ მხარდაჭერისთვის და ამართლებს სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საერთაშორისო ექსპერტები ვალერი გელაშვილის საქმეზე - არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორცელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. საერთაშორისო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მიერ სდსს-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე - ფაქტი, რომ არასათანადო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს დამკვიდრდა საიდუმლო სისტემა, განსაკუთრებით ძლიერ მტკიცებულებას წარმოადგენს. ბექა ბასილაია - მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. არც კი განგვიხილავს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი, იმდენად ნათლად საუბრობს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. მიხეილ სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - მოხდება თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ, სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა, მაგრამ ვინ მიაქცევს ყურადღებას ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ნანგრევებში ყვება და სახლები ენგრევა თავზე? მიხეილ მაჭავარიანი - მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის სახელმწიფოსთვის პრობლემა - 30 წლის განმავლობაში ვერც ვერაფერი დავივიწყეთ და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ. მიხეილ სააკაშვილის შვილი - ოჯახის პრიორიტეტია მიშა ჯანმრთელი და თავისუფალი ვიხილოთ - მადლობა მათ, ვინც ამ მიზანს იზიარებს. ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილი - ახლა ნიჰილიზმის დათესვა, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის ინტერესია - ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ. დიმიტრი საძაგლიშვილი - 10 დღეა ვითხოვთ პროცესის ჩატარებას - ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა. პაატა დავითაია - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის მძიმე დარტყმა, რაც სახელმწიფომ მიიღო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ. ადვოკატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მონაცემების კვლავ გამოქვეყნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მხრიდან შემოწმებაზე უარს განაცხადებს. გიგი წერეთელი - სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულების შემთხვევაში პასუხისმგებელია ხელისუფლება, ვინც დაიწყო ეს პოლიტიკური დევნა და საპატიმროში გამოკეტა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი პროცესი პოლიტიკურია, ეს არ ნიშნავს, რომ მან უნდა იბრძოლოს „ნაცმოძრაობის" მიზნებისთვის. გია ხუხაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, მისი ჩამოსვლის დღიდან, მხოლოდ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალასაც, რომელსაც ის წარმოადგენს. მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება შიმშილობა პატიმრის გათავისუფლების და პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდეს. გიული ალასანია - ჩემი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება - ცდილობდა ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად. ირაკლი ღარიბაშვილი - არავინ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს - გამორიცხულია. იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - თუკი დადგება საჭიროება, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ესაჭიროება. სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება“ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის განცხადებაზე - სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, მაგ კაბინეტებიდან რომ გამოგყრით. სააკაშვილის საქმის პროკურორი გირგვლიანის საქმეზე - წინასწარ მიცემული პირობა, რომ ჩაიფარცხებოდა დანაშაულის ორგანიზატორი, გახდა ის ბრალეულობა, რაზეც ვედავებით და არა ცალკე აღებულ შეწყალებაზე.

      გაძვირებული პური - „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე - პურის ფასზე 10-თეთრიანი ზრდა არის, თუმცა, საქართველოში პურის დეფიციტი არ არის.

      იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეების გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებენ თუ არა ნატო-ს სტანდარტებს საქართველო და უკრაინა და მზად იქნებიან თუ არა ალიანსში გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს.

      2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1 214 600 ადამიანია დასაქმებული, 344 600 პირი უმუშევარი, 381 800 კი თვითდასაქმებულია.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ენტონი ფაუჩი - კორონავირუსზე გამარჯვება ნაადრევად არ უნდა გამოვაცხადოთ. იტალიაში 12 წლის ზემოთ მოქალაქეების 80% ვაქცინირებულია. სომხეთში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 29 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 957 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 184

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters