პატარაობისას ისე მეშინოდა და მზარავდა გვირაბი, რომ როცა სოფლისკენ მგზავრობისას მივუახლოვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი ხოლმე. საოცრად ნათლად მახსოვს ის შეგრძნება გვირაბიდან გამოსულს რომ მეუფლებოდა. ხელებს ვშლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთიდან ღრუბლებში ვეშვებოდი. ერთი პერიოდი ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩვენი წითელი ჟიგულით ბნელ გვირაბში მივქროდი, მარტო ვიყავი, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე მიმყავდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როცა გვირაბიდან გამოვდიოდი მანქანა ქრებოდა და საოცრად მწვანე მინდორზე მივრბოდი. უკვე მოზრდილ ასაკში კი სასიამოვნოდ მიუწვდომელი და საშინლად საინტერესო გახდა ჩემთვის გვირაბი. არ ვიცი შეიძლება იმ დეტექტივების კითხვამ იმოქმედა, რომლებსაც დღე და ღამე შეუჩერებლად ვკითხულობდი და წინასწარ ვცდილობდი დასასრულის გამოცნობას. თუ გამომივიდოდა გული მწყდებოდა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყო ჩემთის, რადგან ჩემთვის უსაყვარლეს შეგრძნებას-აღფრთოვანებას ვკარგავდი. ამიტომაც ვგიჟდებოდი აგატაზე. იმდენად დაწვრილებით აღწერდა საქმეს, რომ მაბნევდა და თუ ისევ მას არ მივმართავდი, ჩემით არაფერი გამომდიოდა. ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ამოუცნობი, უცნაური რაღაცები, აი დიდხანს ფიქრი რომ სჭირდება რაღაც დასკვნამდე მისასვლელად. ამიტომ ვერ ვიტან მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს. მოცემული გაქვს ფორმულა, ჩასვამ რიცხვებს და ეგაა, მორჩა. დაილოცოს ლიტერატურა! სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა მოგზაურობ, ჩხუბობ, კლავ-გკლავენ, უყვარხარ-გიყვარს, ღალატობ-გღალატობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ, კი არ აკეთებ, არამედ ფიქრობ. ფიქრისთვის კი ვინ დაუსჯიათ?! მე მინდა შენი მოკვლა, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე, წარმოვიდგენ როგორ შეგაგდებ გვირაბში, სადაც სულ რაღაც 9 წამში მატარებელი შეირბენს და მისი გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად ნათლად გავიგებ შენს ბოლო სიტყვას - რატომ?! მე პასუხი არ მექნება, რადგან არ ვიცი. მე ხომ უბრალოდ ვფიქრობ, არც შენ არსებობ, არც მე და არც ის ღამე, როცა იმასთან ერთად გნახე. ალბათ საგნები ავურიე ისევ, რის გვირაბი, რა მატარებელი, რომელი შურისძიება. როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი და უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.
და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა!
ნახვა: 423
ტეგები: Qwelly, blog, literature, think, ბლოგი, გოგონა, დაბადება, დღიური, ლიტერატურა, მათემატიკა, მეტი...ფიქრი, ჩანაწერი, წარმოსახვა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია