როცა ადამიანს შია უნდა მისცე ის, რაც დაანაყრებს, მაგალითად თევზი. არსებობს მოსაზრება, რომ თევზის მიცემას ანკესის მიცემა სჯობს, რადგან ადამიანმა თვითონ დაიჭიროს. ხშირად ვფიქრობ და ამ საკითხს რამდენიმე კუთხით განვიხილავ ხოლმე: უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!". სანამ უშუალოდ განხილვას დავიწყებ, მინდა პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენო: (რომელსაც ჩემი მოძღვარი ასე ხშირად მეუბნება) "შემთხვევით ადამიანს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან". შემთხვევით, არაფერი ხდება, ანუ ღმერთის ნებაა ქვეყანაზე როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც, ბრძენიც და ჭკუანაკლულიც და სხვა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ მათზე რაიმეთი უპირატესნი, ან უკეთესნი ვართ, რადგან სახლიც გვაქვს, კარიც, ეზოც და ყველაფერი ის, რაზე ოცნებაც კი ფუფუნებაა მათთვის. მერე რა, თუ შოთამ "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, ლეონარდომ "მონა ლიზა", ბეთხოვენმა "მთვარის სონატა", გონაშვილმა "წინწყარო", მე კი ვერც ვწერ, არ ვიცი ხატვა, ნოტებს ვერ ვცნობ და არც "საქართველოს ბულბული" ვარ, სამაგიეროდ შემიძლია წავიკითხო, დავინახო და აღვიქვა, მოვუსმინო და დავტკბე ამით. ესეც ხომ არ შეუძლია ყველას?! საუბედუროდ! თემას რომ არ გადავუხვიო დავუბრუნდები ჩემს არჩევანს, ანუ უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!" ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს პირველ შემთხვევაში, რადგან თუ "მშიერი" ისეთი დაუძლურებულია, რომ ნაცნობი ჟესტით მიგვანიშნებს მშიაო, აბა რაში გამოადგება ჩვენი მიცემული ანკესი? აუცილებლად თევზი უნდა მივცეთ, ან ის, რაც დაანაყრებს. თუმცა, ხომ ადვილი შესაძლებელია არც თევზი მქონდეს და არც ანკესი?! მაშინ ისღა დამრჩენია გვერდით მივუჯდე... მაგრამ მე ხომ არ ვარ დაუძლურებული და ანკესის გამოყენებაც ვიცი, ამიტომ შემიძლია ანკესი ვითხოვო, მხოლოდ შემდეგ თევზის დაჭერა არ უნდა დამავიწყდეს "მშიერისთვის"! ახლა მეორე შემთხვევა განვიხილოთ, ანუ "თევზი, ან ის რაც დაანაყრებს". აქ მინდა აღვნიშნო, რომ თუ შესაძლებლობა მაქვს ჯობს ის მივცე, რაც დაანაყრებს და არა თევზი, ან ბუტერბროდი, რომელიც ეს-ესაა თითქმის შევჭამე. იმის მიცემა, რაც დაანაყრებს არამარტო ფიზიკურად "გაახარებს", არამედ სულიერადაც, რადგან დარწმუნდება, რომ ოცნებები ხდება, მთავარია სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდე, თუნდაც ეს რომელიმე მეტრო-სადგურის "პაძემკა" იყოს! წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა, როცა "მშიერი" მადლიერია და სიტყვებს არ იშურებს, რომ გასიამოვნოს. საინტერესოა ვინ უფრო ბედნიერია ამ დროს, ის ვისაც ეხმარებიან, თუ ის, ვინც ეხმარება? სამწუხაროდ, ზოგჯერ მადლობის თქმაც კი ავიწყდებათ, ან ივიწყებენ. შეიძლება "მშიერს" მართლაც დაავიწყდეს მადლობის თქმა, ან არ დააფასოს შენი სიკეთე, მაგრამ რაც მთავარია "მას" არასდროს დაავიწყდება და ყოველთვის დაგიფასებს თუნდაც იმ თითქმის შეჭმულ ბუტეტრბროდს, რომელიც მას გაუწოდე! და აი კიდევ რა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს, ნამდვილად დედა უკვდება, შვილი ნამდვილად ჰყავს ავად, შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს კი დაცინვა. ბევრჯერ დამინახავს, როგორი ზიზღით და ამრეზით უყურებენ მათხოვარს და იმასაც კი, ვინც ეხმარება. ისეთ აგრესიას გამოხატავენ, თითქოს ისინი კიარ მათხოვრობენ, არამედ ყაჩაღობენ. ანკესის მიცემას რაც შეეხება, ეს უფრო ფილოსოფიურად მოაზროვნედ არჩევანია. ის ფიქრობს: დღეს რომ თუნდაც ათი პური მივცე, ხვალ აღარ ექნება, ათივეს შეჭამს, რადგან უშრომლად მიიღო, ხოლო როცა თითო პურის სანაცვლოდ თითო აგურს გადავადებინებ, ბუხარში შეყრილი ფულისა არ იყოს, გაუფრთხილდება და უფრო დააფასებს. მაგრამ ანკესი მხოლოდ ისეთს უნდა მისცე ვისაც შეუძლია, ან იცის მისი გამოყენება. აბა წარმოიდგინეთ ხაბაზი, რომელიც თონის წინ დგას ანკესით ხელში და თევზის გამოჩენას ელოდება. რა თქმა უნდა ეს შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით ასეთი საქციელით კიდევ უფრო მეტად დავარწმუნებთ საკუთარი თავის უსუსურობაში. აი სულ სხვა საქმეა მეთევზეს თუ მისცემ ანკესს. ამით შენც ცხონდები და ისიც, თუ ერთი-ორჯერ თავისი დაჭერილი თევზით გაგიმასპინძლდება და სიკეთეს არ დაგივიწყებს. ისე "თევზიც" და "ანკესიც" თავისუფლად შეიძლება ერთ კონტექსტში გავაერთიანოთ და ვუწოდოთ დახმარება, შველა, მკერდში გულის ქონა, შუბლზე ძარღვის სიძლიერე და ა.შ. საერთოდ მათხოვარი ყოველთვის არსებობდა, ეხლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. ანუ ეს არ არის უბრალოდ მშიერი, ან უსახლკარო ადამიანი. ის საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორიც სახელმწიფოს მმართველი, რადგან მის გარეშე არ არსებობს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით რომ არა "მშიერი", "მაძღარს" ხომ ფასი დაეკარგებოდა. აბა რა ფასი აქვს "წითელ ფერარს", თუ მისი გაქროლებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო?! თუ დღეს პური არ მენატრება, ხვალ ჭიქა რძეს სულმოუთქმელად ხომ არ გადავკრავ?! ახლა კი რაც შეეხება "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!", ეს ყველაზე იოლი გამოსავალია. მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო შუბლზე ძარღვი უნდა გაიწყვიტო და მორჩა, აღარ ფიქრობ რა გააკეთო: ანკესი მისცე, თევზი, თუ ის რაც დაანაყრებს, რადგან უბრალოდ ვეღარ ხედავ "მშიერს", იცი რომ არსებობს, აქვეა შენს გვერდით, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან შენ თვითონ გააქრე. მაგრამ შენი გაქრობაც ხომ წამის საქმეა. გაქრები და დატოვებ ყველას და ყველაფერს რაც გაგაჩნია, ყველაფერი აქ, ამქვეყნად რჩება და სულ იოლია ვინმე "მშიერმა" სრულიად მოულოდნელად იპოვო შენი "ანკესი", შენი "თევზი" და "ისიც, რაც განაყრებდა", რითაც ცხოვრობდი და სულდგმულობდი, შენი ცხოვრების აზრი იყო ოდესღაც. ასე რომ, თუ "ანკესიც" გაქვს, "თევზიც" და "დანაყრებულიც ხარ" "ნუ გააქრობ მშიერს"!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია