არჩევნებმა ყველა სხვა ამბავი გადაფარა - კოვიდიც აღარავის ახსოვს და შესაბამისად არც არავინ იტესტება, არც ვირუსდება და არც იცრება. არჩევნების შედეგებმა 20 ქალაქში მეორე ტური დანიშნა და ახლა კიდევ ერთთვიანი სამზადისი გველოდება წინ. დღეს სწავლა სკოლებში განახლდა და ქალაქი დილით პარალიზებული იყო - ყველა სკოლასთან საცობი წარმოიქმნა. ქვეყანაში შემოდგომის შედეგებს იმკიან და სააკაშვილის პატიმრობას განიხილავენ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1411 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.
არჩევნების შედეგები და გამოხმაურებები: ყველა დიდ და თვითმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება -
აშშ-ს საელჩო - მოვუწოდებთ პარტიებს, სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ პროცესი გაუმჯობესდეს. არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის წარმომადგენელი - სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცვლილებები არსებითი ხასიათისაა. ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელი - დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივობები გარკვეულ საარჩევნო უბნებზე - საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლების და კანდიდატების მიმართ დაშინება და ზეწოლა. ENEMO-ს ანალიტიკოსი - პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო, თუმცა დაფიქსირდა ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის მაგალითები. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველების და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში. ENEMO-ს წარმომადგენელი - თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიაში, რამაც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი პარტია და ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მიხეილ სარჯველაძე - დარღვევებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია. გიგი უგულავა - ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე „ოცნება“ კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ბათუმში „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე - საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და თავმჯდომარეც ოპოზიციონერი იქნება - ბათუმი „ოცნებამ“ წააგო. ნიკა ობოლაძე - მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან - ჩვენ ვირჩევთ, თანამშრომლობას ცვლილებებისთვის. ირაკლი ზარქუა - არჩევნების მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ თუ განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, არც ესაა პრობლემა - მზად ვართ ყველასთან ვითანამშომლოთ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის მიხედვით, კახა კალაძემ ხმების 45,2%, ნიკა მელიამ კი 34% მიიღო. იაგო ხვიჩია - ჩვენი თავი გაგვჭირვებია, არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. გიგი წერეთელი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღნიშნული მძიმე დარღვევები. დავით ზალკალიანი - არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსად კითხვის ნიშანი არ არის. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დავით კირკიტაძე - რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილის ჩამოსვლამ და დაკავებამ ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია შედეგებზე - 1-ელ ოქტომბრამდე შანსი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 43% მოეპოვებინა. შარლ მიშელი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი.
სწავლა სკოლაში - მიხეილ ჩხენკელი - მთელი გულით ვულოცავ პირველკლასელებს პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ.
სააკაშვილი ციხეში - სასამართლო იმ პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ლია მუხაშავრია განმარტავს, არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძვლები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებისთვის და მოუწევს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა კიევშიც. ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლოა, ბრალი ყოფილი პრეზიდენტის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს. ადვოკატი - ელგუჯა ცომაია არის პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელმაც დევნილი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეიფარა. ადვოკატი ელგუჯა ცომაიაზე - 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე ცოტა ხნის წინ დაკრძალა, მოსამართლემ გაამწესა ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა. მიხეილ სარჯველაძე - როცა სააკაშვილი იყო ხელისუფალი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ვუყურებდით, მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ გამოუაშკარავდეთ ბევრი დანაშაული. ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, სააკაშვილის დაბრუნებას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესზე. ირაკლი ზარქუა - მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს. იაგო ხვიჩია - მალე სააკაშვილს უკრაინაში “დაადეპორტებენ“ და საქართველოში კრება დარჩება მხიარული. ირაკლი კობახიძე - უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას, დღეს ციხეშია. სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის! თაკო ჩარკვიანი - რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გავასამართლებინოთ იმ მართლმსაჯულებას, რომელსაც საკუთარი შარდი არ ანდო გახარიამ. რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს - მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე. ხატია დეკანოიძე - საქართველოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მომავლისთვის იბრძვის. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის. დავით ზალკალიანი - ექსტრადირება ხდება მაშინ, თუ პირს ჩადენილი აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული - არ არის გამორიცხული, სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. მედია - უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი - შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე - წინასწარვე უარი განვაცხადე უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაზე. ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 627 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 25 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 25 781 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 883 ადამიანი.
კარიკატურისტი, რომელმაც მუჰამედის კარიკატურა შექმნა და რომლის მკვლელობისთვის „ალ-ქაიდას“ ჯილდოდ 100 000 აშშ დოლარი ჰქონდა დაწესებული, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია