დღეს საეკლესიო და საერო დღესასწაული აღინიშნა - ანდრიაობა და წილხვდომილობა, ამიტომ საჯარო პოლიტიკაც ისვენებდა, თუმცა გარკვეული ამბები მაინც გამეინსტრიმდა. უპირველესყოვლისა მელიას გამოშვების, გირაოს, ევროკავშირისა და ქართული ოპოზიციონერების ამბები, ამასთან, სტრასბურგში ჩივილი და პროცესის დაწყება. დღეს პრემიერი სომხეთშიც იყოს და მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მსოფლიოს თვალი მაინც ისრაელისკენ არის მიმართული. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271 ლარია.
#კოვიდსაქართველო - ლევან დავითაშვილი - ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 40 275 ტესტი ჩატარდა. 27 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოავლინა. ივანე ჩხაიძე - კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემის მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია, ის თავისით გაივლის - ნერვიულობა პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს. ვატო სურგულაძე - პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დაშალონ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან - კონტროლი გააძლიერეთ, რომ კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ! კორონავირუსით ფოთში 48 წლის ექთანი გარდაიცვალა.
პოლიტიკური ფიგურა, გვარად მელია, ევროპა და ქართული ოპოზიცია - ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და მთავრობას შესაბამისი კითხვები გაუგზავნა. გიგი წერეთელი - ნიკა მელია ძალიან სერიოზული კანდიდატია, მაგრამ მასთან და ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ როგორ გვესახება მერის არჩევნები თბილისში. ჯიმ რიში - ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლდა, ველოდები, რომ ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი შეთანხმებისთვის, მოაწერენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს პარლამენტში. ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში, ნიკანორ მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს. ანა ფოტიგა - ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტს მიღმა, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს - ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა. ევროპარლამენტარი - გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ განიცადა რეპუტაციული ზიანი - ახლა ვითარების გამოსწორებისა და შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის დროა. კრისტიან დანიელსონი - შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა. ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე. ანდრიუს კუბილიუსი - კარგია, რომ ოპოზიცია უბრუნდება საპარლამენტო მუშაობას - ოპოზიციამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ზედამხედველობა გაუწიოს ხელისუფლებას. რომან გოცირიძე - ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში - გვინდა ქუჩაში დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია? ხატია დეკანოიძე - თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას, ეს გარდაუვალი მარცხია. პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთების ქვეშ პარტიების შეყუჟვა არჩევნებზე გამარჯვების ფორმულას არ წარმოადგენს. გიგა ბოკერია -უპასუხისმგებლოდ იქცევა ბატონი უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სულსწრაფობა ჰქვია ამას - სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას. თეონა აქუბარდია - „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვაპირებთ, რომ ცალკე გავიდეთ არჩევნებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აკაკი მინაშვილი - უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს. ხათუნა სამნიძე - არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს ან ერთიანი სია, ახლა ის პერიოდია, როცა საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ. გიგი წერეთელი - ნიკა მელიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დადგება თუ არა ერთიან კანდიდატად - მას მართლაც ძალიან დიდი შანსი აქვს დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი. ნიკა მელია - როდესაც მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს - რატომ ღელავს „ქართული ოცნება“, ეს უფრო მიკვირს. თუ 10 პრიორიტეტს ავიღებთ, თბილისის მერობის კანდიდატობა შეიძლება იყოს მე-8, მე-9, მე-10 პრიორიტეტად - სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მაინტერესებს. ალეკო ელისაშვილი - „ნაცმოძრაობასთან“ რაღა უნდა ვილაპარაკოთ, გაბანძებული პარტიაა - მელიასთან არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ, შეუძლია გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. ანა ნაცვლიშვილი - დიდი ბრძოლის დაყვანა საკითხამდე, თბილისის მერი ვინ იქნება, სწორი არ მგონია, რატომ არ ვმსჯელობთ, რითაა ნაკლები ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი ვინ იქნება?! სალომე სამადაშვილი - პარტიას თუ დავაარსებ, „სიტყვა და საქმე“ მინდა დავარქვა. იაგო ხვიჩია - ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში, მაგრამ რაც შეეხება კოალიციას და ერთიან კანდიდატს, მგონი აქამდე შორია - სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ.
ჰესის პრობლემა - მერაბ ლომინაძე - „ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი - ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე. შვეიცარიული კომპანიის ინჟინერი - ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამახვანის კაშხალი უსაფრთხოა. მერაბ ლომინაძე - პრაქტიკულად ნულის ტოლია ის, რომ „ნამახვანი ჰესის“ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს.
ბანკის დახმარება - სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი მოხარულია იყოს საქართველოს, მისი მთავრობის და ხალხის და ახლა უკვე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების პარტნიორიც.
სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე - ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. დავით ზალკალიანი - ჩვენი სომეხი მეგობრები მოწადინებული არიან იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი დინამიზმით განვითარდეს. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 355 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1.34 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული.
მოურჩენელი იარები და ომი - დავით ზალკალიანი - მთავრობა ყურადღებით აკვირდება ისრაელში განვითარებულ მოვლენებს, საქართველო გმობს ძალადობას და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჟოზეფ ბორელი - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, რეაგირება უნდა იყოს პროპორციული. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. ფაჰრეთინ ალთუნი - მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და მეჩეთებზე თავდასხმა - როდიდან ითვლება ეს საშინელებები თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე? ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო იერიშის დროს მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა. გაერო-ს სპეციალური კოორდინატორი - დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია. ზურაბ ბატიაშვილი ისრაელის მოვლენებზე - როცა ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე - ვფიქრობ, ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი - პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, ახლა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა, რადგან სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერჯერობით, არ ჩანს. ღაზასა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქე ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა. დავით ზალკალიანი - ისრაელში საქართველოს საელჩო 24-საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:39am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია